Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ესონექსთი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ესონექსთი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით (ხშირი>1/100, <1/10; არახშირი > 1/1000, <1/100; იშვიათი >1/10000, <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10000). ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, ღებინება. არახშირი: პერიფერული შეშუპება; თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა; ვერტიგო; პირის სიმშრალე, უძილობა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, დერმატიტი, პრურიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; ალერგიული რეაქციები: მაგ ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია (შოკის ჩათვლით); ჰიპონატრიემია; აჟიტაცია, დაბნეულობა, დეპრესია; გემოვნების დარღვევა; მხედველობის დარღვევა ყურის და ლაბირინთის დარღვევები; ბრონქოსპაზმი; კუჭ-ნაწლავის დარღვევები; სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი; ჰეპატობილიარული დარღვევები; ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე; ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა; ართრალგია, მიალგია; სისუსტე, ოფლიანობა. ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; აგრესია, ჰალუცინაციები; ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია  ადრე არსებული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში; ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN); კუნთების სისუსტე; ინტერსტიციული ნეფრიტი; გინეკომასტია. უკუჩვენებები ეზომეპრაზოლის, ჩანაცვლებითი ბენზიმიდაზოლების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ლაქტაცია. არ გამოიყენება ატანაზავირთან და ნელფინავირთან ერთად.  ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ეზომეპრაზოლის ზემოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე. პრეპარატები pH-ზე დამოკიდებული აბსორბციით.   ესომეპრაზოლით მკურნალობის დროს შემცირებულმა კუჭის მჟავიანობამ, შესაძლებელია შეცვალოს სხვა პრეპარატების აბსორბცია, თუ ის დამოკიდებულია pH-ზე. სხვა ანტაციდების მსგავსად, ესომეპრაზოლმა შესაძლებელია შეამციროს კეტოკონაზოლის და იტრაკონაზოლის აბსორბცია. ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს ზოგიერთ პროტეაზას ინჰიბიტორთან, მაგრამ ამ ურთიერთობის კლინიკური მნიშვნელობა და მექანიზმი უცნობია. ომეპრაზოლით მკურნალობის დროს კუჭის მომატებულმა pH – მა შესაძლებელია შეცვალოს პროტეაზას ინჰიბიტორების აბსორბცია. სხვა შესაძლო ურთიერთქმედების მექანიზმები დამოკიდებულია  CYP2C19-ს დათრგუნვასთან. ომეპრაზოლის (40მგ დღეში ერთხელ) მიღება ატაზანავირთან 300მგ/რიტონავირთან 100მგ ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში, იწვევდა ატაზანავირის ექსპოზიციის მნიშვნელოვან შემცირებას (AUC, Cmax და Cmin დაახლოებით 75%-ით შემცირდა). ომეპრაზოლის (20მგ დღეში) ატაზანავირთან 400მგ/რიტონავირთან 100მგ მიღებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, იწვევდა ატაზანავირის ექსპოზიციის შემცირებას 30%-ით მხოლოდ ატაზანავირთან/რიტონავირთან მიღებასთან შედარებით. ომეპრაზოლთან (40მგ დღეში) ერთდროული მიღებისას მცირდებოდა ნელფინავირის AUC, Cmax, Cmin 36-39%, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის M8-ს AUC, Cmax, Cmin  მცირდებოდა 75-92%-ით. საქუინავირის (რიტონავირთან ერთად) მომატებული შრატისმიერი კონცენტრაცია (80-100%) შეინიშნებოდა ომეპრაზოლთან ერთად მიღებისას (40მგ დღეში). ომეპრაზოლის 20მგ დღეში მიღებას არ ჰქონია ზემოქმედება დარუნავირის (რიტონავირთან ერთად) და ამპრენავირის (რიტონავირთან ერთად) ექსპოზიციაზე. ომეპრაზოლი 40მგ დღეში მკურნალობისას არ ჰქონია ეფექტი ლოპინავირის ექსპოზიციაზე (რიტონავირთან ერთად). ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის ერთმანეთის მსგავსი ფარმაკოდინამიკური ეფექტების და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, არ არის რეკომენდებული ეზომეპრაზოლის ატაზანავირთან ერთად გამოყენება, ხოლო ნელფინავირთან  კომბინაცია უკუნაჩვენებია. პრეპარატები CYP2C19 – ზე დამოკიდებული მეტაბოლიზმით ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითად ფერმენტს. ეზომეპრაზოლთან ერთდროული გამოყენებისას, CYP2C19 – ზე დამოკიდებული მეტაბოლიზმის მქონე პრეპარატების (დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, ქლომიპრამინი, ფენიტოინი და ა.შ) პლაზმური კონცენტრაციები შეიძლება გაიზარდოს და საჭირო გახდეს მათი დოზის შემცირება.  40მგ დოზით ეზომეპრაზოლის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვარფარინით, კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ კოაგულაციის დრო მერყეობს დასაშვებ დიაპაზონში. თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეინიშნებოდა  INR-ის  მომატება  კომბინირებული თერაპიისას. ვარფარინთან ან სხვა კუმარინწარმოებულებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. ეზომეპრაზოლს არ გამოუვლენია ამოქსიცილინის ან ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. ასევე არ ახასიათებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაპროქსენთან ან როფეკოქსიბთან. სხვა პრეპარატების ზემოქმედება ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4  ფერმენტებით. ეზომეპრაზოლის და CYP3A4 ინჰიბიტორებთან, კლარითრომიცინთან (დღიური დოზით 1000 მგ) ერთდროული  გამოყენება იწვევს ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის გაორმაგებას (AUC). CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი ვორიკონაზოლი ზრდის ომეპრაზოლის AUC-ს 280%-ით. ორსულობა და ლაქტაცია  ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. უცნობია ეზომეპრაზოლი გადადის თუ არა დედის რძეში. ეზომეპრაზოლის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია. განსაკუთრებული მითითებები საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (მაგ. წონის მნიშვნელოვანი კლება, ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზისი ან მელენა) და კუჭის წყლულის არსებობის დროს  უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა, რადგან ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოსტირება. ხანგრლივი მკურნალობის დროს (განსაკუთრებით 1 წელზე მეტ ხანს) პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტები, რომელების იღებენ პრეპარატს სიმპტომურად, უნდა დაუკავშირდნენ ექიმს სიმპტომების ხასიათის ცვლილების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გავლენის გათვალისწინება ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაციების ცვალებადობის გამო. ეზომეპრაზოლის დანიშვნისას Helicobacter pylori-სთან დაკავშირებული წყლულოვანი დაავადების კომბინირებული  მკურნალობისას უნდა მოხდეს სამივე კომპონენტის ურთიერთქემდების გათვალისწინება. კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4-ის პოტენციურ ინჰიბიტორს და ამიტომ, უნდა მოხდეს კლარითრომიცინის უკუჩვენებების და ურთიერთქმედებების გათვალისწინება სამმაგი თერაპიის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 – ით მეტაბოლიზირებად სხვა პრეპარატებს (მაგ, ცისაპრიდი). პრეპარტი შეიცავს საქაროზას და არ გამოიყენება  იშვიათი მემკვიდრეობითი  ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტებში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს Salmonella და  Campylobacter – ით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კერნოსანი “ნერვენგაისტი” ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კერნოსანი “ნერვენგაისტი” – ის  გვერდითი მოვლენებია: : არ არის ცნობილი;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კუპლატონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კუპლატონის გვერდითი მოვლენებია: დიმეთიკონის გამოყენებისას ძალიან იშვიათად გამოვლინდა ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის: გამონაყარი და ჭინჭრის ციება. ასევე ძალიან იშვიათად გამოვლინდა ისეთი სიმპტომები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიც არის: მუცლის შებერვა და ტკივილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონტრაკტუბექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონტრაკტუბექსის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად – ადგილობრივი კანის მხრივ რეაქცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დარსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დარსილის გვერდითი მოვლენებია:  ზოგიერთ შემთხვევებში ფაღარათი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვინკაბრალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინკაბრალის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია;  გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს. იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვისკენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვისკენის გვერდითი მოვლენებია:  ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, ალერგიული რეაქციები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება ძილის დარღვევა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღებინება. გვერდითი მოვლენები ძირითადად სუსტად არის გამოხატული და არ საჭიროებს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ემკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ემკორის გვერდითი მოვლენებია:  თერაპიული კურსის დასაწყისში შესაძლოა დროებით გამოიხატოს დარღვევები: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ფსიქიკური დარღვევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰოპოტენზია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა, კიდურებში სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები, რეინოს სინდრომის დროს გარდამავალი კოჭლობისა და ძირითადი კლინიკური სიმპტომების გაღრმავება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა; მხედველობის ორგანოების მხრივ: ცრემლის გამომუშავების შემცირება, კონიუნქტივიტი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; ერთეულ შემთხვევაში: კანის სიწითლე და ქავილი, ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის შემცირება, ალერგიული რეაქციები; ფსორიაზის გამოვლინებების გაძლიერება, ფსორიაზის მსგავსი გამონაყრის არსებობა. წინასწარგანწყობილ პაციენტებში შესაძლებელია ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოგნივერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოგნივერის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა მედიკამენტის მსგავსად, კოგნივერიც იწვევს გვერდით ეფექტებს, განსაკუთრებით მის მიმართ მომატებული მგრძნობელბის მქონე პაციენტებში. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოგნივერის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: • ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების ან განსაკუთრებით პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას და ყლაპვას. ჩამოთვლილი მოვლენები სერიოზულ ხასიათს ატარებენ. სერიოზული გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. გვერდითი მოვლენები: იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ძალიან ხშირი: (≥1/10) ხშირი: (≥1/100 – <1/10) ნაკლებად ხშირი: (≥1/1000 – <1/100) იშვიათი: (≥1/10000 – <1/1000) ძალიან იშვიათი: (<1/10000) უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე უცნობია უცნობი • გულისრევა • პირის სიმშრალე • თავის ტკივილი • თავბრუსხვევა ისეთი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაგინორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაგინორმის გვერდითი მოვლენებია: : პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. ძალიან იშვიათად (<1/10000) – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. იშვიათად (<1/100, > 1/1000 შემთხვევა) შესაძლებელია საშოში წვის შეგრძნება ან ქავილი, ლორწოვანიგამონადენის მომატება, ჰიპერემია, ვულვის შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები