Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ლიდოკაინი® აეროზოლი?

ლიდოკაინი® აეროზოლის გამოყენების ჩვენებებია: ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ყველა შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კანისა ან ლორწოვანი გარსის ანესთეზია. სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები. ინექციის ადგილის ანესთეზია ადგილობრივი საინექციო საანესთეზიური საშუალების შეყვანამდე: – ზედაპირული აბსცესების გაკვეთა, მოძრავი სარძევე კბილის ან ძვლოვანი ფრაგმენტის ამოღება, ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ძაფების ამოღება. ფრჩხილის ანესთეზია, გვირგვინის ან ხიდისებრი პროთეზის დაფიქსირებამდე. პრეპარატის გამოყენება. ასევე, შეიძლება კბილის ქვის ხელით ან ინსტრუმენტული მეთოდით ამოსაღებად ან გადიდებული კბილთაშორისი დვრილის გასაკვეთად. – ლიდოკაინის აეროზოლი აქვეითებს ან თრგუნავს ხახის გაძლიერებულ რეფლექსს ანაბეჭდის მომზადებისა ან რენტგენული ფირის მოთავსების წინ. პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ანაბეჭდის ელასტიურ მასალებთან ერთად. ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია, როდესაც ანაბეჭდის მოსამზადებლად იხმარება თაბაშირი. – ბავშვებისათვის ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ფრენულტომიისათვის და სანერწყვე ჯირკველის კისტების გასაკვეთად. ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან ზედაპირულ სიმსივნეთა ამოკვეთა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამბროქსოლი?

ამბროქსოლის გამოყენების ჩვენებებია: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის ელიმინაციის გაძნელება (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი). ბრონქული ასთმა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, პნევმონია, ფილტვების მუკოვისციდოზი; ფილტვებზე ოპერაციის შემდეგ გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. გამოიყენება ბრონქოსკოპიისათვის მოსამზადებლად და ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ორნოვინი?

ორნოვინის გამოყენების ჩვენებებია: – ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა); – პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია; – პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; – გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში – ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით; – ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება; – ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით; – გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი; – დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას; – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; – ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); – ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; – დიაბეტური რეტინოპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ორამინ – E?

ორამინ E-ს გამოყენების ჩვენებებია: – A, B1, B2, B6, C, D, E ვიტამინების მარაგის შევსება შემდეგი მდგომარეობების დროს: დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ზრდა-განვითარების პერიოდი, ასაკოვანი პაციენტები, რეკონვალესცენციის პერიოდი, გონებრივი გადაღლა; – ქსეროფთალმიის, ღამის სიბრმავის სიმპტომების შემსუბუქება; – სისხლის პერიფერიული ცირკულაციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, მენოპაუზა; – ინფარქტის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კანდეზეკ კომბი?

კანდეზეკ კომბის გამოყენების ჩვენებებია: კანდეზეკ კომბი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა უკვე სათანადოდაა კონტროლირებული კანდესარტანის და ამლოდიპინის მეშვეობით ცალკე პრეპარატების სახით, იმავე დოზებით როგორც კანდეზეკ კომბი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოლტარი?

ოლტარის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ოლტარი® 2 მგ ტაბლეტები არის სისხლში შაქრის შემცველობის დამწევი სამკურნალო საშუალება (სულფანილშარდოვანას წარმოებული ნივთიერებების ჯგუფის დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება). გამოყენების სფერო შაქრიანი დიაბეტის გარკვეული ფორმის (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2) სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, თუ დიეტის დაცვა, ფიზიკური აქტივობა და წონის დაქვეითება საკმარისი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამბროქსი-დენკი 60?

ამბროქსი-დენკი 60 გამოყენების ჩვენებებია: ამოსახველებელის სახით ნახველის გამოყოფით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონარული დაავადებების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ავიტინი?

ავიტინის გამოყენების ჩვენებებია: თმის ცვენა; თმის ნელა ზრდა; თმის ღეროების მტვრევადობა; ტეხვადი ფრჩხილები; ფრჩხილების ფენებად დაშლა; სუსტი ფრჩხილები; თმისა და ფრჩხილის ბზინვარების დაკარგვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ალორა?

ალორას გამოყენების ჩვენებებია: უძილობა; დეპრესია; შიშის თანმხლები მდგომარეობები; შფოთვა; დაძაბულობა; ცნს-ის დარღვევებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა; პათოლოგიები კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ; ნევროზულობასთან დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზია; დაძაბულობა და ნევროზულობა მენოპაუზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კარდოლაქსი?

კარდოლაქსის გამოყენების ჩვენებებია: – ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპია ან სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში); – სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა; – გულის რითმის დარღვევა (სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური არითმია, მათ შორის პაროქსიზმული ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, წინაგულების თრთოლვა და ციმციმი, წინაგულოვანი ტაქიკარდია); – მეორადი პროფილაქტიკა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; – ჰიპერთირეოზი (გულის შეკუმშვათა სიხშირის შესამცირებლად); – შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი