Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით კარმეტადინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარმეტადინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება პრეპარატი კარგად აიტანება, ზოგჯერ შესაძლებელია უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენა: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა. კანის საფარველის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოპეგიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოპეგიტის გვერდითი მოვლენებია:  ცნს-ის მხრივ: სედაცია, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა. მაღალი დოზის შემთხვევაში: პარკინსონიზმი, ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ჰემატოლოგიური დარღვევები (კუმბსის დადებითი ტესტი, ჰემოლიზური ანემია), ღვიძლის უკმარისობა, იმპოტენცია, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოფიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოფიტის გვერდითი მოვლენებია: საკვერცხეები და ენდოკრინული სტატუსი: საკვერცხის დროებითი გადიდება, რომელსაც თან ახლავს დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში, სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა, სახის “წამოხურება”. მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დროებითი დარღვევა გაბუნდოვნების სახით. ღვიძლის მხრივ: ბრომსულფალეინის გამოყოფის შემცირება. დერმატოლოგიური რეაქციები: ალერგიული დერმატიტის სხვა: დისპეფსია, თავის ტკივილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქსი-დენკი 100-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსი-დენკი 100-ის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიც არის გულისრევა, სიმძიმე კუჭში, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება, აირების დაგროვება, ცხიმიანი განავალი და ფაღარათი ხშირად ვლინდება დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას. პრეპარატის მიღებამ საკვებთან ერთად შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ეს მცირედ მოქმედებს შეწოვის სიჩქარეზე. ქვემოთმოყვანილი გვერდითი მოვლენები: ვლინდება არახშირად: სტომატიტი, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება და ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა შავი თმიანი ენის შემთხვევები. მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში ძლიერი და უწყვეტი ფაღარათის განვითარების შემთხვევაში სავარაუდოა ფსევდომემბრანული კოლიტის არსებობა (რაც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია Clostridium difficile-ით). ანტიბიოტიკების მკურნალობით გამოწვეული ნაწლავური დაავადების განვითარება შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს დაუყოვნებელი და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას (იხ. დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ზომები). ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ინტრაკრანეალური წნევის მომატება (pseudotumour cerebri). აღნიშნული მდგომარეობა დარეგულირდა მკურნალობის დამთავრების შემდეგ. იგი ვლინდება თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით და შესაძლოა მხედველობის დარღვევით, რაც გამოწვეულია პაპილოედემით (მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება სითხის დაგროვების გამო. კანის და კანის დანამატების მხრივ: დოქსიციკლინით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები არახშირია (აგრეთვე იხ. ნაწილი ალერგიული რეაქციები). მზის სხივის მოხვედრა კანზე შეიძლება გამოიწვიოს ფოტოტოქსიკური რეაქცია სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობის გამო, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს მზით დამწვრობას (მაგ. სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკების გაჩენა და ფერის შეცვლა). იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს ფრჩხილების დაზიანებაც (ფრჩხილის მოშორება ან ან ფერის შეცვლა). დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს პაციენტს აფრთხილებენ არ მიიღოს მზის და არ მიმართოს სოლარიუმს. სისხლი და სისხლის უჯრედები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ცვლილებები სისხლის მხრივ, რაც ნორმას უბრუნდება მკურნალობის დამთავრების შემდეგ: თრომბოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია და ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება (ლეიკოციტოპენია, ლიმფოციტოპენია და ლეიკოციტოზი), ასევე შესაძლებელია სისხლის სხვა უჯრედების ცვლილებები (ატიპიური ლიმფოციტები და გრანულოციტების ტოქსიკური გრანულაციები) და ლიმფური კვანძების დაავადება (ლიმფადენოპათია) ღვიძლი და პანკრეასი: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანება და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ორსულობის დროს ტეტრაციკლინის მიღებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი. თირკმელი: ტეტრაციკლინმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება (ნეფროტოქსიკურობა) ან არსებული თირკმლის დისფუნქციის გაუარესება (რაც ვლინდება სისხლის კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატებით). იშვიათ შემთხვევებში დოქსიციკლინის მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს თირკმლის დაზიანებას, მაგალითად ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე დაზიანება და შარდვის სრული შეწყვეტა (ანურია). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ალერგიული რეაქციები) არახშირად ვლინდება დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას. ეს მოიცავს კანის რეაქციებს, ქავილით ან მის გარეშე, ადგილობრივი ან გენერალიზებული გამონაყარი (ეგზანთემა), სიწითლე (ერითემა), ჭინჭრის ციება ბუშტუკების გაჩენით (ურტიკარია), მულტიფორმული ექსუდატიური ერითემა, კანის, ლორწოვანის და სახსრების გარდამავალი ლოკალური შეშუპება (ანგიოედემა), ასთმა, გამონაყარი სასქესო ორგანოების და სხეულის სხვა მიდამოებში და შრატისმაგვარი რეაქციები, რაც მიმდინარეობს ცხელებით, თავის ტკივილით და სახსრების ტკივილით. იშვიათ შემთხვევებში დოქსიციკლინის მკურნალობისას გამოვლინდა კანის ძლიერი რეაქციები სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, მაგალითად ექსფოლიაციური დერმატიტი და ლიელის სინდრომი. თუ პაციენტი მგრძნობიარეა დოქსი-დენკ 100-ის მიმართ, მან არასოდეს არ უნდა მიიღოს ტეტრაციკლინი (სრული ჯვარედინი ალერგიული რეაქცია). იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის უეცარი დაწყება. ეს შეიძლება გამოვლინდეს სახის შეშუპებით, ენის შეშუპებით, ხორხის შიდა ნაწილის შეშუპებით და სასუნთქი გზების შევიწროვებით, ტაქიკარდიით და გაძნელებული სუნთქვით, არტერიული წნევის შემცირებით, ცირკულაციური კოლაფსით და გულის გაჩერებით. ნებისმიერი ასეთი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა, რადგან ეს შეიძლება წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას (იხ. დოზის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ზომები). სხვა რეაქციები: დოქსი-დენკ 100-ის მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები (კანდიდა), განსაკუთრებით ეს ეხება გენიტალურ სისტემას, პირის ღრუს და ნაწლავების ლორწოვანს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს პირ-ხახის ლორწოვანის ანთებას (გლოსიტი, სტომატიტი). გარეთა სასქესო ორგანოების მწვავე ანთება ქალებში და კაცებში (ვულოვაგინიტი, ასევე ანალური რეგიონის ქავილი).  8 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობამ შეიძლება პერმანენტულად გამოიწვიოს კბილების ფერის შეცვლა და ემალის დაზიანება, ასევე ძვლის ზრდის დროებითი შეფერხება, თუმცა ესენი არახშირი მოვლენებია. ასევე გამოვლინდა კოაგულაციური დეფექტები და სისხლი შარდში (ჰემატურია), თუმცა ეს მოვლენა არახშირია. დოქსიციკლინის მიღებისას ასევე გამოვლინდა პარესთეზია, გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია), კუნთების ტკივილი (მიალგია), სახსრების ტკივილი (ართრალგია), მოუსვენრობა და აგზნებადობა. დოქსიციკლინის მიღებისას გულყრების შემთხვევები ძალიან იშვიათია. გამოვლინდა ეპილეფსიური შეტევების 1 შემთხვევა დოქსიციკლინის მიღების შემდეგ. აღნიშნული გვერდითი მოვლენა რამდენჯერმე გამოვლინდა დოქსიციკლინის ინტრავენური მიღებისას. ყნოსვის და გემოვნების დარღვევა ან დაკარგვა გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში. ისინი შექცევადნი იყვნენ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში და ისიც ნაწილობრივ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორონორმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორონორმის გვერდითი მოვლენებია: არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორნისიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორნისიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორული-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოფთან თიმოლოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოფთან თიმოლოლის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, წვა და ქავილი თვალებში, ცრემლდენა, რქოვანას ეპითელიუმის შეშუპება, წერტილოვანი ზედაპირული კერატოპათია, რქოვანას ჰიპოსთეზია, „მშრალი თვალის“ სინდრომი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი და კერატიტი. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პტოზის და იშვიათად – დიპლოპიის განვითარება. მაფისტულიზირებელი (გამჭოლი) ანტიგლაუკომატოზური ოპერაციების ჩატარებისას შესაძლებელია სისხლძარღოვანი გარსის ჩამოცლა პოსტოპერაციულ პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოაქსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოაქსილის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: აღინიშნება ტკივილები ეპიგასტრიუმსა და მუცლის არეში, პირის ღრუს სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი. ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ასთენია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის წასვლა, ტრემორი, სიცხის შეგრძნება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, მკერდის არეში ტკივილები. სასუნთქი სისტემების მხრივ: სუნთქვის გაძნელება. სხვადასხვა: კუნთების ტკივილი, წელის არეში ტკივილის შეგრძნება. ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენები წარმოიშობა იშვიათად და სწრაფად ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანტოპრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტოპრას გვერდითი მოვლენებია: პანტოპრაზოლის ინტრავენური გამოყენებისას, ჩვენებების შესაბამისად და რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით, გვერდით მოვლენებს იშვიათად აქვს ადგილი. შედარებით ტიპური გვერდითი მოვლენები: ა (დაფიქსირდა პაციენტების 1%-ზე მეტში): ზოგადი: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, რეაქციები შეყვანის ადგილზე (თრომბოფლებიტის ჩათვლით); საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა; სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტები. ძალიან იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები: ქავილი, რეაქციები კანზე, ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვენო-რიცს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენო-რიცის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები