Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ზოვირაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოვირაქსის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლების ზომიერი ხანმოკლე მომატება. ცალკეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ნაწლავის ჭვალი, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში. ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცალკეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა, ჰალუცინაციებიც, ძილიანობა, კრუნჩხვები. სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები. დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალე ქრება. დიფუზური ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პიკოვიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პიკოვიტის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევითი ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეტრუზილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტრუზილის გვერდითი მოვლენებია: სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ეტრუზილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. ამ გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ატარებს მცირე ან ზომიერ ინტენსივობას და ჩვეულებრივ, გაივლის მკურნალობის დაწყების რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის მაგალითად, წამოხურება, თმის ცვენა ან საშოდან სისხლდენა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების არარსებობით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეტაციზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტაციზინის გვერდითი მოვლენებია:   გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, არითმია, ცვლილებები ეკგ-ზე: PQ ინტერვალის გახანგრძლივება, P კბილისა და Qღშ კომპლექსის გაფართოება; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, წონასწორობის დარღვევა; მხედველობის ორგანოს მხრივ: აკომოდაციის დარღვევა (მკურნალობის დასაწყისში); საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; გვერდითი მოვლენების გამოვლინება დამოკიდებულია დოზაზე, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება მაქსიმალური დოზის დანიშვნისაგან.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დექსა-გენტამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსა-გენტამიცინის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქცია და წვის შეგრძნება პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და სტეროიდული კატარაქტის გაჩენის მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და, ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეოპოლიგლუკინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეოპოლიგლუკინის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი იწვევს დიურეზის მომატებას. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოტიპაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოტიპაქსის გვერდითი მოვლენებია: ძალიან იშვიათად – ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება, გაწითლება, ქავილი. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრილამიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრილამიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელი გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა წამალი, პრილამიდს შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუნდაც ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება. დაუყოვლებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ სერიოზული ალერგიული რეაქციის ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც წესი, სტაციონარში: • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების და ყელის შეშუპებულობა; • სუნთქვის გაძნელება; • ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე; • ბუშტულების წარმოქმნა კანზე, პირში, თვალების გარშემო და შორისის მიდამოებში. ასევე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ: • უჩვეულოდ ხშირი ან არათანაბარი გულისცემა; • ტკივილი მკერდის არეში. სხვა გვერდითი მოვლენები: ხშირი (100 ადამიანიდან 1-10-ში): • შეკრულობა; • სიმშრალე პირში; • გულისრევა; • ღებინება; • კუჭში უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მიღების შემდეგ (დისპეპსია); • ტკივილი მუცლის არეში; • ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; • ანორექსია; • ფაღარათი; • გემოს დარღვევები; • მშრალი ხველა; • სუნთქვის გაძნელება; • მხედველობის დარღვევები; • ყურებში შუილი ან ზანზარი; • კუნთოვანი კრუნჩხვები; • სისუსტე (ასტენია); • დაბალი არტერიალური წნევა და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა, სისუსტე ადგომისას; • თავის ტკივილი; • თავბრუსხვევა; • ჩხვლეტა, ქავილი ან წიწკნა ხილული მიზეზების გარეშე (პარესთეზია); • ბრუნვის შეგრძენება (ვესტიბულარული თავბრუსხვევა); • კანის რეაქციები (გამონაყარი, კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამაღლებული გამონაყარი, ქავილი); • სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება. არახშირი (1000 ადამიანიდან 1-10-ში): • ჰემორაგიული გამონაყარი კანზე (პურპურა); • გამონაყარი ქავილით კანზე (ჭინჭრის ცხელება); • განწყობისდა/ან ძილის დარღვევები; • სუნთქვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს ხიხინი ან ხველა (ბრონქოსპაზმი); • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების ან ყელის შეშუპება; • თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა); • იმპოტენცია; • ოფლიანობა. შეასაძლებელია სისტემური წითელი მგლურის მიმდინარეობის გაუარესება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები). იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-10-ში): • სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის მომატება; • ნაწლავების ანგიონევროტული შეშუპება (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც თან ახლავს გულისრევის ან ღებინების არსებობა ან არარსებობა). ძალიან იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში): • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი); • თრომბოციტების რიცხვის შემცირება; • ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რიცხვის შემცირება, რაც იწვევს ინფექციების მიმართ მიდრეკილებას; • ერითროციტების რიცხვის შემცირება და ამასთან დაკავშირებით კანის სიმკრთალე, სისუსტე და ქოშინი (ანემია გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიტიკური ანემია); • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); • მწვავე თირკმლის უკმარისობა (თირკმელების ფუნქციის დარღვევა შარდგამოყოფის გამოხატული შემცირებით); • ეოზინოფილური პნევმონია; • ცხვირის გაჭედილობა ან სურდო; • გულის მუშაობის დარღვევები (ნელი, უჩვეულოდ ჩქარი ან არათანაბარი გულის რითმი, გულის შეტევა და მიოკარდიუმის ინფარქტი); • კანის მძიმე რეაქციები (გამონაყარი, კანის შეწითლება, ბებერები ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის  ქერცვლა, რასაც შეიძლება თან ახლდეს სიცხე); • კანის მომატებული მგძნობელობა მზის მიმართ; • არეული ცნობიერება. სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის დადგენა): • ღვიძლის უკმარისობის არსებობისას შესაძლებელია თავის ტვინის მუშაობის დარღვევები (პიროვნების შეცვლა, არეული ცნობიერება, სტუპორი, კანკალი, კონვულსიები, ცნობიერების დარღვევები); • ცვლილებები სისხლის ანალიზებში (შარდმჟავას და გლუკოზის შემცველობის მომატება სისხლში მკურნალობის დროს, შარდოვანას და კრეატინინის დონის მცირე მომატება სისხლის პლაზმაში, რომელიც შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ყველაზე ხშირად მოცემული მოვლენები აღინიშნება თირკმლის არტერიის სტენოზისას, არტერიალური ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას, თირკმლის უკმარისობისას. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, კალიუმის დონის შემცირება, რომელიც უმეტესად გამოხატულია ზოგიერთ რისკის ჯგუფებში, კალიუმის დონის მომატება, ჩვეულებრივ გარდამავალი, ნატრიუმის დონის შემცირება სისხლის შემცირებულ მოცულობასთან კომბინაციაში, რომელიც იწვევს გაუწყლოებას და წნევის დაწევას ადგომისას); • QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე • გულის წასვლა; • „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო). თუ თქვენ გაგიჩნდათ გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენაპ-H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენაპ-H-ის გვერდითი მოვლენებია:  ხშირად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, ღებინება, კუნთების სპაზმები, იშვიათად არტერიული ჰიპოტენზია, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, მშრალი ხველება, რომელიც გაივლის რამდენიმე კვირის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, სისხლის შრატში შარდოვანას, კრეატინინის ან ტრანსამინაზების მაჩვენებლების მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პიკცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პიკცეფის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: პიკცეფი ადვილად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში პრეპარატი პიკცეფის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე დაბალია. ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტად გამოვლენილი იქნა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები:• ჰიპერმგრძნობელობა: გამონაყარი, ქავილი, ტემპერატურის მომატება; • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ფაღარათი, პირღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია; • გულსისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი გულმკერდის არეში, ტაქიკარდია; • სასუნთქი სისტემა: ხველა, ტკივილი ყელის არეში, ქოშინი; • ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა; • სხვა: ასთენია, ოფლიანობა, ვაგინიტი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი წელის არეში. ადგილობრივი რეაქციები ვენაში შეყვანის ადგილზე (ფლებიტი და ანთება). კუნთში გაკეთების დროს ცეფეპიმი ადვილად გადაიტანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები