Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ერინიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერინიტის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, ხანდახან აღინიშნება ფაღარათი. ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები დოზის შემცირების და/ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში ქრება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკლოფეროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლოფეროლის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, დისპეფსია, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სტომატიტი, გლოსიტი.  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, უძილობა, იშვიათად პარესთეზიები. კანის მხრივ: იშვიათად გამონაყარი კანზე, ქავილი. თირკმელების მხრივ: იშვიათად პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი.  ღვიძლის მხრივ: იშვიათად ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. სხვადასხვა: იშვიათია ასთმა, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდურის ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევოქსინის გვერდითი მოვლენებია:  გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დერმობაქტერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დერმობაქტერის გვერდითი მოვლენებია:  სიმშრალის შეგრძნება კანსა და ლორწოვანზე, რომელიც ქრება ხსნარის ჩამობანვის შემდეგ. შესაძლებელია მსუბუქი გაღიზიანება გამოყენების დასაწყისში. შესაძლებელია კონტაქტური ეკზემის განვითარება. გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვილპრაფენ სოლუტაბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვილპრაფენ სოლუტაბის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იშვიათად: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დისბაქტერიოზი და დიარეა. მდგრადი მწვავე დიარეის დროს გასათვალისწინებელია სიცოცხლისთვის საშიში ფსევდომემრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა, ანტიბიოტიკების მიღების ფონზე.  მომატებული მგრძნოებლობის რეაქციები ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება (მაგალითად ჭინჭრის ციება).  ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი ორგანოების მხრივ ცალლკეულ შემთხვევბში აღინიშნა სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფარმენტების აქტივობის ტრანზიტორული მატება, რომელსაც იშვიათ შემთხვევბში თან ახლდა ნაღვლის გამოყოფის დარღვევა და სიყვითლე.  სმენის აპარატის მხრივ იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სმენის დოზადამოკიდებული გარდამავლი დარღვევა.  სხვა ძალიან იშვიათად –კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოლზაპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოლზაპის გვერდითი მოვლენებია: ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატება. ასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმას. ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევა, ასთენია, აკატიზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა. იშვიათად ვლინდება ტრანზიტორული, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატება. ერთეულ შემთხვევაში – პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოენზიმ კომპოზიტუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოენზიმ კომპოზიტუმის გვერდითი მოვლენებია:  არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ერითრომოცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერითრომოცინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება ან დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი). პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პულმოქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პულმოქსოლის გვერდითი მოვლენებია: : ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი. მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.  ზომები ჰიპერდოზირების შემთხვევაში. მოწამვლის შემთხვევები არ აღნიშნულა. სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. გამოშვების სავაჭრო ფორმა და შეფუთვის შემცველობა. პულმოქსოლის სიროფი  მუქი მინის ფლაკონში. 1 ფლაკონი (150მლ) და საზომი კეპი(15 მლ, 2,5 მლ და 5 მლ – იანი ნიშნულებით) შეფუთული მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვერაპამილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვერაპამილის გვერდითი მოვლენებია: – წამოხურება, ჰიპერემია, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ბრადიკარდია, გადაღლილობა, გასტროენტერალური დარღვევები – ხშირად შეკრულობა, გულისრევა; – იშვიათად: ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, წერტილოვან-პაპულოზური ეგზანთემა, ანგიონევროზული შეშუპება და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. – ხანგრძლივი თერაპიით ვითარდება გინეკომასტია და ღრძილების ჰიპერპლაზია; ჰეპატოტოქსიურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები