Category Archives: პრეპარატები ორსულობისას

ნასოალდო / Nasoaldo ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნასოალდო –  თუ თქვენ ხართ ორსულად და მეძუძური დედა, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს სანამ გამოიყენებთ პრეპარატს. არ არსებობს ინფორმაცია ორსულებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენებისა და  დედის რძეში მომეტაზონის ფუროატის გამოყოფის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნასენი / Nasen ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნასენი –  ორსულობა: ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, მოერიდეთ ზოლპიდემის და სხვა საძილე საშუალებების მიღებას. ორსულობის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების ან მათი მსგავსი პრეპარატების მუდმივი მიღების შედეგად, ბავშვს შეიძლება ფიზიკური დამოკიდებულება განუვითარდეს, რასაც შედეგად პოსტნატალურ პერიოდში აბსტინენციის სიმპტომების გაჩენა მოყვება. ორსულობის გვიან ფაზაში ან მშობიარობისას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით ზოლპიდემის გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ფარმაკოლოგიურმა ზემოქმედებამ ნეონატალურად შეიძლება ჰიპოთერმია, ჰიპოტონია და საშუალო ხარისხის სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. ლაქტაცია: ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ზოლპიდემი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნაროპინი – NAROPIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაროპინი – ფეხმძიმობა და ლაქტაცია: ფეხმძიმობა როპივაკაინის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და აგრეთვე მისი ტერატოგენული ეფექტი არ არის გამოვლენილი. ქალებში ნაყოფის განვითარებაზე როპივაკაინის შესაძლებელი მოქმედების შეფასების მიზნით კვლევები ჩატარებული არ არის. ფეხმძიმობის დროს ნაროპინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია კლინიკური სიტუაციით (მეანობაში ანესთეზიისათვის ან ანალგეზიისათვის პრეპარატის გამოყენება კარგად არის დასაბუთებული). კვლევები პრეპარატის მოქმედების შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე ჩატარდა ცხოველებზე. ვირთაგვებზე კვლევის დროს როპივაკაინმა არ გამოავლინა გავლენა რეპროდუქციაზე ორ თაობაში. ფეხმძიმე ვირთაგვებში პრეპარატის მაქსიმალური დოზის შეყვანის დროს აღინიშნებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის გაზრდა მშობიარობის შემდეგ პირველ სამ დღეში, რაც შესაძლოა აიხსნას დედაზე როპივაკაინის ტოქსიკური ეფექტით, რაც იწვევს დედობრივი ინსტინქტის დარღვევას. ბოცვრებზე და ვირთაგვებზე ტერატოგენურობის კვლევამ არ გამოავლინა ორგანოგენეზსა ან ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზე როპივაკაინის გვერდითი ეფექტები. აგრეთვე, პრეპარატის მაქსიმალურად ამტანი დოზის მიღების დროს ვირთაგვებზე პერინატალური და პოსტნატალური კვლევების მსვლელობაში გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარების ბოლო სტადიაზე, სამშობიარო ქმედებაზე, ლაქტაციაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე ან შთამომავლობის ზრდაზე არ აღინიშნა. როპივაკაინის ბუპივაკაინთან პერინატალური და პოსტნატალური შედარებითი კვლევების მსვლელობაში ნაჩვენებია, რომ როპივაკაინისგან განსხვავებით ბუპივაკაინის ტოქსიკური გავლენა აღინიშნა პრეპარატის მნიშვნელოვნად დაბალი დოზების დროს და სისხლში შეუკავშირებელი ბუპივაკაინის უფრო დაბალი კონცენტრაციის დროს. ლაქტაცია დედის რძეში როპივაკაინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შესწავლილი არ არის. ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებენ ახალშობილები შეადგენს დედისთვის შესაყვანი დოზის დაახლოებით 4% (რძეში პრეპარატის კონცენტრაცია/პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია). როპივაკაინის საერთო დოზა, რომელიც მოქმედებს ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში, მნიშვნელოვნად დაბალია დოზაზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს ნაყოფში მშობიარობის დროს დედისთვის მისი შეყვანის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დედისათვის პოტენციური სარგებლობის და ჩვილისათვის შესაძლო რისკის შეფარდების განსაზღვრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნანო მელატონინი / Nano Melatonin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნანო მელატონინი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნანიპრუსი / NANIPRUS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნანიპრუსი – ორსულობა და  ლაქტაცია მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.              ორსულობისას ყურადღებით უნდა შეფასდეს სარგებელი/ რისკის შეფარდება ნანიპრუსით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში. მეძუძური დედების ნანიპრუსით მკურნალობის აუცილებლობის  შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნალოქსონი / NALOXON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნალოქსონი – ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნალოქსონის გამოყენება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნალგეზინი / Nalgesin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნალგეზინი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ნალგეზინი არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნაკომი / Nakom ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაკომი – ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატი ნაკომის® ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე გამოკვლეული არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებულია მონაცემები იმის შესახებ, რომ ლევოდობა, ასევე, კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაცია კურდღელებში ვისცერალური ორგანოებისა და ჩონჩხის მანკების განვითარებას იწვევდა. ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატი ნაკომის® დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა შეაფასოს მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და შესაძლო რისკი ორსულობის შემთხვევაში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბიდოპა დედის რძესთან ერთად. პარკინსონით დაავადებული ერთი მეძუძური პაციენტის დედის რძეში ლევოდოპა იყო აღმოჩენილი. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე ის, რომ არსებობს ახალშობილებში გამოხატული გვერდითი რეაქციების რისკი, დედისთვის თერაპიის მნიშვნელობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება პრეპარატი ნაკომის® მიღების შეწყვეტის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნაკლოფენი / Naclofen ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაკლოფენი –  დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. დიკლოფენაკის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკი ლაქტატში აღწევს უმნიშვნელო რაოდენობით, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნაისი – NAIS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაისი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი