Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით იუმექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იუმექსის გვერდითი მოვლენებია:  იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი გამოყენებულია როგორც მონოთერაპიული საშუალება, მას ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე; ძილის მსუბუქი ფორმით დარღვევა, რომელიც ადვილად ქრება. ასევე იშვიათად აღინიშნება ოფთალმოლოგიური გვერდითი მოვლენები (მაგ. მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იუვიტის წვეთებს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იუვიტი წვეთების გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის მიღებისას დოზით 1გ დღეში აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა და დიარეა; საშარდე სისტემის მხრივ: მატულობს ოქსალატური, ცისტინური და ურატული კონკრემენტების ფორმირება თირკმელებში. პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტით საჭიროა სისხლის ანალიზის კონტროლი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს მცირდება ტოლერანტობა ვიტამინ ჩ-ს მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იტრაციმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იტრაციმის გვერდითი მოვლენებია: იტრაციმის  მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: იტრაციმის მიღებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გევრდითი ეფექტები: ზოგადი: თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მონელების დარღვევა, მეტეორიზმი კანის გამონაყარი.  არაზოგადი: ზემგრძნობელობის რეაქციები, თავბრუსხვევა, ჩხვლეტები, ღებინება, შეკრულობა, გემოვნების დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება. ბილირუბინემია (სიმპტომები: გამოფიტვა, ქავილი, სიყვითლე),, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე და შეშუპება.  იშვიათი; სისხლის ანალიზის ცვლილება, მგრძნობელობის დაქვეითება, მხედველობითი დარღვევები, შუილი ყურებში, სუნთქვის შენელება, პანკრეასის ანთება, შარდვის დისკომფორტი, პოლაკიურია ცარიელი სარდის ბუშტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან გახანგრძლივება და ცხელება.  კერძო შემთხვევებში აღწერილია მტკივნეული კანქვეშა, კანისა და ლორწოვანის შემსივნებები, რომლებიც გრძელდებიან რამდენიმე დღე,ლიმფური კვანძების შესიება, კალიუმის შემცირება და ლიპიდების მომატება სისხლში, პერიფერიული ნეიროპათია (კიდურების გაბუჟება, ჩხვლეტები და წვის შეგრძნება), მხედველობის დაბინდვა ანდ გაორება, თმის დროებითი ან მუდმივი ცვენა, გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, სიყვითლე, ღვიძლის დისფუნქცია, ღვიძლის მწვავე ტოქსიკოზი (ღვიძლის უკმარისობისა და ფატალური შედეგის ჩათვლით), ზემგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ,  სერიოზული კანის რეაქციები, ასევე კუნთების სისუსტე, კუნთების ტკივილი, უნებლიე შარდვა და ერექტილური დისფუნქცია.  იტრაციმზე ზემგრძნობელობა ძირითადად გამოვლინდება როგორც გამონაყარი კანზე (შეწითლება, ქავილი, ჭინჭრის ციება) სუნთქვის შენელება, სუნთქვის გაძნელება და/ან სახის შეშუპება.  მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შეამჩნევთ სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს, ზემგრძნობელობას მზის შუქზე, ჩხვლეტებს კიდურებში და სერიოზულ კანის რეაქციებს. უკანასკნელი მოიცავს განსაკუთრებით კანისა ან ლორწოვანი გარსების ბუშტუკებს (მაგ. პირში, თვალზე და გენიტალიებძე), მცირე ჩირქოვან ან დიდი ზომის ბუშტუკებს, რომლებიც მთავრდებიან კანის აქერცვლით. Aმ შემთხვევებში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.  მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შეამჩნებთ სუნთვის პრობლემებს (სუნთქვის შენელებას), თუ მოულოდნელად იმატებს წონაში, გიშუპდებათ ფეხები, გრძნობთ უჩვეულო დაღლილობას, ან მოულოდნელად და უეცრად იღვიძებთ ღამ-ღამობით, რადგან ესენი შეიძლება იყოს გულის უკმარისობის პირველი ნიშნები.  ღვიძლის ფუნქციების დარღვევამ, თუმცა ძალზე იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, პირღებინება, მოულოდნელი ძლიერი დაღლილობა, მუცლის ტკივილი, სიყვითლე, მუქი შარდი, განავლის გაფერმკრთალება. ამ შემთხვევებში თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს, რადგან ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე.  მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ მხედველობის დარღვევებს (დაბინდვა ან გაორება) ან ყურებში შუილს, ან შარდვაზე კონტროლის დაკარგვას (შარდვის შეუკავებლობა) ან გახშირებულ შარდვას.  თუ გაქვთ თმის ცვენა არ მიიღოთ იტრაციმი და მიმართეთ ექიმს   თუ თქვენ გაგიჩნდებათ ნებისმიერი სხვა ნიშნები ან დაავადება, რომელიც შეიძლება დაგავშირებული იყოს იტრაციმის მიღებასთან, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან  ფარმაცევტს დაუყოვნებლივ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იტრანოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იტრანოლის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა. იშვიათად – თავის ტკივილი, ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავბრუსხვევა. ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება). ზოგჯერ – პერიფერიული ნეიროპათია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ცალკეულ შემთხვევებში – გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. პრეპარატის განუწყვეტლივ და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში (თვე და მეტი),შესაძლებელია ჰიპერკალიემია, ალოპეცია, ჰეპატიტი, ცალკეულ შემთხვევებში – ლეტალური გამოსავალით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იტასპორი ავერსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იტასპორი ავერსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შესაძლოა განვითარდეს ანორექსია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შექცევადი მომატება, იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი;  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პერიფერიული ნევროპათია; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; სხვა: ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა მენსტრუალური ციკლის მოშლა, ალოპეცია, ჰიპოკალემია, გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ისოზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ისოზიდის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – განსაკუთრებული დაღლილობა ან სისუსტე, გაღიზიანებულობა, ეიფორია, უძილობა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, პერიფერიული ნევროპათია, მხედველობის ნერვის ნევრიტი, პოლინევრიტი, ფსიქოზი, განწყობის ცვლილება, დეპრესია. ეპილეფსიან ავადმყოფებს შეიძლება გაუხშირდეთ გულყრები. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია, არტერიული წნევის მომატება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ტოქსიკური ჰეპატიტი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერთერმია, ართრალგია. ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილის გაღიზიანება. სხვა: ძალიან იშვიათდ გინეკომასტია, მენორაგია, მიდრეკილება სისხლიდენისა და სისხლჩაქცევებისკენ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მონო მაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მონო მაკის გვერდითი მოვლენებია:  – თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება გაქრეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. – წამლის პირველ მიღებას შეიძლება თან ახლდეს ჰიპოტენზია, ორთოსტატული კომპენსატორული ტაქიკარდია, ძილიანობა, სისუსტე. –  იშვიათად ვითარდება გულისრევა, ღებინება, ალერგია, სიწითლე. – იშვიათად კოლაპტოიდური მდგომარეობა ბრადიარითმიით და გულის წასვლით. – აღწერილია ექსფოლიატური დერმატიტი. – შესაძლებელია შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარება, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტერვალის დაცვა მიღებებს შორის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ისმიჟენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ისმიჟენის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, დიარეა. სხვადასხვა: სხეულის ტემპერატურის მატება, კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ისლა მოოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ისლა მოოსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ისლა მინტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ისლა მინტის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. ძალიან იშვიათად პრეპარატს შესაძლოა ჰქონდეს საფაღარათო მოქმედება იმის გამო, რომ იგი შეიცავს სორბიტს. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები