Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ჟენ-შენი?

ჟენ-შენის გამოყენების ჩვენებებია: ასთენიური სინდრომი, ნევრასთენიური სინდრომი, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა, მიიღება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად სტრესულ მდგომარეობაში და გარემოს მავნე ზემოქმედების დროს. დაავადების გადატანის შემდეგ ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გონების კონცენტრირებისა და შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლაქტო-გრეიპფრუტი?

ლაქტო-გრეიპფრუტის გამოყენების ჩვენებებია: „ლაქტო – გრეიპრუტი“ რეკომენდირებულია როგორც საჭმლის მომნელებული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებელი და წონის მაკორეგირებელი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი. ის წარმოადგენს ადამიანის ნაწლავის ბაქტერიალურ ფლორას, მონაწილეობს საკვების მონელებაში, ქმნის სრულყოფილ ლორწოვან გარსს და გამოიყენება დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, საკვების სრული მონელებისთვის, წონაში დასაკლებად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნებეტა?

ნებეტას გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერტენზია – ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: გულის იშემიური დაავადება; გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ); – მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის (კომპენსაციის სტადიაში) მკურნალობა სტანდარტულ თერაპიასთან ერთად ხანდაზმულ პაციენტებში (≥70 წელი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოქტამარი?

ოქტამარის გამოყენების ჩვენებებია:  • ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენა • მეხსიერების დაქვეითება • თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევა • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები • მხედველობის ფუნქციის დაქვეითება • სხვადასხვა გენეზის ანემია • რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადების შემდეგ • ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი • მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა • ყურადღების  კონცენტრაციის უნარის დარღვევა • ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი • რაქიტის პროფილაქტიკა  და  მკურნალობა                                         

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დისგრენი?

დისგრენის გამოყენების ჩვენებებია: მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის, სტაბილური ან არასტაბილური სტენოკარდიის ან ინსულტის რისკის შესამცირებლად იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ რომელიმე აღნიშნული შემთხვევა. ის ასევე ნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ჩაუტარდათ კორონარული შუნტირება.  დისგრენი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვიპროსალი B?

ვიპროსალი B გამოყენების ჩვენებებია: როგორც გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილებისას, ნევრალგიისას, რადიკულიტისას და სხვა დაავადებებისას, თანმხლები ტკივილის სინდრომით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დილასიდომი?

დილასიდომის გამოყენების ჩვენებებია: სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობით; სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში (მხოლოდ სისხლის მომიქცევის სტაბილიზაციის შემდეგ); სტენოკარდიის დროს, როცა უკუნაჩვენებია სხვა წამლისმიერი საშუალებების გამოყენება, ან მათი გადაუტანლობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში; მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს (გულის კუნთის სისუსტე) გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად გულის გლიკოზიდები და/ან შარდმდენები; ფილტვის ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიაში წნევის მომატება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გრინტეროლი?

გრინტეროლის გამოყენების ჩვენებებია: –   ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭების დაშლა, –   ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი, –   ღვიძლის  პირველადი ბილიარული  ციროზი დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (სიმპტომური თერაპია), –   სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტი, –  პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი, კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი), –  არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი, –  ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება (ღად), –  სანაღვლე გზების დისკენეზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რეტინოლი?

რეტინოლის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპოვიტამინოზი A, როდესაც არ არის მისი პარენტერალური გამოყენების აუცილებლობა: ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიის გარეშე (თვალებში სიმშრალის შეგრძნება); ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიით; მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკა. კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა დისკერატოზი და ჰიპერკერატოზი, სებორეული ეგზემა, ფოლიკულური კერატოზი, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს დუნე ეპითელიზაციით.; ოტორინოლარინგოლოგიაში: მშრალი ქრონიკული რინოფარინგიტი, ინფექციური დაავადებები, სტრესული მდგომარეობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: კუჭის რეზექცია, ცელიაკია, სპრუ, ადგილობრივი ენტერალური სინდრომი, სტეატორეა, დიარეა, მალაბსორბციის სინდრომი პანკრეასის ფუნქციის უკმარისობით, ქრონიკული პანკრეატიტი. პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს. ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფორმიდრონი?

ფორმიდრონის გამოყენების ჩვენებებია: კანზე წასასმელად მომატებული ოფლიანობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი