Category Archives: პრეპარატების გვერდითი მოვლენები

იცით ციკლოფოსფამიდი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოფოსფამიდი  გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიკური ეფექტები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისას. ლეიკოპენიის დროს ჰემოპოეზის აღდგენა ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან 7-10 დღის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინალურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე. კანის მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმების ზრდა იწყება მკურნალობის კურსის დამთავრებისას ან მისი გახანგრძლივების შემთხვევაში. ხანდახან მკურნალობის პროცესში ვითარდება კანზე გამონაყარი. პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი: ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათად ზემოაღნიშნული შემთხვევები ატარებენ მძიმე ხასიათს და შესაძლებელია გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი. ასევე მოსალოდნელია შარდის ბუშტის ფიბროზი, რომლის თანმხლებია ცისტიტი და/ან მის გარეშე, რომელიც იშვიათად ატარებს გავრცელებულ ხასიათს. შარდში შესაძლებელია შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ცისტიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს ჰიდრატაცია. ჰემორაგიული ცისტიტის მძიმე ფორმის არსებობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ინფექციები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის იმუნოსუპრესია შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული. აღნიშნული დაავადებების გამოვლენისას პრეპარატით მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება. პრეპარატის დოზით 4.5-10 გ/კვ.მ (120-დან 270 მგ/კგ) რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კარდიოტოქსიკურობის ნიშნები, ჩვეულებრივ სიმსივნის საწინააღმდეგო ინტენსიური კომბინირებული თერაპიის დროს. ამასთანავე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე ხარისხის გულის შეგუბებით უკმარისობას ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით, რაც განპირობებულია ჰემორაგიული მიოკარდიტით. ელექტროკარდიოგრაფიული ან ექოკარდიოგრაფიული კვლევებით პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ კარდიოტოქსიკურობა გამოწვეული პრეპარატის მაღალი დოზის გამოყენებით, არ აღინიშნებოდა მიოკარდის მდგომარეობის მხრივ რაიმე ნარჩენი ცვლილებები. პრეპარატი აძლიერებს დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიკურ მოქმედებას. სასუნთქი გზების მხრივ: არსებობს მონაცემები ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა. პრეპარატს შესწევს უნარი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში გამოიწვიოს სტერილობა, რომელიც ზოგიერთ პაციენტებში ატარებს შეუქცევად ხასიათს. ქალების დიდ ნაწილში ვითარდება ამენორეა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში რეგულარული მენსტრუალური ციკლი აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ გოგონებში, მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად, ისევე როგორც ნორმალურად მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, შემდგომში ჩასახვისათვის მზად ყოფნით. მამაკაცებში პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია ოლიგოსპერმიის ან აზოოსპერმიის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტესტოსტერონის ნორმალური სეკრეციის ფონზე გონადოტროპინის დონის მომატებასთან. აღნიშნულ პაციენტებში ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება არ აღინიშნება. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ ვაჟებში მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად მოსალოდნელია ოლიგოსპერმიის. ან აზოოსპერმიის და გონადოტროპინების სეკრეციის მომატება. შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა ხარისხის ატროფია. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული აზოოსპერმია, ატარებს შექცევად ხასიათს, მაგრამ დარღვეული ფუნქციის აღდგენა მოსალოდნელია მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. კანცეროგენობა: ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ პრეპარატით მკურნალობა მონოთერაპიით ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, აგრეთვე მკურნალობა სხვა მეთოდებით ვითარდებოდა მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ხშირად ეს იყო შარდის ბუშტის სიმსივნეები (ჩვეულებრივ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე დაავადებულნი იყვნენ ჰემორაგიული ცისტიტით), მიელოპროლიფერაციული ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები. მეორადი სიმსივნეები შედარებით ხშირად ვითარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პირველადი მიელოპროლიფერაციული ავთვისებიანი სიმსივნეები, ან კეთილთვისებიანი დაავადებები, ასევე იმუნური პროცესის დარღვევები. ზოგ შემთხვევებში მეორადი სიმსივნეები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტაბიოტიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაბიოტიკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნასობეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნასობეკის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ პრეპარატი გადაიტანება კარგად. აღწერილია ლორწოვანი გარსის სიმშრალისა და გაღიზიანების, ყნოსვისა და გემოს შეცვლის, ცხვირიდან სისხლდენების, მხედველობის დაქვეითების (თვალისშიდა წნევის მომატების შედეგად) იშვიათი შემთხვევები. გამონაკლისად იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია. იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობა, გამოვლენილი ჭინჭრის ციების, ქავილის, ერითემის, თვალების, სახის და ხორხის შეშუპების სახით. პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით – 400 მგ/დღ მეტი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, რომელიც ლაგდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გატარების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცინარიზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცინარიზინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, აკომოდაციის მოშლა, დიზურია. იშვიათად ვითარდება საერთო სისუსტის სიმპტომები, გადაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, კანზე ალერგიული რეაქციები. პრეპარატის ხანგრძლივად და 150 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები და არტერიული წნევის დაქვეითება. იშვიათად აღინიშნება: თავის ტკივილი, სხეულის წონის მომატება, გაძლიერებული ოფლდენა. ბრტყელი ლიქენის განვითარება, კანის ლუპოიდური ცვლილება და ქოლესტაზური სიყვითლე. ინტენსიური, არასასურველი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აზაპენტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზაპენტოლის გვერდითი მოვლენებია: ჩვენების მიხედვით რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას გვერდითი რეაქციები: გამოვლენილი არ არის. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით L-თიროქსინი 50-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

L-თიროქსინი 50-ის გვერდითი მოვლენებია: სათანადოდ გამოყენებისას, პრეპარატით მკურნალობის დროს გვერდითი მოქმედებების განვითარება საშიში არ არის. თუ ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დანიშნული დოზის აუტანლობა ან ადგილი აქვს ჭარბ დოზას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში დოზის სწრაფად გაზრდის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ტიპიური გამოვლინებები (იხ. ნაწილი " ჭარბი დოზა "). ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პრეპარატის სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს ან ტაბლეტების მიღება რამოდენიმე დღით უნდა შეწყდეს. გვერდითი მოვლენების გაქრობისთანავე, შეიძლება მკურნალობის გაგრძელება პრეპარატის ფრთხილი დოზირებით. ჰიპერმგრძნობელობისას, ლევოთიროქსინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, შესაძლოა განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, ბრონქების კუნთების სპაზმი, რომელსაც ახლავს მოგუდვის შეგრძნება (ბრონქოსპაზმი) და ყელის შეშუპება. ერთეულ შემთხვევებში აღწერილია მძიმე ალერგიული შოკის განვითარება. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლინებისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადრენალინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადრენალინის გვერდითი მოვლენებია: არტერიული წნევის მომატება, გულის არიტმიები, ტაქიკარდია, რეტროესტერნული ტკივილები და ზოგჯერ სინკოპე. ასევე შეიძლება განვითარდეს: ტრემორი, აგზნება, გაღიზიანება, თავის ტკივილი, უძილობა, დისპნოე, ჭარბი ნერწყვდენა, ოფლიანობა, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, გლუკოზისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციკლოდერმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოდერმის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამიაკის ხსნარი 10%-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამიაკის ხსნარი 10%-ის გვერდითი მოვლენებია: განუზავებელი ხსნარის მიღება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დამწვრობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორმოსტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორმოსტოპის გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება. გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები