Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით რამიპრილი-H – ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რამიპრილი-H – ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია:  ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების, მათი გაძლიერების ან აუტანლობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ფარმაცევტმა შესაძლოა გირჩიოთ გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ. • ტკივილი ზურგის არეში  • ბრონქიტი • ხველა (მშრალი, მუდმივი) • ძილის პრობლემები • თავბრუსხვევა • ძილიანობა • დაღლილობა • გაწითლება • თავის ტკივილი • წყლულები პირის ღრუში, ენის ტკივილი • კუნთების შებოჭილობა • ცხვირის გაგუდვა • ნევროზულობა • სინათლის მიმართ მგრძნობელობა • სქესობრივი პრობლემები (მამაკაცებში) • უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს: • თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომის შემთხვევაში • პულსის აჩქარება, არითმია, პალპიტაცია • სახსრების ტკივილი • არტერიული წნევის დაქვეითება (თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა) • ხელების, ფეხების ან ტუჩების გაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება • ანემიის ნიშნები (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, მაგ თავბრუსხვევა, კანის გაფერმკრთალება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა) • სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა, სისხლიანი შარდი, სისხლიანი ხველა, სისხლდენა ღრძილებიდან, ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერების გართულება) • კალიუმის დონის ცვლილებასთან დაკავშირებული ნიშნები (მაგ. არითმია, კუნთების სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა) ინფექციის ნიშნები (სიმპტომები მოიცავს ცხელებას ან შემცივნებას, ძლიერ ფაღარათს, სუნთქვის გაძნელებას, ხანგრძლივ თავბრუსხვევას, კისერმრუდობას, წონის დაკლებას ან დაღლილობას) • თირკმლის დაზიანების ნიშნები (მაგ. შემცირებული შარდვა, გულისრევა, ღებინება, ხელების და ფეხების შეშუპება, დაღლილობა) • ღვიძლის დაზიანების ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, კანის ან თვალების სიყვითლე) • დაბალი არტერიული წნევის ნიშნები, მაგ. თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, ან სისუსტე • პანკრეატიტის ნიშნები (მაგ. ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა კვადრანტში, ზურგის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ტაქიკარდია, მუცლის შეშუპება) • გამონაყარი კანზე (ქავილით ან მის გარეშე), ცხელება, სახსრების ტკივილი • ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება • სისხლში გლუკოზის დონის მომატების ნიშნები (მაგ. ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, საკვების ჭარბად მიღება, აუხსნელი წონის შემცირება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, ინფექციები, ხილის სუნი ამოსუნთქულ ჰაერში) • თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები (მხედველობის დაქვეითება ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის ტკივილი, თვალის გაწითლება, თვალის შეშუპება) • ყელის ტკივილი და ცხელება • ხელების, ფეხების და ტერფების შეშუპება ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: • ტკივილი გულმკერდში (გულისრევასთან და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე) • ალერგიული რეაქციები, მათ შორის შეშუპების ნიშნები (სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება, ჭინჭრის ციება, თვალების, პირის, ტუჩების ან ხორხის შეშუპება) • გულის შეტევის ნიშნები (მაგ. ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ტკივილი რომელიც გადადის ბეჭის ან მკლავის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა) • კანის ძლიერი რეაქციების ნიშნები, მაგ. ბუშტუკების და ქერცლების წარმოქმნა, სხეულის დიდი ფართობის სიწითლე, სიწითლე რომელიც სწრაფად ვრცელდება, ან სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ცხელება და დისკომფორტი • ინსულტის ნიშნები (მაგ. მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილი, კოორდინაციის მოულოდნელი დაკარგვა, მხედველობის ცვლილება, მეტყველების მოულოდნელი არევა, აუხსნელი სისუსტე, გაბუჟება, ხელის ან ფეხის ტკივილი)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაქსელადინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაქსელადინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:გულისრევა,ღებინება, გასტრალგია,ძილიანობა, მომატებული დაღლილობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოსტეობიოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსტეობიოსის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორტოპის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (ნაკლები 55 დარტყმა/წთ), ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – გულის წასვლა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), AVბლოკადა (დოზის შერევისას), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები (კიდურების გაცივება), შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად – დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში); საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის არეში ტკივილი; იშვიათად – ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ცვლილებები. სისხლმბადი სისტემის მხრივ ერთეულ შემთხვევაში – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტერინემია, წონაში დაკლება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია. სხვადასხვა: მიალგია, ართრალგია, პირის სიმშრალე, ცრემლის გამომუშავების დაქვეითება. მძიმე გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდის გვერდითი მოვლენებია: : დისპეფსიური მოშლილობა, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაუზოგესტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაუზოგესტის გვერდითი მოვლენებია: : მკურნალობის პირველ თვეს: სპორადული მენსტრუაციის მაგვარი სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეული დაჭიმულობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შეშუპება. სამ თვიანი მკურნალობის შემდეგ – ამენორეა; ფრიგიდულობა, თრომბოზი, თრომბოემბოლია, არტერიული წნევის მომატება, ალოპეცია, გამონაყარი კანზე, ქავილი; მხედველობის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პერუფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერუფენის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერუფენსაც შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში. იბუპროფენის გვერდითი მოვლენები: სხვა ასას-ის მსგავსია: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია გასტრო-ინტესტინური გართულებები.  აღნიშნული მედიკამენტების მიღების ფონზე აღინიშნა: გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, ღებინება, სისხლიანი ღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მელენა (სისხლიანი განავალი), აფთოზური სტომატიტი, გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. იმუნური დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს არასპეციფიკური ალერგიული რეაქცია ან ანაფიალაქსია; რესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობის მატების (ასთმის ჩათვლით), ასთმის გაუარესების, ბრონქოსპაზმის ან დისპნოეს, კანის დაავადებების (სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და ძალიან იშვიათად ბულოზური დერმატიტი (სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემა)) სახით. გასტრო-ინტესტინური დარღვევები იშვიათად – გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული. იბუპროფენის ფონზე გასტრო-ინტესტინური პერფორაცია იშვიათია. ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა პანკრეატიტის შემთხვევები. პეპტიური წყლულები და პოტენციურად საშიში გასტრო-ინტესტინური სისხლდენა ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში იქნა აღწერილი. იბუპროფენის ორალურმა სუსპენზიამ შეიძლება გამოიწვიოს პირისა და ყელის წვის გარდამავალი შეგრძნება. ზოგადი დარღვევები აღწერილ იქნა იბუპროფენის მიღებასთან დაკავშირებული შეშუპება და დაღლილობის შეგრძნება. კარდიო-ვასკულარული და ცერებრო-ვასკულარული დარღვევები აღწერილ იქნა ასას-თან ასოცირებული შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.  კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები მოწმობს, რომ იბუპროფენის გამოყენება მაღალი დოზებით (2400 მგ დღეში) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასოცირდებოდა თრომბოზული გართულებების განვითარების რისკის მატებასთან (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი) (იხ. სიფრთხილის ზომები).  პერუფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება შესაძლოა ასოცირდებოდეს სტენოკარდიული შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) და ინსულტის რისკის მცირე მატებასთან. ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით – ძალიან იშვიათია. სხვა, ძალიან იშვიათი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირების დაქვეითებით: ინფექციები: რინიტი და ასეპტიური მენინგიტი. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია. ფსიქიკური დარღვევები: უძილობა, აგზნება, დეპრესია და გონების დაბინდვა. ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა და ოპტიკური ნევრიტი. მხედველობის სისტემის დარღვევები: მხედველობის დარღვევა და ტოქსიკური ოპტიკური ნეიროპათია. სმენისა და ლაბირინთული სისტემის დარღვევები: სმენის დაქვეითება, ვერტიგო (თავბრუსხვევა) და ხმაური ყურებში. კანი და კანქვეშა ქსოვილები: ფოტოსენსიბილიზაცია. საშარდე სისტემის დარღვევები: ნეფროტოქსიკურობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის უკმარისობა. გვერდითი მოვლენები: ს განვითარების ან ისეთი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლატენსინ D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლატენსინ D6 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: Latensin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ანთების კერების აქტივაცია, რომელიც თავისთავად, სპეციალური მკურნალობის გარეშე სწრაფად გადის. ეს რეაქცია შეიძლება განვიხილოთ, არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლენა. უკუჩვენებები ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ორგამეტრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ორგამეტრილის გვერდითი მოვლენებია: ორგამეტრილის მიღებისას თერაპიული მიზნით შესაძლებელია ძლიერი სისხლდენა ან ლორწოვან–წებოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან, ლიბიდოს მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონაში მომატება; ზოგჯერ – ნერვოზულობა, დეპრესია, მომატებული ოფლიანობა, ფერისმჭამელა, ჰირსუტიზმი, ქლოაზმა, გამონაყარი, ქავილი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, ლიპოპროტეინების სპექტრის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სისხლის შედედების უნარის მომატება. ორგამეტრილის მიღებისას პერორალური კონტრაცეფციის მიზნით შესაძლებელია მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი, მენსტრუაციული ციკლის შემოკლება (25 დღემდე) ან ოლიგომენორეა (45 დღეზე მეტი), ღებინება თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, წონაში მომატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, არტერიული ჰიპერტენზია, აკნე, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, პიგმენტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვაზობრალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაზობრალის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია. საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შეგრძნება. ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის ქავილი, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები