Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება აზიტრომიცინი?

აზიტრომიცინის გამოყენების ჩვენებებია: აზითრომიცინი ნაჩვენებია საეჭვო ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბრონქიტის და პნევმონიის, ასევე კანის და რბილი ქსოვილის ინფექციების დროს. სქესობრივად გადამდები დაავადებების შემთხვევაში ქალებსა და მამაკაცებში აზიტრომიცინი გამოიყენება Chlamidia trachomatis – ით გამოწვეული სქესობრივი ინფექციების იოლი ფორმების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ომნიპაკი?

ომნიპაკის გამოყენების ჩვენებებია: სისხლძარღვშიგა გამოყენება: ანგიოგრაფია ფილტვების, თავის, კისრის, ტვინის, მუცლის ღრუს, თირკმელების; ანგიოკარდიოგრაფია, აორტოგრაფია, ფლებოგრაფია, უროგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია. სუბარახნოიდალური გამოყენება: ლუმბალური მიელოგრაფია, გულმკერდის მიელოგრაფია; ცერვიკალური მიელოგრაფია, ბაზალური ცისტერნების კომპიუტერული ტომოგრაფია. ღრუსშიგა შეყვანა: ართროგრაფია; რეტროგრადული ენდოსკოპიური პანკრეატოგრაფია და ქოლანგიოპანკრეატოგრაფია; ჰერნიოგრაფია; ჰისტეროსალპინგოგრაფია; სიალოგრაფია. პერორალური გამოყენება: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამინოვენი?

ამინოვენის გამოყენების ჩვენებებია: სრული ან ნაწილობრივი პარენტერალური კვება. ამინომჟავების ხსნარებს ჩვეულებრივ იყენებენ საკმარისი რაოდენობით ენერგიის წყაროსთან (გლუკოზა, ცხიმოვანი ემულსიები) კომბინაციაში; ცილების დანაკარგის პროფილაქტიკა და თერაპია, როცა პერორალური და ენტერალური კვება შეუძლებელია, არასაკმარისია ან უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი?

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი, ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში. ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებისა და ტაქიარითმიის დროს, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში; პარკუჭების ფიბრილაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოსტეოვიტი?

ოსტეოვიტის გამოყენების ჩვენებებია: – კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა ან დეფიციტის განვითარების   მაღალი რისკი – გლუკოკორტიკოიდებისა და თირეოიდული ჰორმონების  ხანგრძლივი გამოყენება; – ოსტეოპოროზის  პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; – კლიმაქტერული პერიოდი; – ხშირი მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტრავმული რეგენერაციის შენელება; – თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; – სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვისას; – ხშირი კარიესი, მტვრევადი თმა და ფრჩხილები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კაბოტრიმი?

კაბოტრიმის გამოყენების ჩვენებებია: ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი; ჰიპეპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში – ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში – იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება); ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით). იდიოპათიური ჰიპეპროლაქტინემია ან “ცარიელი” თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპეპროლაქტინემიასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ომესამი ჟელი?

ომესამი ჟელის გამოყენების ჩვენებებია: • ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა • მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება • ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა • ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით • რაქიტი, მოტეხილობები • კოგნიტური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება • იმუნური სისტემის გაძლიერება • თვალის დაავადებები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კარბოზინი?

კარბოზინის გამოყენების ჩვენებებია: კარბოპლატინი ნაჩვენებია, საკვერცხეების შორსწასული ან მეტასტაზური კარცინომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც სტანდარტული კომბინაციური მკურნალობა უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლიმენდა?

ლიმენდას გამოყენების ჩვენებებია: – ვაგინალური კანდიდოზი; – ბაქტერიული ვაგინოზი; – ბაქტერიული ვაგინიტი; – ტრიქომონადური ვაგინიტი; – შერეული ვაგინალური ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კალვაკელ D4 (ნატუროპათი)?

კალვაკელ D4 (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია:  – სისხლდენებისადმი მიდრეკილება, როგორიცაა: ცხვირიდან და საშვილოსნოდან სისხლდენა – გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა შეგუბებითი მოვლენებით – ჰიპოქსემია – გამონაყარი კანზე – ტკივილი კუჭის არეში – დიარეა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი