Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით რემენსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რემენსის გვერდითი მოვლენებია: : შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე; ძალიან იშვიათად ჰიპერსალივაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დექსალგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დექსალგინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება. როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, დექსალგინსაც® აქვს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.  ქვემოთ მითითებულია შესაძლო გვერდითი მოქმედებები მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით. ცხრილში მითითებულია სიხშირის შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი ხშირად განვითარებული გვერდითი მოქმედება: გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია).  ზოგჯერ განვითარებული გვერდითი მოქმედება: ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ნერვოზულობა, თავის ტკივილები, გულისცემის გახშირება, წამოხურება, დარღვევები კუჭის მხრივ, შეკრულობა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, დაღლილობა, ტკივილი, ციების შეგრძნება და კანკალი, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება (შეუძლოდ ყოფნა).   იშვიათად განვითარებული გვერდითი მოქმედება: წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინების ან შავი განავლის სახით, გულყრა, მომატებული არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპება (მაგალითად კოჭის არის შეშუპება), ხორხის შეშუპება, მადის დაკარგვა (ანორექსია), უცხო შეგრძნებები, გამონაყარი ქავილით, აკნე, მომატებული ოფლდენა, ტკივილი ზურგის არეში, გახშირებული შარდვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის სინჯების გადახრა (სისხლის ანალიზში), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.  ძალიან იშვიათად განვითარებული გვერდითი მოქმედება: ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შოკამდე), კანზე, პირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე მოუშუშებელი ჭრილობები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი), პირის ან ტუჩების და ხახის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება ბრონქული კედლის კუნთების შეკუმშვის შედეგად (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, არამკვეთრი მხედველობა, შუილი ყურებში, კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, დარღვევები თირკმელების მხრივ. სისხლის თეთრი სხეულაკების რიცხვის შემცირება (ნეიტროპენია), სისხლის ფირფიტების რიცხვის შემცირება (თრომბოციტოპენია).  დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოქმედების გამოვლენის შესახებ (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ უკვე გქონდათ აღნიშნული სიმპტომები ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით, ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში.  კანზე გამონაყარის გამოვლენის, ლორწოვანი გარსის ნებისმიერი სხვა დაზიანების (მაგალითად, პირის ღრუში) ან ალერგიის ნიშნების შემთხვევაში პრეპარატ დექსალგინის® მიღება უნდა შეწყდეს.  არსებული მონაცემებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია შეშუპების განვითარება (განსაკუთრებით, ფეხებზე) ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად, არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.  ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პრეპარატი დექსალგინი®, შეუძლია ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის რისკი.  პაციენტებში სისტემური წითელი მგლურით ან იმუნური სისტემის დარღვევებით (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც იწვევს ცვლილებებს შემაერთებელ ქსოვილში), ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა იშვითად, ციება, თავის ტკივილი და კისრის გაკავების შეგრძნება.   გვერდითი მოვლენები: ს გაუარესებისას, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლარიტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლარიტინის გვერდითი მოვლენებია:  თავის ტკივილი, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ძილიანობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გულისრევა, გასტრიტი და ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით. კვლევის დროს პრეპარატის გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო პლაცებოს დონეზე. აგრეთვე აღინიშნებოდა იშვიათი შემთხვევები ანაფილაქსიის, ალოპეციის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ბავშვებში კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს იშვიათად აღინიშნებოდა თავის ტკივილი, ნერვიულობა ან ძილიანობა. პრეპარატის გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო პლაცებოს დონეზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ელოქსატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელოქსატინის გვერდითი მოვლენებია:  სხვა წამლების მსგავსად, ელოქსატინის (5 მგ/მლ, კონცენტრატს საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად) გამოყენებას შესაძლებელია ახლდეს გვერდითი მოვლენები. – ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა (რამაც უარეს შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მოშლა, მეტაბოლური აციდოზი (მჟავიანობის ზრდა სისხლში) და კუჭ-ნაწლავის მხრივ სერიოზული გართულებები), წყლულები პირის ღრუში, მადის დაკარგვა, ასევე კიდურების მგრძნობელობის შეცვლა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს გაცივებამ. თუ შენიშნავთ ხელებში ან ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნებას ან ტკივილს ან მოძრაობის გაძნელებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ასევე შეატყობინეთ მას პირის ღრუში ან ყელში სპაზმის შეგრძნების ან მგრძნობელობის დარღვევის შემთხვევაშიც. – სხვა გვერდითი მოვლენა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებამ. სავარაუდოდ ეს იწვევს ანემიას (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება), პათოლოგიურ სისხლდენას ან სისხლჩაქცევებს (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება) ან ინფექციებს, რაც ზოგ შემთხვევაში მწვავე ხასიათისაა (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება). ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ოქსალიპლატინით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის სრული შემადგენლობის კონტროლი. – ვენის გარეთ შემთხვევითმა ინექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანთება ან ლოკალური ტკივილი. – მკურნალობის დროს, ჩვეულებისამებრ, ადგილი აქვთ შემდეგი სახის გვერდით მოვლენებს: სიცხე, დაღლილობა, წონის მომატება, თავის ტკივილები, აბდომინალური და ზურგის ტკივილები, ხველება, თმის ცვენა, კანის სტრუქტურის მოშლა, მადის ცვალებადობა, ყაბზობა, ასევე ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანის აქერცვლა, კონიუნქტივიტი, რინიტი, სისუსტის შეგრძნება, სისხლის წნევის დაცემა და სუნთქვის გაძნელება). შესაძლებელია შეიცვალოს ზოგიერთი ბიოქიმიური პარამეტრი (ღვიძლის პარამეტრები, შაქრის, მარილის და კალციუმის დონე სისხლში). – ჩვეულებრივ აღწერილია შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:  წამოხურება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისუსტე, რინიტი, სასუნთქი გზების ინფექციები, წონის დაკარგვა, კისრის გაშეშება, საჭმლის მონელების დარღვევები, კუჭის და საყლაპავი მილის რეფლუქსი, სლოკინი, გაუწყლოება, სახსრების ტკივილი, სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა, დეპრესია, უძილობა, დანამატების დარღვევები, შარდის გამოყოფის მოშლა და მხედველობის დარღვევა. – უფრო ნაკლებად იქნა დაფიქსირებული ნევროზის შემთხვევები და იშვიათად – მხედველობის დაქვეითება (რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს), მხედველობის ნერვის ანთება, სმენის დაქვეითება, სიყრუე, მეტყველების დარღვევა და ფილტვების ფუნქციათა მოშლა. ოქსალიპლატინით მკურნალობის განმავლობაში თუ შენიშნავთ ცვლილებას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაში ან თავს შეუძლოთ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ამის თაობაზე. მოახსენეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაიმე გვერდითი ან არასასიამოვნო მოვლენის შემთხვევაში, რაც არაა აღწერილი ამ ბროშურაში. ორსულობა და ლაქტაცია: ოქსალიპლატინის გამოყენება არაა რეკომენდებული ორსულობისას. თუ ორსულობის რისკის წინაშე ხართ, უნდა მიმართოთ კონტრაცეფციის მეთოდს. თუ კონტრაცეპტიული ზომების მიუხედავად, მაინც დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია ოქსალიპლატინის მიღების დროს. მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. განსაკუთრებული მითითებები: – თქვენმა დაავადებამ და მისმა მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება რეგულარულად. ამ ანალიზს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს დაავადებაზე სამეთვალყურეოდ. – პერიფერიული ნერვული სისტემის მოშლის ნიშნები თან ერთვის ამ მედიკამენტის მიღებას, განსაკუთრებით კი გაცივების შემთხვევაში (მაგალითად, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს). ეს დარღვევა, ჩვეულებისამებრ, თანდათან მცირდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ასევე, მკურნალობის დროს ან წამლის გამოყენების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პერიორალური მიდამოებისა და ხორხის სენსორულ აშლილობას, რაც ყოველთვის მცირდება ყოველგვარი გართულების გარეშე. ეს შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს გაცივებამ (მაგალითად, ცივი სასმელების მიღებამ). ამიტომ, მიმართეთ თქვენს ექიმს ხელების, ფეხებისა და ყელის მიდამოებში ჩხვლეტის, ტკივილის შეგრძნების ან მოძრაობის გაძნელების შემთხვევაში. – მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს. თუ თქვენ ალერგიული ხართ სხვა მედიკამენტების მიმართ, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. – შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ლოკალიზებულ ანთებას ან ტკივილს შემთხვევით ვენის გარეთ ინექციის დროს: ინექცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და ჩატარდეს ადგილობრივი მკურნალობა. გამაფრთხილებელი ზომები წამლის გამოყენების დროს: – არ შეიძლება ოქსალიპლატინის გამოყენება ფეხმძიმე ქალების მიერ. – გულისრევისა და პირღებინების თავიდან ასაცილებლად, ექიმმა უნდა დაგინიშნოთ შესაბამისი წამალი. ეჭვის შემთხვევაში, უყოყმანოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.  ჭარბი დოზირება: ელოქსატინი 5 მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად – წამლის ზედმეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და განახორციელოს დაკვირვება, ასევე სავარაუდო სიმპტომების მკურნალობა. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  სხვა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კო დიროტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო დიროტონის გვერდითი მოვლენებია: კლინიკურ კვლევებში მეტნაკლებად სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო გულის წასვლა (0,8%) და არტერიული ჰიპოტენზია (1,9%). მეტნაკლებად ხშირი გვერდითი რეაქციები იყო: თავბრუსხვევა ()7,5%), თავის ტკივილი (5,2%), ხველა (3,9%), დაღლილობა (3,7%) და ორთოსტაზული ეფექტები (3.2%).  გვერდითი რეაქციების განვითარების შედეგად მკურნალობა შეწყდა პაციენტების 4.4%-ში, ძირითადად თავბრუსხვევის, ხველის, დაღლილობის ან კუნთების კრუნჩხვების განვითარების გამო.  გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა კლინიკური კვლვების დროს ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას იყო ანალოგიური ლიზინოპრილის და ჰიდროქლორთაიზიდის ადრე აღწერილი მოვლენებისა მათი ცალკეული გამოყენებისთვის არტერიული ჰიპერტენზიის დროს.  რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების გამოცდილება ორიგინალური პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები: ჩასასმელია ცხრილი  *ხველა, გამოწვეული აგფ ინჰიბიტორებით ხასიათება როგორც მყარი, არაპროდუქციული, ქრება პრეპარატის მოხსნისას. ეს უნდა გაითვალსიწინონ ხველის დიფერენციული დიაგნოსტიკის ჩატარებისას.  **აღინიშნა ძალიან იშვიათი მოვლენები პაციენტებში, რომელბშიც ჰეპატიტის სახით არასასურელმა რეაქციამ გამოიწვია ღვიძლის უკმარისობა. პაციენტები, რომლებსაც ლიზინოპრილით/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის ფონზე განვითარდა სიყვითლე “ღვიძლის” ფერმენტების მნიშვნელოვნაი მომატება უნდა შეწყვიტონ პრეპარატის კო-დიროტონი გამოყენება და უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება.  ***აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის ან/და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები (იხ. პარაგრაფი <<უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას>>).  ****აღინიშნა სიმპტომოკომპლექსის განვითარება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგი სიმპტომებიდან ერთს ან რამდენიმეს: ცხელება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ანტინუკლეარული ანტისხეულები, ერითროციდტების დალექვის სისწრაფის (ედს) მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია ან სხვა დერმატოლოგიური მოვლენები.  *****აღინიშნა კრეატინინის დაშარდოვანას კონცენტრაციის უმნუშვნელო მომატება სისხლში. მოცემული მოვლენები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. აღინიშნა ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მცირე დაქვეითება. აღინიშნა ძვლის ტვინის დათრგუნვა, რომელიც გამოვლნდა ანემიით ან/და თრომბოციტოპენიით. აღინიშნა ჰიპერ ან ჰიპოკალიემია და ჰიპონატრიემია. აღინიშნა <<ღვიძლის>> ფერმენტების ან/და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში, მაგრამ პრეპარატთან ლიზინოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი 10მგ/12,5მგ და 20მგ/12,5მგ-სთან კავშირი არ დადასტურდა.  აღინიშნა სინკოპეს და მკერდში ტკივილის განვითარების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ პრეპარატთან ლიზინოპრილი/ჰიდროქლორთიაზიდი 10მგ/12,5მგ და 20მგ/12,5მგ-სთან კავშირი არ დადასტურდა. აღწერილია გინეკომასტიის და ნეიროპათიის განვითარების შემთხვევები აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე.  ცალკეული კომპონენტების მიღების ფონზე აღინიშნა სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს პრეპარატის კო-დიროტონი მიღებისას და მოიცავს შემდეგს: ჰიდროქლორთიაზიდი: ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, სიალოადენიტი, თავბრუსხვევა, ქსანტოფსია, აპლაზიური ანემია,  პურპურა, ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება, რესპირატორული დისტრესს სინდრომი, პნევმონიის და ფილტვების შეშუპების ჩათვლით, გლუკოზურია, ელექტორლიტების ბალანსის დარღვევა, ჰიპონატრიემიის ჩათვლით, შფოთვა, მხედველობის ტრანზიტორული დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ინტერსტიციული ნეფრიტი.  ლიზინოპრილი: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, შესაძლოა გამოხატული არტეირული ჰიპოტენზიის შედეგად, მაღალი რისკის პაციენტებში, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში და საკვების გადამუშავების დარღვევა, ხასიათის ცვლილება, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა; როგორც აგფ სხვა ინიბიტორების მიღებისას აღინიშნა გემოვნების დარღვევა და ძილის დარღვევები; არის ცნობები ბრონქოსპაზმის, რინიტის, სინუსიტის, ალოპეციის, ჭინჭრის ციების, მომატებული ოფლიანობის, ქავილის, ფსორიქზის და კანის მძიმე დაზიანების შემთხვევებზე (პემფიგუსის, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და მულტიფორემული ერითემის ჩათვლით); აგრეთვე, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰიპონატრიემია, ოლიგურია, ანურია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწავვე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლედანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლედანის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება. ვიტამინ D3-ის  მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის იშვიათად გამოვლენისას ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზის მიღების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები. D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება; თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი; შეკრულობა; პირის სიმშრალე; პოლიურია; სისუსტე; ფსიქიკის დარღვევა, მათ შორის დეპრესია; სხეულის მასის დაკარგვა; ძილის დარღვევა; ტემპერატურის მომატება; შარდში ცილის, ლეიკოციტების, ჰიალინური ცილინდრების გამოვლენა; სისხლში კალციუმის დონის მომატება და მისი შარდით გამოყოფა; შესაძლებელია თირკმელების, სისხლძარღვების, ფილტვების კალცინოზი. D ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა, კალციუმის შეზღუდვა, ვიტამინების A, C და B დანიშვნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიპროსალი B-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიპროსალი B-ს გვერდითი მოვლენებია: მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გაჩნდეს ქავილი, შეშუპება და ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და მალამოს ჩამობანვა კანიდან. ჩამოთვლილი ნიშნები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  გვერდითი მოვლენები: ს თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ დაიტანოს კანზე მალამოს მცირე რაოდენობა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის გამოსარკვევად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროგესტოგელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროგესტოგელის გვერდითი მოვლენებია:  არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რიცინის ზეთს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რიცინის ზეთის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოსტეოჰელ სს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსტეოჰელ ს გვერდითი მოვლენებია: გაძლიერებული ნერწყვდენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები