Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ვაცენაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაცენაკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ვაცენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყოველთვის. გვერდითი ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი – 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში ხშირი – 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში ნაკლებად ხშირი – 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში იშვიათი – 10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში ძალიან იშვიათი ყოველი 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანემია ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ნაკლებობა). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ალერგია, მწვავე რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი. დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება). ფსიქიური დარღვევები: ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: დეპრესია, ანომალური სიზმრები, უძილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება), ძილიანობა, თავის ტკივილი, დისგეზია (გემოს შეგრძნების ცვლილება), ტრემორი. დარღვევები მხედველობის მხრივ: იშვიათი: მხედველობის დარღვევა. დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ: ძალიან იშვიათი: ვერტიგო.  დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, სიწითლე, სახეში სისხლის მოწოლა, პერიფერული შეშუპება (კოჭების, ფეხებისა და ტერფების შეშუპება). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას შეშუპება აღინიშნება გულის უკმარისობის და/ან არტერიული ჰიპერტ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დურამოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დურამოქსის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროტამინის სულფატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტამინის სულფატის გვერდითი მოვლენებია:  ♦ ვენაში სწრაფი ინექცია იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, ბრადიკარდიას, სიცხის  შეგრძნებას, კანის ჰიპერემიას. ურტიკარია და სხვა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გვხვდება ძალიან იშვიათად. ♦ შესაძლებელია პროტამინის მიმართ ანაფილაქსიური რეაქცია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით და იყენებდნენ პროტამინ-ცინკ ინსულინს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეკარცინ D6 სანთლები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეკარცინ D6 სანთლები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ზოგადად, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს შეზელვის ადგილის სიწითლე, რომელიც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება. ასეთ შემთხვევაში Recarcin-ით მკურნალობა უნდა დროებით შეჩერდეს და გაგრძელდეს სიმპტომურად. უკუჩვენებები ცხელება ან დასუსტებული მდგომარეობა. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს მედიკამენტი არ ინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კუზიკრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კუზიკრომის გვერდითი მოვლენებია:  შეიძლება განვითარდეს თვალების წვა და გაღიზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როფერონი-A-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როფერონი-A-ს გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ მოყვანილ გვერდით მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ წინა მკურნალობის მიმართ ან იმყოფებოდნენ  დაავადების ბოლო სტადიაში, ასევე ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტი B-თი და ქრონიკული ჰეპატიტი ჩ-თი. იხილეთ აგრეთვე `გვრედითი ეფექტები~ კოპეგუსის გამოყენების ინსტრუქციებში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეუთიროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეუთიროქსის გვერდითი მოვლენებია:  ეუთიროქსის სწორი მიღებისას, ექიმის კონტროლის ქვეშ გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეროლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეროლინის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატს როგორც წესი კარგად იტანენ. მკურნალობის დროს აღინიშნება: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ღებინება, მომატებული მადა, უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა. ბავშვებში ლორატადინი იწვევს მოუსვენრობას, ასთმური ტიპის სუნთქვას, დაღლილობას, ჰიპერკინეზს, მუცლის ტკივილს, კონიუნქტივიტს, დისფონიას და ადინამიას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დელაგილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დელაგილის გვერდითი მოვლენებია: კნტ-ის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა. ფსიქოზი, ეპილეფსიური კრუნჩხვები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მიოკარდიუმის დაზიანება ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამაზე, არტერიული წნევის დაქვეითება. გრძნობის ორგანოების მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას – რქოვანას შემღვრევა, ბადურას დაზიანება, მხედველობის დარღვევა და ხმაური ყურებში. ალერგიული რეაქციები: დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია. სხვა: მიალგია, ლეიკოპენია, კანისა და თმის ფერის შეცვლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პილოკარპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პილოკარპინის გვერდითი მოვლენებია: პილოკარპინის წვეთები კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: – ჩაწვეთების შემდეგ თვალის ხანმოკლე სიწითლე და წვა, მხედველობის დაბინდვა, სიბნელეში ადაპტაციის დარღვევა; – აკომოდაციის სპაზმი, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, მხედველობის სიმახვილის შემცირება შორ მანძილზე რამოდენიმე საათით, თავის ტკივილი, გაძლიერებული ცრემლდენა; – იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ბრონქოსპაზმი, ჰიპერსალივაცია, ბრადიკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები