Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ზამიკანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზამიკანის 500მგ იმ/ივ გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა – ოტოტოქსიურობა, ნეფტოტოქსიურობა და ნერვკუნთოვანი ბლოკადა დამახასიათებელია ყველა ამინოგლიკოზიდისთვის. ეს გვერდითი რეაქციები უპირატესად აღენიშნებათ ავადმყოფებს თირკმლის ფუნქციის დარღვევით,   პაციენტებს, რომლებიც იღებენ სხვა ნეფტოტოქსიურ და ოტოტოქსიურ პრეპარატებს და ამინოგლიკოზიდების მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას. ნეიროტოქსიურობა – ოტოტოქსიურობა: ქალატვინის VΙΙ წყვილ ნერვზე ტოქსიურმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება და ვესტიბულური დარღვევები. სმენის დაქვეითების კლინიკურ გამოვლენამდე აღინიშნება მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის დაკარგვა. ნეიროტოქსიურობა, ნერვკუნთოვანი ბლოკადა: იშვიათად ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღევა და აპნოე. ნეფტოტოქსიურობა: შესაძლოა პლაზმის კრეატინინის მატება, ალბუმინურია, ერითროციტურია, ლეიკოციტურია და ცილინდრურია, აზოტემია და ოლიგურია. მკურნაკობის დამთავრების შემდეგ თირკმლის ფუნქცია, ჩვეულებრივ, აღდგება. მოულოდნელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზალაინის კრემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზალაინი® კრემის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა როგორც ჯანმრთელ კანზე, ასევე დაზიანებულ კანზე დატანებისას. პრეპარატის წასმის ადგილზე შესაძლებელია განვითარდეს სწრაფი შექცევადი ერითემატოზული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზადორინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზადორინის გვერდითი მოვლენებია:  ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ალერგიული რეაქციები, მაკოლუპაპულოზური და ერითემატოზური გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ზადაქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზადაქსინის გვერდითი მოვლენებია: ZADAXIN – I ადვილად ასატანია. კლინიკური კვლევაში, სადაც ჩართული იყო დაახლოვებით 2000 ინდივიდი, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება სჭირდათ და განთავსებულნი იყვნენ სხვადასხვა ასაკის ჯგუფებში, არავითარი არასასურველი შედეგი არ გამოვლინდა თიმოსინ ალფას მოხმარებისას (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).  არასასურველი შედეგი იშვიათ და რბილ ფორმებში გამოიხატა, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო აცრის ადგილის დისკომპორტით და ერითემის იშვიათი გამონაკლისით, ხანმოკლე კუნთების ატროფია, პოლიართრალგია ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვფენდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვფენდის გვერდითი მოვლენებია:  ყველაზე ხშირად ვლინდება მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ცხელება, გამონაყარი კანზე, პირღებინება, დიარეა თავის ტკივილი, სეფსისი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მუცლის არეში, რესპირატორული დაავადება; პრეპარატის მიღების შეწყვეტის ძირითადი მიზეზი იყო ღვიძლის ენზიმების მომატებული დონე,გამონაყარი კანზე და მხედველობის დარღვევა. ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აუცილებელია პერიოდული ლაბორატორიული კონტროლი ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის მიზნით. შესაძლებელია დერმატოლოგიური რეაქციების განვითარება (მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომის). ვფენდის მკურნალობის დროს აგრეთვე აღნიშნული იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვდნენ შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას, რაც შეადგენს ყველა გვერდით მოვლენების შემთხვევების 1%-ს. მათ შორის: მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ფოტოფობია, სისხლჩაქცევები თვალში. საერთო ხასიათის: ცხელება, შემცივნება, ტკივილი მუცლის და გულმკერდის არეში. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ ტაქიკარდია, ჰიპეტენზია, ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია. გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: პირღებინება, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების ლაბორატორიული ანალიზების მხრივ გადახრა, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე, პირის სიმშრალე. სისხლის სურათის მხრივ: თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია. მეტაბოლური დაღრვევები: ტუტოვანი ფოსფატაზას, ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის გაზრდა, ჰიპოკალიემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპომაგნიემია, ბილირუბინემია. ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინაციები, თავბრუ. კანის მხრივ: გამონაყარი, პრურიტუსი, მაკულოპაპულური გამონაყარი. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღევა, თირკმელების მწვავე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვურდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვურდონის გვერდითი მოვლენებია:  გასტროინტესტინური სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ა.შ.), იშვიათად აღინიშნება: გასტროინტესტინური ჰემორაგია, კუჭის წყლული და მისი პერფორაცია, ჰემორაგიული კოლიტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია), გაღიზიანება. კანის მხრივ: კანზე გამონაყარი, იშვიათად ურტიკარია, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიური რეაქციები. თირკმელების მხრივ: თირკმელების უკმარისობა, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი. ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზია ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია. სხვა სისტემების მხრივ: შეშუპება (ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზია), უფრო იშვიათად აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზი, ტაქიკარდია, ჰიპერჰიდროზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვომილ-სტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვომილ-სტოპის გვერდითი მოვლენებია:  არ გამოვლენილა არანაირი გვერდითი მოვლენები შესაბამისი დოზის მიღებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვოლუვენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვოლუვენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ჰიდროქსიეთილსახემებლის გამოყენებისას იშვიათ შემთხვევაში შიძლება აღინიშნოს სხვადასხვა სიმძიმის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. აუტანლობის რექციების განვითარების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების გატარება. ჰიდროქსიეთილსახამებლის შეყვანის დროს შიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში ამილაზას დონის მომატება, რამაც შეიძლება შეაფერხოს პანკრეატიტის დიაგნოსტიკა. ჰიდროქსიეთილსახამებლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ცნობილი გვერდითი ეფექტს წარმოადგენს კანის ქავილი. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დილუციის ეფექტი, რომელიც ვლინდება ჰემატოკრიტის შემცირებით, აგრეთვე პლაზმის პროტეინებისა და კოპაგულაციის ფაქტორების დაქვეითებით, ამასთან დაკავშირებით, ინფუზიის პერიოდში შეიძლება შემცირეს ვილებრანდის VII ფაქტორის აქტიობა. შეიძლება აღინიშნოს სისხლდენის დროისა და სისხლის შედედების სხვა მაჩვენებლების მომატება, თუმცა ამგვარი ცვლილებები მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებია იმ ცვლილებებთან შედარებით, რომლებიც ვლინდება წინა თაობების ჰიდროქსიეთილსახამებლის ინფუზიის და მათი საწყის დონემდე აღდგენა შეინიშნება პრეპარატის ინფუზირების შეწყვეტიდან 6 სთ–ის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვოლტარენ® რაპიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვოლტარენ® რაპიდის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური გამოკვლევებიდან და/ან ნებაყოფლობითი ან ლიტერატურული მონაცემებიდან წარმოდგენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (“MedDRA”) სისტემურ-ორგანული კლასის შესაბამისად. გვერდითი მოვლენები: თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში მოყვანილია წარმოქმნის სიხშირის გათვალისწინებით, სადაც უმეტესად ხშირი გვერდითი მოვლენები: წარმოდგენილია პირველ რიგში. გვერდითი მოვლენები: თითოეულ სიხშირულ ჯგუფში მოყვანილია გვერდითი მოქმედების სიმძიმის კლებადობის წესით. გარდა ამისა, გვერდითი მოქმედების შესაბამისი სიხშირული კატეგორია შედგენილია შემდეგი კლასიფიკაციის («CIOMS III») შესაბამისად: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (≥1/100-დან – <1/10-მდე); არც ისე ხშირად (≥1/1000-დან<1/100); იშვიათად (≥ 1/10.000-დან – <1/1.000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10.000).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვობილონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვობილონის გვერდითი მოვლენებია: ვობილონი კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები: ვითარდება იშვიათად. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.  სხვა: სისხლის შედედების უნარის დაქვეითება (ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები