Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება მაბტერა?

მაბტერას გამოყენების ჩვენებებია: მორეციდივე ან ქიმიორეზისტენტული ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის ან ფოლიკულური, CD20 დადებითი, B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით. პირველი რიგის არჩევის პრეპარატი CD20 დიფუზური მსხვილი B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ CHOP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. პირველი რიგის არჩევის პრეპარატი ფოლიკულური, CD20 დადებითი, B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ CVP ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. დაბალი ხარისხის, CD20 დადებითი, B-უჯრედული არაჰოჯკინის ლიმფომის შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში დაავადების სტაბილიზაციით ან CVP ქიმიოთერაპიით პირველი რიგის მკურნალობისას მიღწეული ნაწილობრივი ან სრული პასუხის შემთხვევაში აქტიური რევმატოიდული ართრიტის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნათ არაადექვატური პასუხი ან აუტანლობა ერთი ან მეტი სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორის (TNF) ინჰიბიციური თერაპიის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლიზლი?

ლიზლის გამოყენების ჩვენებებია: • სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, მუკოვისციდოზი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქოექტაზიური დაავადება; • ბრონქებსა და ფილტვებში შეგუბებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკა (ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ტრავმების დროს და სხვა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ალფლუტოპი-გელი?

ალფლუტოპი-გელის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: დეგენერაციული ხასიათის რევმატიული დაავადებები (გონართროზი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი); რევმატიზმის ანთებითი ფორმები; პოსტტრავმული ტკივილით მიმდინარე დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კალციუმის ფოლინატი?

კალციუმის ფოლინატის გამოყენების ჩვენებებია: მეტოტრექსატის ტოქსიკური მოქმედების პროფილაქტიკა და მკურნალობა; მეგალობლასტური ანემიის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით; მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს პალიატიური მკურნალობა (კომბინაციაში ფტორურაცილთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლიზიგამა?

ლიზიგამას გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული); გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კანეფრონი H?

კანეფრონი H-ის გამოყენების ჩვენებებია: ცისტიტი, პიელონეფრლონეფრიტი (მათ შორის ორსულობის დროს, ექიმის რეკომენდაციით), გლომერულონეფრიტი, ნეფროუროლითიაზი (პროფილაქტიკა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კავსურონი?

კავსურონის გამოყენების ჩვენებებია: კავსურონი გამოიყენება როგორც ხველების შემაჩერებელი და ამოსახველებელი საშვალება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ყივანახველას, ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ბრონქოლიზურ საშვალებებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამიოდარონი?

ამიოდარონის გამოყენების ჩვენებებია: რიტმის პაროქსიზმული (შეტევითი) დარღვევის მკურნალობა და პროფილაქტიკა (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია WPW სინდრომის ჩათვლით; პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების თრთოლა, სინუსური ტაქიკარდია); ესქსტრასისტოლიები (სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი); სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კანდიბიოტიკი?

კანდიბიოტიკის გამოყენების ჩვენებებია: გარე და შიდა ყურის ალერგიული და ანთებითი დაავადებები; ოტორეა; პრეპარატების მიკროორგანიზმებზე მგრძნობელობით გამოწვეული გარე და შიდა ყურის ინფექციების სამკურნალოდ, ქირურგიული ჩარევები დვრილისებრ წანაზარდზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კარდიტონი?

კარდიტონის გამოყენების ჩვენებებია: – სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე; – კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა); – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია; – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში; – ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები; – კარნიტინის პირველადი(გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები თირკმლის უკმარისობით; – თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე; – ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები; – მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია); – სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი