Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება დრ. მომი?

დრ. მომის გამოყენების ჩვენებებია: მშრალი და სველი ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობა; სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (მწვავე რესპირატორული დაავადებები, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი); ფილტვების ანთების დროს (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში); სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ("მწეველის ბრონქტიტის" ჩათვლით); პროფესიული "ლექტორის" ლარინგიტი; ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლონიდინი?

კლონიდინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის, ჰიპერტონული კრიზის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეგოს ყვავილი (უკვდავა)?

ნეგოს ყვავილი (უკვდავა) გამოყენების ჩვენებებია: ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიების, ქრონიკული ჰეპატიტის დროს. პრეპარატის ზემოქმედებით ორგანიზმში ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ებრანტილი?

ებრანტილის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერტონული კრიზი, არტერიული ჰიპერტენზიის რეფრაქტერული და მძიმე ხარისხი. მათვადი არტერიული ჰიპოტენზია ქირურგიული ოპერაციის დროს და/ან შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დინდგელის მალამო?

დინდგელის მალამოს გამოყენების ჩვენებებია: ფურუნკულოზის, დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად შეუხორცებადი იარების, ნეიროდერმიტების, ტროფიკული წყლულის, სოკოვანი დაავადებების, პროქტიტის, ვაგინიტისა და საშვილოსნოს ეროზიების სამკურნალო საშუალება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აბიტაქსელი?

აბიტაქსელის გამოყენების ჩვენებებია: საკვერცხეების კიბო – პირველი (პლატინის პრეპარატებთან კომბინაცია) და მეორე ხაზის ქიმიოთერაპია, პროცესის პროგრესირება, პლატინის პრეპარატებისადმი რეზისტენტობა; სარძევე ჯირკვლის კიბო (ანტრაციკლინებთან კომბინაცია, მათდამი რეზისტენტობის შემთხვევაში – მონოთერაპია); ფილტვების არაწვრილუჯრედოვანი კიბო; შარდის ბუშტის გარდამავალუჯრედოვანი კიბო, საყლაპავის კიბო, ლეიკემია, კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქვინაქსი?

ქვინაქსის გამოყენების ჩვენებებია: ხანდაზმულთა კატარაქტა, ტრავმული კატარაქტა, თანდაყოლილი კატარაქტა, მეორადი კატარაქტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქლორჰექსიდინი?

ქლორჰექსიდინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ქირურგიაში სამედიცინო პერსონალის ხელების და ოპერაციის მიდამოს დასამუშავებლად დიაგნოსტიკური მანიპულაციების ან ოპერაციის დროს; აგრეთვე ჭრილობის და მისი ზედაპირის დასამუშავებლად პაციენტის კანის სადეზინფექციოდ, თვალის, შარდის ბუშტის და სხეულის სხვა ღრუების გამოსარეცხად (მხოლოდ 20% და 5% კონცენტრირებული ხსნარები ზედაპირულაქტიური ნივთიერებების გარეშე); იმ ხელსაწყოების (მათ შორის თერმომეტრის) და მოწყობილობების სადეზინფექციოდ, რომელთა თერმული დამუშავება არ არის სასურველი. პრეპარატი გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის, აფექტების, პარადონტიტის, ალვეოლიტის, პროთეზების სადეზინფექციოდ, ანგინის, ყელყურცხვირის მიდამოში ოპერაციისშემდგომ პერიოდში და სტომატოლოგიაში პაციენტის მოვლისათვის (პირის ღრუს გამოსავლები ხსნარი და გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პაკლიტაქსელ-ლენსი?

პაკლიტაქსელ-ლენსის გამოყენების ჩვენებებია: საკვერცხეების კიბო; სარძევე ჯირკვლის კიბო; ფილტვის კიბო; საყლაპავის კიბო; შარდის ბუშტის კიბო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვენლაგამა რეტარდი?

ვენლაგამა რეტარდის გამოყენების ჩვენებებია: დეპრესიისა და შიშების სამკურნალო საშუალება და გამოიყენება: – დეპრესიული დაავადებების დროს თანმდევი შიშის ფაქტორით, – დეპრესიული დაავადებების დროს დამხმარე თერაპიის სახით, განმეორებითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით და აგრეთვე გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისათვის, რომ არ განვითარდეს ახალი დეპრესიული მოვლენები, – სოციალური სტრესისგან, რომელიც ვლინდება შიშის ფაქტორით (სოციალური ფობია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი