Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ლაზოლვანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაზოლვანის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები; სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რინორეა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსიური შოკი); სხვა: ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მორაციზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მორაციზინის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლმიმოქცევის შემცირება, იშვიათად ვითარდება არითმოგენული მოქმედება. ცნს-ის და თვალის მხრივ: თავბრუსხვევა, თვალის აკომოდაციის დარღვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, გვერდითი მოვლენები: ს განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეტრა – ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეტრა – ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: დიოსმინის და ჰესპერიდინის მიღებასთან ასოცირებულ პოტენციურ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა და დიარეა. სერიოზული გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გართულება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ხელების ან სახის შეშუპება ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დექსტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსტის გვერდითი მოვლენებია:   დექსტის ხანმოკლე მიღებისას გვერდითი მოვლენები  ჩვეულებრივ არ აღინიშნება. სისტემური და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი იზრდება ხანგრძლივი  თერაპიის, დოზების და ინექციების სიხშირის გაზრდის დროს.  შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: ენდოკრინული სისტემის მხრივ: იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი  ან  ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, სექსუალური განვითარების შეფერხება ბავშვებში; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის სტეროიდული წყლული, შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, წყლულოვანი ეზოფაგიტი, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, სლოკინი, მადის მომატება ან დაქვეითება; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის  შეგუბებითი სინდრომით (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის სიმპტომები _ უფრო ხშირად ბავშვებში, დოზის სწრაფი შემცირებისას), კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარანოია, ეიფორია;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობის განვითარება, ჰიპოკალემიისთვის დამახასიათებელი ეკგ-ცვლილებები, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერკოაგულაცია, თრომბოზი. ავადმყოფებს მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმის  ინფარქტით აღენიშნებათ  ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირების შენელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის გაგლეჯა;  ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: ზრდის და გაძვალების  პროცესების შენელება ბავშვებში (ნაადრევი დახურვა ეპიფიზარული ზრდის ზონების), ოსტეოპოროზი (იშვიათად – ძვლების სპონტანური მოტეხილობები,  ბარძაყის და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი), მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია; მხედველობის სისტემის მხრივ: მხედველობის უეცარი დაკარგვა (თავის, კისრის, ცხვირის ნიჟარების არეში პრეპარატის პარენტერულად შეყვანისას, შესაძლებელია კრისტალების დალექვა თვალის  სისხლძარღვებში), გლაუკომა, კატარაქტა, თვალის მეორადი ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების განვითარება, რქოვანას ტროფიკული ცვლილებები, ეგზოფთალმი;  წყალ-ელექტროლიტული ბალანსის მხრივ: ნატრიუმის და სითხის შეკავება ორგანიზმში, ჰიპოკალემია, ჰიპოკალემიური ალკალოზი, ჰიპოკალცემია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის შედეგად), სხეულის მასის მომატება, მომატებული ოფლიანობა; ღვიძლის მხრივ: იშვიათად _ ღვიძლის ფერმენტების მომატება; კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შენელება, პეტექიები, ექხიმოზები, ჰიპო – და ჰიპერპიგმენტაცია, სტეროიდული აკნე, სტრიები, მიდრეკილება პიოდერმიების და კანდიდოზების განვითარებისკენ;  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი; სხვა: ინფექციების განვითარება და გამწვავება (განსაკუთრებით იმუნოდეპრესანტების, ვაქცინაციის და ანტიბიოტიკების ფონზე), მოხსნის სინდრომი, ლეიკოციტურია; ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, დაბუჟება, ტკივილი, ინექციის ადგილას ჰიპერემია, იშვიათად ხანგრძლივი გამოყენებისას (კუნთში შეყვანისას) შესაძლებელია განვითარდეს სტრიები, კანის და კანქვეშა უჯრედისის ატროფია; სახსარშიდა შეყვანისას: ტკივილის გაძლიერება სახსარში.   პრეპარატის ვენაში მაღალი დოზით სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს გენერალიზებული ანაფილაქსია _ სახის კანის ჰიპერემია, არარეგულარული პულსი, გამოხატული ტაქიკარდია, კრუნჩხვები.   იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლაკის გვერდითი მოვლენებია: სიხშირის კატეგორიების მიხედვით არასასურველი რეაქციები განაწილებულია შემდეგი კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000). ინფექციები და ინვაზიები ძალიან იშვიათი: აბსცესი შეყვანის ადგილას დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზური და აპლასტური), აგრანულოციტოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით). ფსიქიური დარღვევები ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქიური აშლილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი: პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან ძალიან იშვიათი: მხედველობის აშლილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დიპლოპია. დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრიდან ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის აშლილობები. დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირი*: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში.  დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი. დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ღებინება სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, გარღვევით ან მათ გარეშე). ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავი მილის დაავადებები, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავური სტრუქტურები, პანკრეატიტი. დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა. დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-გენოხის პურპურა, ქავილი. დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი. სისტემური დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას ხშირი: რეაქციები შეყვანის ადგილას, ტკივილი შეყვანის ადგილას, გამკვრივება შეყვანის ადგილას. იშვიათი: შეშუპება, ნეკროზი შეყვანის ადგილას. *სიხშირე ასახავს მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას (150 მგ/დღე-ღამე). არტერიული თრომბოზული მოვლენები დიკლოფენაკის მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი მკურნალობისას, უკავშირდება არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის მცირე გაზრდას (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვანკოვერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვანკოვერის გვერდითი მოვლენებია:  საყურადღებოა: ნაწლავური ინფექციებით დაავადებულთა სისხლში პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შესაძლოა აღინიშნოს პერორალური გამოყენების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია. აღნიშნულ შემთხვევებში მსგავსი გვერდითი მოვლენები პარენტერალურმა გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს. სამკურნალო საშუალებებს შესაძლოა თან ახლდეს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ აღიშნება. ვანკოვერი 500/1 გ გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაზოლექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაზოლექსის გვერდითი მოვლენებია: გელით დამუშავებულ კანის ზედაპირზე ადგილობრივად მოსალოდნელია – კანის სიმშრალე, იშვიათად ერითემა; აღნიშნული მოვლენები შექცევადია და სრულიად ქრება მკურნალობის შეწყვეტისთანავე. ჭინაკლინიკური გამოკვლევების მიხედვით პრეპარატით კანის დიდი ფართობის დამუშავებამ შეიძლება სისტემური რეაქციებიც გამოიწვიოს, კერძოდ გრანულოციტოზი ან გრანულოპენია და იშვიათად, ზოგადი მოდუნება. ექსპერიმენტში აღნიშნული სისტემური მოვლენები შექცევადი იყო და ქრებოდა პროცედურის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ კლინიკური გამოკვლევის პროცესში მსგავსი მოვლენები აღრიცხული არ ყოფილა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დარზოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დარზოქსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი; შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათად – პანკრეატიტი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზიები, თავის ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმია, გულისცემის აჩქარება.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰემორაგიული ვასკულიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია. სხვა: სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გართულება. ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპნია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვესელ დუე F-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვესელ დუე F-ის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თვალსაზრისით: პირღებინება, გულისრევა, ტკივილები ეპიგასტრიუმში. ალერგიული რეაქციები: სხვადასხვა ლოკალიზაციის გამონაყარი კანზე. სხვა: ტკივილი, წვა, ჰემატომა ინექციის ადგილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვენესცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენესცინის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის გამოყენებისას გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები ან ალერგიული რეაქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები