Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით დიოვანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიოვანის გვერდითი მოვლენებია:  ჰიპერტენზია: პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე შეპირისპირებული იყო პლაცებოსთან. 6 თვიანმა გაფართოებულმა გამოკვლევებმა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს დოზით 320 მგ, აჩვენა პლაცებო-კონტროლირებად გამოკვლევებში გამოვლენილთან შეპირისპირებული გვერდითი მოვლენების საერთო რიცხვი. შეტანილია აგრეთვე პოსტმარკეტინგული მონაცემები პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ ჰიპერტეზიის მქონე პაციენტებში. გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე შეფასებულია შემდეგნაირად: "ძალიან ხშირად" ->1/10. "ხშირად" – >1/100-დან, <1/10, "ზოგჯერ" – >1/1000-დან, <1/100, "იშვიათად" – >1/10000-დან, <1/1000, "ძალიან იშვიათად "  -<1/100000. ინფექციები და ინვაზიები: ხშირად: ვირუსული ინფექციები: იშვიათად – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტები, სინუსიტები; ძალიან იშვიათად – რინიტები. სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ნეიტროპენია; ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადებების ჩათვლით. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ზოგჯერ – ჰიპერკალიემია. ფსიქიკის დარღვევები: ზოგჯერ – უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – პოსტურალური თავბრუსხვევა; ზოგჯერ – თავბრუსხვევა; იშვიათად – ვერტიგო. ძალიან იშვიათად – თავის ტკივილი. ზლაბირინთული და მხედველობის მხრივ დარღვევები:ოგჯერ – ვერტიგო. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ -გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი. სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ხველა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად – გულისრევა. კანისა და კანქვეშა დარღვევები: ძალიან  იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ტკივილი ზურგში; ძალიან იშვიათად ართრალგია, მიალგია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა. ზოგადი დარღვევები: ზოგჯერ – სისუსტე, ასთენია, შეშუპება. გულის უკმარისობა: ორმაგ არახანგრძლივ გამოკვლევებში, რომელიც ჩაუტარდათ გულის უკმარისობით დაავადებულებს, ასევე Val HeFT გამოკვლევის პირველი 4 თვის მონაცემებით, პრეპარატს გარკვეული კავშირი ჰქონდა ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების წარმოქმნასთან, რომელიც აღინიშნა 1%-ზე მეტი სიხშირით და უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. ყველა ავადმყოფს უტარდებოდა გულის უკმარისობის სტანდარტული თერაპია, ხშირად კომპლექსური თერაპია, რომელიც ითვალისწინებდა დიერეზულ საშუალებებს, სათითურას პრეპარატებს, ბეტა-ბლოკატორების ან აგფ-ინჰიბიტორებს. გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ვალსარტანის ხანგრძილვი გამოყენების დროს დამატებით გვერდითი ეფექტები არ აღნიშნულა. პოსტინფარქტული მდგომარეობები: ორმაგ ბრმა რანდომიზირებული, აქტიურად კონტროლირებად VALIANT გამოკვლევებში, რომელიც ჩატარდა პარალელურ ჯგუფებში, ადარებდნენ ვალსარტანით, კაპტოპრილით და მათი კომბინირებით ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას მაღალი რისკის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. ვალსარტანის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს და დაავადების ეტიოლოგიას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რისკის ფაქტორებს და დაავადების კლინიკურ სურათს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდენ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდებოდა უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებული იყო ძირითად დაავადებასთან, რაც აისახებოდა პირველადი ეფექტურობით, ლეტალური გამოსავლის ყველა შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ იწვევენ ლეტალურ გამოსავალს და რომლებიც სავარაუდოდ უკავშირდება გამოსაკვლევ ნივთიერებას, ვითარდებოდა ≥0.1% შემთხვევებში. ამ მოვლენებს მიეკუთვნება ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობა შეუწყდა 5.8% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 7.7% პაციენტს, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები: იშვიათ შემთხვევებში ვალსარტანის გამოყენებას შესაძლებელია თან ახლდეს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება. კონტროლირებად კლინიკურ გამომკვლევებში 0.8% და 0.4 ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს,  აღინიშნა ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის არსებითი დაქვეითება (>20%) შედარებისთვის – იმ ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის დაქვეითება აღნიშნა შემთხვევათა 0.1%-ში. ნეიტროპენია გამოვლინდა 1.9% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდენ ვალსარტანს და 1.6% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორს. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში გამოვლინდა კრეატინინის კალიუმისა და საერთო ბილირუბინის დონეთა არსებითი მატება სისხლის შრატში, შესაბამისად 0.8% 4.4% და 6% ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 1.6%, 6.4% და 12.9% ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს. არსებობს ცნობები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატების შემთხვევებისა ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს. გულის უკმარისობის დროს კრეატინინის დონის მომატება 50%-ზე ზევით აღინიშნა ავადმყოფთა 3.9%-ში, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, პლაცებოს ჯგუფში 0.9%-თან შედარებით. ამასთან შრატში კალიუმის დონის მომატება 2-ზე ზევით აღინიშნა 10.0% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ დიოვანს, და 5.1% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 4.2% პაციენტეთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსატრანს, 4.8% პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს და კაპტოპრილს ერთად, და 3.4% პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ კაპტოპრილს პოსტინფარქტულ პერიოდში, აღინიშნა კრეატინინის დონის გაზრდა შრატში 2-ჯერ. გამოკვლევებში, რომელიც მიეძღვნა გულის უკმარისობას შარდოვანას აზოტის დონის  მომატება აღინიშნა 16.6% ავადმყოფთან, რომლებიც ღებულობდნენ ვალსარტანს, და 6.3% პაციენტთან პლაცებოს ჯგუფიდან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეტამბუტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტამბუტოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრისხვევა, თავის ტკივილები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის გაუარესება (ცენტრალური ან პერიფერიული მხედველობის დაქვეითება, სკატომის წარმოქმნა), ფერების აღქმის მოშლა (ძირითადად, წითელი და მწვანე ფერების), დეზორიენტაცია სივრცეში. საჭმლის მონელების სისტემის მხრივ: გულისრევა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, შრატისმიერი ტრანსამინაზების დონის მომატება. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, კანზე გამონაყარი. სხვა რეაქციები (რომლებიც იშვიათად ვლინდება): ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდმჟავის კლირენსის შემცირება, გასტრიტი, ნიკრისის ქარის შეტევები, ხველის გაძლიერება, ნახველის რაოდენობის მომატება, სისხლჩაქცევა ბადურაში. ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დინდგელის მალამოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დინდგელის მალამოს გვერდითი მოვლენებია: დინდგელის მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლატენსინ D6 წვეთები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: Latensin-ი ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილზე აღინიშნება სიწითლე, რომელიც სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად სწრაფად ქრება. ასეთი რეაქცია შეიძლება შევაფასოთ არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც მისი ეფექტურობის გამოვლენა უკუჩვენებები ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლესეტრინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლესეტრინის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლო გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ ორგანიზმის სისტემებისა და განვითარების სიხშირის მიხედვით: ხშირი (≥1/10); არახშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე); ძალიან იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე).  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი – თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა; იშვიათი – ასთენია; ძალიან იშვიათი – აგრესია, აღგზნება, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, დეპრესია, მხედველობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი – დისპნოე.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირი პირის სიმშრალე; იშვიათად – ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად – გულისრევა, ფაღარათი, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შემცვლა.  ძვალ-კინთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – მიალგია.  ნივთიერებათა ცვლს მხრივ: ძალიან იშვიათი – წონის მომატება.  ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რაბეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაბეზოლის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ფაღარათი, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა; იშვიათად – ანორექსია; ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია, უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა.  სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: იშვიათად – თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია.  დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – სახის შეშუპება, ქოშინი, ერითემა, ბულოზური გამონაყარი (რეაქციები ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ). პრეპარატი კარგად აიტანება პაციენტების მიერ. გვერდითი მოვლენები მთლიანობაში სუსტად ან ზომიერად გამოხატულია და ატარებენ ტრანზიტორულ ხასიათს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროგესტერონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროგესტერონის  გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა ან თავბრუსხვევა, რომელიც ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ. მენსტრუალური ციკლის შემოკლება და შუალედური სისხლდენა. ზემოთჩამოთვლილი არასასურველი მოვლენები შეიმჩნევა მხოლოდ პრეპარატის პერორალური მიღების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიმენჰიდრინატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიმენჰიდრინატის გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაკლიტაქსელ-ლენსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაკლიტაქსელ-ლენსის გვერდითი მოვლენებია:  – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია; – პერიფერიული ნეიროპათია; – ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი); – ალოპეცია; – არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, არითმია; – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუკოზიტი, მადის დაქვეითება; – ართრალგია, მიალგია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპერემია, თრომბოფლებიტი პრეპარატის შეყვანის ადგილას; – შესაძლებელია სისხლში ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის გაზრდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარსილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარსილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, კარსილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.  სამკურნალო საშუალება კარგად გადაიტანება. იშვიათად, ერთეულ შემთხვევებში და ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობისას, შესაძლებელო გვერდითი მოვლენები: ა: დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, დიარეა; ერთეულ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე და ქავილი; ძალიან იშვიათად შესაძლებელია არსებული ვესტიბულარული დარღვევების გაძლიერება (გულისრევა, თავბრუსხვევა). თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები