Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით გემციტაბინ ლეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემციტაბინ ლეკის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებას: – მძიმე ალერგიული რეაქციები (ასეთ რეაქციებს მიეკუთვნება გამონაყარი, არტერიული წნევის დაქვეითება, შეშუპება, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულისცემის გახშირება, სუნთქვის გაძნელება და კოლაფსი); – კანის ძლიერი განშრევება ან ანთება; – კარდიოლოგიური დარღვევები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ქოშინი, წვივების შეშუპება, გულის ცემის გახშირება და რითმის დარღვევა, სტენოკარდიული შეტევები; – კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (დაბუჟების,  ჩხვლეტის, სიცივის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა). თუ აღნიშნული გამოვლინებები იღებს სერიოზულ ფორმას ან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლებელია განვითარდეს კანის სერიოზული დარღვევები. ყველა ზემოაღნიშნული მოვლენა მიეკუთვნება სერიოზულ გვერდით ეფექტებს, რომლის დროსაც პაციენტეს შესაძლოა დაჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება (ყოველ 1000 პაციენტში ერთი შემთხვევა). ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან ერთ შემთხვევაზე ხშირად): სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც არის ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გამონაყარი, ცხვირიდან სისხლდენა ან სისხლჩაქცევები); ქოშინი; სისუსტის შეგრძნება, თმის ცვენა (ჩვეულებრივ თმის უმნიშვნელო ცვენა); გამონაყარი კანზე (რასაც ზოგჯერ თან ახლავს მსუბუქად გამოხატული ქავილი. უფრო სერიოზული ალერგიული რეაქციები გაცილებით იშვიათია); თირკმელების ტესტირების შეცვლილი პარამეტრები (შარდში ცილის და სისხლის გამოვლენა, თუმცა თირკმელების უმრავლესობა ძალიან იშვიათად ვითარდება); სითხის შეკავება (ხელის, ფეხის, გულისა და ფეხის შეშუპება). გრიპის მაგვარი მდგომარეობა (ტემპერატურა, თავის ტკივილი, ტკივილები, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, სურდო, ოფლიანობა, ძილის მხრივ პრობლემები); ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი პარამეტრები. ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება; ცხელებისა და შემცივნების შეგრძნება; ცხელება; დიარეა; ყაბზობა; წყლულები პირის ღრუში, ტუჩებზე და ენაზე. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): ხიხინი. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): სუნთქვის გაცილებით სერიოზული მოვლენები; გამონაყარი/წყლულები კანზე; ინექციის ადგილის გაწითლება, შეშუპება და ქავილი; ღვილის უკმარისობა; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლილი პარამეტრები (ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობის მომატება); არტერიული წნევის დაქვეიება (კოლაფსის წინა მდგომარეობა). ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): ღვიძლის უკმარისობა; თრომთბოციტების რაოდენობის მომატება; ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გემოზოლს (კოჟრის მალამო) რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემოზოლი კოჟრის მალამოს გვერდითი მოვლენებია: არ აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გემნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემნილის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, გემნილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: – ძალიან ხშირი: აღინიშნება 1 მომხმარებელზე მეტში 10-იდან – ხშირი: აღინიშნება 100იდან 1-10 მომხმარებელში – არახშირი: აღინიშნება 1-10 მომხმარებელში 1000-იდან – იშვიათი: აღინიშნება 1-10 მომხმარებელში 10000-იდან – უცნობია: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსეუბლი მონაცემებით. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ თქვენ ექიმს თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი მოვლენა შემდეგიდან: – ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ ტემპერატურე 38°ჩ ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ძალიან ხშირია). – არარეგულარული გულისცემა (არითმია) (სიხშირე უცნობია). – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წვა პირში (ხშირი). – ალერგიული რეაქციები: თუ აღგენიშნებათ კანის გამონაყარი (ძალიან ხშირი)/ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი). – დაღლილობა, კოლაფსი, სუნთქვის იოლად შეჩერება ან სიფერმკრთალე (რადგან შეიძლება გქონდეთ ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონე რაც ძალიან ხშირია). – სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი სისხლდენა, წითელი ან ვარდისფერი შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ თრომბოციტების ნორმაზე დაბალი დონე რაც ძალიან ხშირია). – სუნთქვის სიძნელეები (ძალიან ხშირია სუნთქვის მსუბუქი სიძნელეები გემნილის ინფუზიიდან მალე რომელიც სწრაფად გადის; თუმცა არახშირად ან იშვიათად შეიძლება იყოს ფილტვის უფრო სერიოზული პრობლემებიც). გემნილის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია) სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე თრომბოციტების დაბალი დონე სუნთქვის გაძნელება ღებინება გულისრევა კანის გამონაყარი-ალერგიული გამონაყარი, ხშირად ქავილით თმის ცვენა ღვიძლის პრობლემები: გამოვლინდება სისხლის ტესტის ნორმიდან გადახრით სისხლიანი შარდი შარდის არანორმალური ტესტები: ცილა შარდში გრიპის მსგავსი სიმპტომები ცხელების ჩათვლით ედემა (ტერფების, თითების, ფეხების, სახის შეშუპება) ხშირი გვერდითი ეფექტები ცხელება რომელსაც ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რიცხვი (ფებრილური ნეითროპენია) ანორექსია (მადის დაქვეითება) თავის ტკივილი უძილობა ძილიანობა ხველა ცხვირიდან გამონადენი შეკრულობა დიარეა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წვა პირში ქავილი ოფლიანობა კუნთების ტკივილი ზურგის ტკივილი ცხელება სისუსტე წვა არახშირი გვერდითი ეფექტები ინტერსტიციალური პნეცმონიტი (ფილტვის ჰაეროვანი ბუშტუკების დაზიანება) სასუნთქი გზების სპაზმი (ქოშინი) არანორმალური გულმკერდის რენტგენი/სკანირება (ფულტვების დაზიანება) იშვიათი გვერდითი ეფექტები გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) სისხლის დაბალი წნევა კანის აქერცვლა, დაწყლულება ან ბუშტუკების წარმოქმნა. ინექციის ადგილის რეაქციები ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები თრომბოციტების რაოდენობის მომატება ანაფილაქსიური რეაქციები (მწვაევ ჰიპერსენსიტიურობა/ალერგიული რეაქციები) კანის გათხელება და მწვავე ბუშტუკები გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით გულისცემის არარეგულარული სიხშირე (არითმია) მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი (ფილტვების მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას) რადიაციული რეციდივი (კანის გამონაყარი მსგავსი მზის დამწვრობის) რომელიც შეიძლება განვითარდეს კანზე, რომელიც ადრე ექსპოზირებული იყო რადიოთერაპიისადმი.  სითხე ფილტვებში ფილტვების ჰაერის ბუშტუკების რადიაციული ტოქსიური დაზიანება დაკავშირებული რადიოთერაპიასთან. იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოწვეული სისხლმომარაგების დაქვეითებით) გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობა თითების ან ცერა თითების განგრენე ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით. ინსულტი თქვენ შეიძლება აღგენიშნებოდეთ ამ სიმპტომებიდან და/ან მდგომარეობებიდან რომელიმე. უნდა უთხრათ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე თუ რომელიმე ამ გვერდით ეფექტს გამოცდით. თუ რომელიმე გვერდით ეფექტზე ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავედება ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, გთხოვთ მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გელოფუზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გელოფუზინის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია მძიმე ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება: კანზე ბუშტუკების წარმოქმნა, ურტიკარია, ყელის და სახის ჰიპერემია, იშვიათად – არტერიული წნევის დაქვეითება ბრონქოსპაზმი, შოკი, გულის და სუნთქვის გაჩერება. ალერგიული (ანაფილაქსიურ/ანაფილაქტოიდური) გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინუიპები: – საჭიროა სამედიცინო პერსონალის ინფორმირება პლაზმის შემცველი კოლოიდური ხსნარებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების შესახებ; – ინფუზიის პროცესში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური დაკვირვება, განსაკუთრებით საინფუზიო ხსნარის პირველი 20-30 მლ შეყვანის დროს; – საჭიროა ყველა სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებელი ინსტრუმენტების და მედიკამენტების მომზადება; – გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. არ არსებობს წინასწარი იდენტიფიკაციის ტესტი გვერდითი ეფექტების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებისათვის. შეუძლებელია აგრეთვე აღნიშნული რეაქციების მიმდინარეობის წინასწარი განსაზღვრა. ჟელატინის ხსნარის მიმართ ალერგიული რეაქციები შესაძლებელია იყოს, როგორც ჰისტამინ-დამოკიდებული, ასევე ჰისტამინ-დამოუკიდებელი. ჰისტამინის გამოყოფის პროცესის დათრგუნვა შესაძლებელია H1 და H2 რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციით. კორტიკოსტეროიდების პროფილაქტიკური გამოყენების შესაძლებლობა დადგენილი არ არის. გვერდითი მოვლენების განვითარება შესაძლებელია, როგორც ცნობიერების მქონე, ასევე ზოგადი ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტებში, მაგრამ, მოცულობითი უკმარისობით გამოწვეული შოკის მწვავე ფაზაში განვითარებული ალერგიული (ანაფილაქსიურ/ანაფილაქტოიდური) რეაქციები დღემდე უცნობია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გელენკ კომპლექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გელენკ კომპლექსის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმც ერთეულ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიუანება. ალერგიული რეაქცია მოსალოდნელია თუ აღინიშნება რომელიმე კომპონენტის მიომართ შეუთავსებლობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გევისკონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გევისკონის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გევისკონ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გევისკონ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გასტროლიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გასტროლიტის გვერდითი მოვლენებია: შემოთავაზებული დოზებით მიღებისას არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გასტროკინდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გასტროკინდის გვერდითი მოვლენებია: არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გასტრიოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გასტრიო გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, აბდომინალური ტკივილი, ანორექსია, პირის სიმშრალე, ლითონისებრი გემო პირში, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მიკროორგანიზმების მეორადი მდგრადობის განვითარება, თრომბოციტოპენია,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები