Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ამბროსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბროსანის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ურტიკარიის და ანგიონევროზული შეშუპების სახით აღენიშნებათ ავადმყოფთა არა უმეტეს 1%-ს. პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალიან დიდია, ამიტომ მისი ჭარბი დოზირების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დუოტრავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დუოტრავის გვერდითი მოვლენებია: პაციენტში ჩატარებული გამოკვლევებისას დუოტრავის თვალის წვეთები გამოყენებული იყო დღეში ერთხელ. არ არის აღნიშნული დუოტრავთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური არასასურველი ეფექტები. ყველაზე ხშირად აღნიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტი იყო ოკულარული ჰიპერემია (15.0%). თითქმის არც ერთ პაციენტს (98%), რომელსაც ოკულარული ჰიპერემია აღენიშნებოდა ამის გამო მკურნალობა არ შეუწყვეტია. შემდეგი არასასურველი ეფექტები მკურნალობასთან დაკავშირებულად მიიჩნევა და დაყოფილია შემდეგი პირობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/1000-<1/10), არახშირი (>1/1000-≤1/100), იშვიათი (>1/10.000-≤1/1000) ან ძალიან იშვიათია (≤1/108000). სიხშირის თითო ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის კლების მიხედვით. ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი – ნევროზულობა. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. დარღვევები თვალის მხრივ: ძალიან ხშირი – თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია; ხშირი – წერტილოვანი კერატიტი, წინა კამერის უჯრედების, წინა კამერის ანთებითი ჰიპერემია, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, თვალის შეშუპება, კონიუნქტივური ჰემორაგია, რქოვანას შეღებვა, ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ცრემლდენის გაზრდა, ქუთუთოების გაღიზიანება, ქუთუთოს ერითემა, ქუთუთოს დერმატიტი, ასთენოპია, წამწამების ზრდა; არახშირი – ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება, ბლეფარიტი, ქუთუთოს შეშუპება, ქუთუთოს ქავილი. ვასკულური დარღვევები: ხშირი – გულის არითმია, სისხლის გაზრდილი წნევა, გულისცემის სიხშირისა და სისხლის წნევის დაქვეითება. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – ბრონქოსპაზმი; არახშირი – დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება. ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი – ალან-ამონოტრანსფერეზას დონის მომატება, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას დონის მომატება. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი – ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი – კონტაქტური დერმატიტი. ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი – ტკივილი დაბოლოებებში. თირკმლისა და ურინალური დარღვევები: არახშირი – ქორომატურია. ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა: არახშირი – წყურვილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაბრონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაბრონის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (<1/10 000). ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნება, ჰალუცინაციები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი. სხვა: სიმხურვალის შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიპრივანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპრივანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ზოგადი როგორც წესი, ანესთეზიის ინდუქცია მიმდინარეობს შეუფერხებლად, აგზნების მინიმალური ნიშნებით. გვერდითი მოვლენები: , რომლებიც გვხვდება უფრო ხშირად დაწინასწარ არის მხედველობაში მისაღები. მსგავსია ზოგადი ანესთეზიის ნებისმიერი საშუალების გვერდითი ეფექტების, მაგალითად, როგორიცაა ჰიპოთენზია. შემთხვევები, რომლებიც აღინიშნება ანესთეზიასთან და ინტენსიურ თერაპიასთან  დაკავშირებით, შეიძლება უკავშირდებოდეს მიღებულ პროცედურებს ან პაციენტის მდგომარეობას.  ჩასასმელია ცხრილი  (1) შეყვანის ადგილზე ტკივილის შესამცირებლად შეიძლება პრეპარატის შეყვანით ზომით უფრო დიდ ვენაში წინამხარში ან იდაყვის მოხრის ადგილზე. ტკივილის შეგრძნება შეიძლება შემცირდეს დიპრივანი 1% ლიგნოკაინთან ერთად შეყვანის დროს. (იხ. “გამოყენების წესი და დოზები” ნაწილი დ) (2) ჰიპოტენზიამ შეიძლება საჭირო გახადოს სითხის ინტრავენური შეყვანა და დიპრივანის შეყვანის სიჩქარის შემცირება. (3) ბრადიკარდიის სერიოზული შემთხვევები გვხვდება იშვიათად. არსებობს ცალკეული ცნობები ბრადიკარდიის პროგრესირებისას ასისტოლიის შესახებ. (4) იგი ვლინდება ინტენსიური თერაპიის დროს დიპრივანის გამოყენების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში. (5) ინტენსიური თერაპიის დროს სედაციისათვის დიპრივანის 4 მგ/კგ/სთ დოზის გამოყენების შემთხვევაში ცნობილია რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ. ანესთეზიის ინდუქციისათვის ახალშობილებში დიპრივანის გამოყენებამ (დაურეგისტრირებელი ჩვენება) შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი და გულსისხლძარღვთასისტემის ფუნქციის დათრგუნვა. სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადით. გულსისხლძარღვების სისტემის მოქმედების დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის თავის ქვემოთ დაწევა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს პლაზმისშემცვლელები და პრესორული საშუალებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რექსეტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რექსეტინის გვერდითი მოვლენებია: ზოგიერთი ქვემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ს ინტენსივობამ და სიხშირემ შეიძლება იკლოს ხანგრძლივი გამოყენებისას, რასაც, ჩვეულებრივ, არ მივყავართ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე. არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია ქვემოთ ორგანოების სისტემების კლასების და გამოვლინების სიხშირის შესაბამისად. გამოვლინების სიხშირის მიხედვით ისინი იყოფა ძალიან ხშირებად (≥1/10); ხშირებად (≥1/100–დან <1/10–მდე); ნაკლებად ხშირებად (≥1/1 000–დან <1/100–მდე), იშვიათებად (≥1/10 000–დან <1/1 000–მდე), ძალიან იშვიათებად (<1/10 000), აქ შედის ცალკეული შემთხვევებიც.  დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ ნაკლებად ხშირად: პათოლოგიური სისხლდენა, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის (ძირითადად, ეკქიმოზი). ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით).  დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (აჰასს). დარღვევები ნივთიერების ცვლის და კვების მხრივ ხშირად: ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება, მადის დაკარგვა. იშვიათად: ჰიპონატრიემია. ჰიპონატრიემია აღინიშნება, ძირითადად, ხანდაზმულ პაციენტებთან და, ზოგჯერ, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან (აჰასს) დაკავშირებით. ფსიქიკის დარღვევები ხშირად: ძილიანობა, უძილობა, აგზნებულობა, უჩვეულო სიზმრები (მათ შორის, კოშმარები). ნაკლებად ხშირად: ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.  იშვიათად: მანიაკალური რეაქციები, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, აკატიზია (იხ. 4.4 განყოფილება). სიხშირე განსაზღვრული არ არის: სუიციდური აზრები და ქცევები.  სუიციდური აზრები და ქცევები აღინიშნებოდა პაროქსეტინის მიღების დროს, ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. 4.4 განყოფილება). ეს სიმპტომები ასევე შეიძლება გაჩნდეს ძირითადი დაავადების არსებობის გამო.  დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: კონცენტრაციის დარღვევა. ხშირად: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი.  ნაკლებად ახშირად: ექსტრაპირამიდული დარღვევები.  იშვიათად: კონვულსიები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ძალიან იშვიათად: სეროტონინული სინდრომი (შესაძლო სიმპტომები: აგზნებულობა, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, ჰალუცინაციები, ჰიპერრეფლექსია, მიოკლონუსი, კანკალი, ტაქიკარდია და ტრემორი).  ექსტრაპირამიდული დარღვევების შემთხვევები, მათ შორის, ყბა–სახის დისტონია, ზოგჯერ აღინიშნებოდა განმაპირობებელი მოძრაობითი დარღვევების მქონე პაციენტებში, ან მათთან, ვინც ნეიროლეპტიკებს იყენებდა. მხედველობის ორგანობის დარღვევები ხშირად: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება.  ნაკლებად ხშირად: მიდრიაზი (იხ. 4.4 განყოფილება). ძალიან იშვიათად: მწვავე გლაუკომა. სმენის ორგანოების და წონასწორობის დარღვევები სიხშირე განსაზღვრული არ არის: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).  გულის დარღვევები ნაკლებად ხშირად: სინუსური ტაქიკარდია. იშვიათად: ბრადიკარდია. სისხლძარღვების დარღვევები ნაკლებად ხშირად: არტერიული წნევის გარდამავალი მომატება ან დაქვეითება, პოსტურალური ჰიპოტენზია. პაროქსეტინის მიღებისას არტერიული წნევის გარდამავალი მომატება ან დაქვეითება ჩვეულებრივ, აღინიშნება უკვე არსებულ ჰიპერტენზიასთან და შფოთვასთან ერთად.  სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები ხშირად: მთქნარება. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ძალიან ხშირად: ღებინება. ხშირად: ყაბზობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე.  ძალიან იშვიათად: სისხლდენები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში.  ღვიძლის და სანაღვლე გზების დარღვევები იშვიათად: ღვიძლის ენზიმების დონის მატება. ძალიან იშვიათად: ღვიძლის დარღვევები (როგორიც არის, ჰეპატიტი, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სიყვითლე და/ან ღვიძლის უკმარისობა). აღინიშნება ღვიძლის ენზიმების დონის მატება. პოსტმარკეტინგული დაკვირვებების მსვლელობისას იშვიათად აღინიშნებოდა ღვიძლის დარღვევები (როგორიც არის, ჰეპატიტი, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სიყვითლე და/ან ღვიძლის უკმარისობა). ღვიძლის ფუნქციების ხანგრძლივი ზრდის შემთხვევაში პაროქსეტინის მიღება უნდა შეწყდეს. კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები ხშირად: ოფლიანობა.  არახშირად: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი. ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული არასასურველი რეაქციები (მათ შორის, ექსუდაციური ერითემა, სტივენს–ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფოტოსენსიტიურობის რეაქციები.  თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები არახშირად: შარდის გამოყოფის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.  სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის დარღვევები ძალიან ხშირად: სექსუალური დისფუნქცია. იშვიათად: ჰიპერპროლაქტინემია/გალაქტორეა.  ძალიან იშვიათად: პრიაპიზმი.  ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები იშვიათად: ართრალგია, მიალგია. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები, რომლებიც 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ტარდებოდა, აჩვენებს, რომ ძვლების მოტეხვის რისკი მომატებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს. რისკის მომატების გამომწვევი მექანიზმი უცნობია.  სისტემური აშლილობები და შეყვანის უბნის დარღვევები ხშირად: ასთენია, სხეულის წონის მომატება.  ძალიან იშვიათად: პერიფერიული შეშუპება.  მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ხშირად: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები, ძილის დარღვევები, შფოთვა, თავის ტკივილი.  ნაკლებად ხშირად: აგზნებულობა, ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, მხედველობის დარღვევები, გულისცემის გახშირება, ფაღარათი, გაღიზიანებულობა. პაროქსეტინის მიღების შეწყვეტა (განსაკუთრებით, უეცარი) ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომს, რომლის დროსაც აღინიშნება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის, პარესთეზია, დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნება, ტინიტუსი), ძილის დარღვევები (ინტენსიური სიზმრების ჩათვლით), აგზნებულობა ან შფოთვა, გულისრევა, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისცემის გახშირება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებულობა და მხედველობის დარღვევები. მთლიანობაში, ამ სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მსუბუქი ან ზომიერია, სიმპტომები თვითშემზღუდველია, მაგრამ ზოგიერთ პაციენტთან ისინი შეიძლება იყოს მძიმე და/ან ხანგრძლივი. ამიტომ, პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას საჭიროა დოზის თანდათან დაკლება (იხ. 4.2 და 4.4 განყოფილებები). ბავშვებში გვერდითი მოვლენები: ს კლინიკური კვლევები კლინიკური კვლევების ჩატარების პროცესში შემდეგი გვერდითი მოვლენები: დაფიქსირდა: სუიციდური ქცევის გამწვავება (თვითმკვლელობის მცდელობის და სუიციდური აზრების ჩათვლით), საკუთარი თავისთვის დაზიანების მიყენების სურვილი და მომატებული მტრული განწყობა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე მოზარდებში. მომატებული მტრული განწყობა ხშირად აღინიშნება ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით, 12 წელზე უმცროს ასაკში. დამატებით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით, პაროქსეტინის მიღების დროს უფრო ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, ტრემორი, ოფლიანობა, ჰიპერკინეზია, აგზნებულობა და ემოციური ლაბილობა (ტირილის და გუნება-განწყობის ცვალებადობის ჩათვლით), სისხლდენები, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის. დოზის თანდათანობითი შემცირების რეჟიმის კვლევის ჩატარებისას, დოზის თანდათანობითი შემცირების ფაზის დროს ან პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ემოციური ლაბილობა (ტირილის, გუნება-განწყობის ცვალებადობის, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების, სუიციდური აზრების და სუიციდური მოქმედებების და გამოვლინებების ჩათვლით), ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და მუცლის ტკივილი (იხ.განყოფილება 4.4, განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას). ბავშვებში კლინიკური კვლევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. განყოფილება 5.1.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დონორმილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დონორმილის გვერდითი მოვლენებია:  ძილიანობა დღის განმავლობაში; ყაბზობა; პირის სიმშრალე; აკომოდაციის დარღვევა; გაძნელებული შარდვა. ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც აქ არაა აღნიშნული აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტაცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაცეფის გვერდითი მოვლენებია: როტაცეფი შემთხვევათა უმრავლესობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები: , როგორც წესი, შექცევადია და ქრებიან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. შესაძლებელია: თხელი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ეკზანთემა, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა. იშვიათად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის შემცველობის მომატება. ერთეულ შემთხვევებში – ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლის შედედების დარღვევა, ინტრავენური შეყვანისას ვენის გასწვრივ ტკივილი, ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლომეზოლი ვაგინალური სუპოზიტორიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლომეზოლი ვაგინალური სუპოზიტორიის გვერდითი მოვლენებია: : შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პარამოლან C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პარამოლან C-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. თუმცა ხანდახან შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ურტიკარია, ქავილი და შეშუპება. ეს ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია სალიცილატების მიმართ. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოიხსნას. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებასთან დაკავშირებული სისხლის დარღვევები ვითარდება იშვიათად.  სხვა არასასურველი ეფექტები შემდეგია: გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი.  გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა, შარდის მოცლობის შემცირება, შარდში სისხლის კვალი;  ცხელება, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება), სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა. აგრეთვე აღწერილია ლაიელის სინდრომის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის შემთხვევები.  პრეპარატში მანიტოლის შემცველობა შეიძლება იწვევდეს მსუბუქ საფაღარათო ეფექტს.  თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება ეს მოიცავდეს იმ ეფექტებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალერგოკრომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერგოკრომის გვერდითი მოვლენებია:  თუ ალერგოკრომით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი ან პაციენტი არ არის დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, საჭიროა მიეწოდოს ეს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს. იშვიათად პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კონსერვანტისადმი (ბენზალკონიუმის ქლორიდი) ან ალერგოკრომის ერთ-ერთი სხვა კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას წვა, უცხო სხეულის გრძნობა, ქემოზი და კონიუქტივის ჰიპერემია. ყველა ეს სიმპტომი ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები