Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ენგისტოლი?

ენგისტოლის გამოყენების ჩვენებებია: არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება, განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდი, აფტოზური სტომატიტი; კანის სხვადასხვა დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზემა, ფურუნკულოზი და სხვა.); სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ყივანახველა, პნევმონია, ასთმა); გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – სეპტიკური ენდოკარდიტი; შაკიკის, ნევრალგიების, კაუზალგიის, ყველა სახის და ლოკალიზაციის ალერგიები (გაზაფხულის სურდოს ჩათვლით); რევმატიული დაავადებები, პოდაგრა; თირკმლების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტმის დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნულოქს სფიდიტაბს?

ნულოქს სფიდიტაბს გამოყენების ჩვენებებია: ნულოქს სფიდიტაბსი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ანთების და ტკივილის შესამცირებლად. (ოროდისპერსიულია ისეთი ტაბლეტები, რომლებიც ადვილად იხსნება პირში). ნულოქს სფიდიტაბსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: • ოსტეოართრიტის მწვავე შეტევის სიმპტომების ხანმოკლე მკურნალობა; • ქვემოთ მოცემული სიმპტომების ხანგრძლივი მკურნალობა: – რევმატოიდული ართრიტი; – მაანკილოზირებელი სპონდილიტი (ხერხემლის დაავადება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როტალუდი?

როტალუდის გამოყენების ჩვენებებია: ჩონჩხის კუნთების მტკივნეული სპაზმი: – განპირობებული ხერხემლის სტატიკური და ფუნქციური დაზიანებით (კისრის და წელის სინდრომები); – წარმოშობილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ (მაგ. მალთაშუა დისკის თიაქრის ან თეძოს ოსტეოართრიტის გამო). ნევროლოგიური დაავადებებით განპირობებული ტკივილი და სპასტიურობა: გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული მიელოპათია, ზურგის ტვინის დეგენერაციული დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინში, ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმები, ცერებრული დამბლა, ცენტრალური წარმოშობის კრუნჩხვები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დოსტინექსი?

დოსტინექსის გამოყენების ჩვენებებია: ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტა ან ლაქტაციის ხელოვნურად დათრგუნვა: დედის სურვილის მიხედვით. ან იმ შემთხვევაში, როდესაც ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისათვის. მკვდრადშობილი ნაყოფი ან აბორტი; ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობა (ქალებში – ამენორეა, ოლიგომენორეა, ანოვულაცია, გალაქტორეა, უნაყოფობა, მამაკაცებში – იმპოტენცია. ლიბიდოს დაქვეითება); ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობა (მიკრო და მაკროპროლაქტინემიით); იდიოპათიური ჰიპერპროლაქტინემია ან "ცარიელი" თურქული კეხის სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას ასოცირებულს ჰიპერპროლაქტინემიასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიარჰელ S?

დიარჰელ S გამოყენების ჩვენებებია: მწვავე და ქრონიკული დიარეა, გასტროენტერიტი, დისპეფსია, დიზენტერია, მეტეორიზმი, რომლის მიზეზედაც გვევლინება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები; როგორც დამხმარე საშუალება, ქრონიკული პანკრეატიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლანგიტის, ქოლესცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დისბაქტერიოზების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დათვის კენკრას ფოთოლი?

დათვის კენკრას ფოთოლის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, დიურეზული და ანტიმიკრობული საშუალება. გამოიყენება შარდის ბუშტის, საშარდე გზების, ურეთრიტებისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. მცენარე ავლენს მადეზინფიცირებელ, ანთების საწინააღმდეგო და დიურეზულ მოქმედებას, იწვევს საშარდე გზების გასუფთავებას ბაქტერიული ფლორისაგან და ამცირებს ანთებით პროცესს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი?

დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენების ჩვენებებია: • კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები; • ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;  • მიკოზი;  • ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;  • პროსტატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დექსაპოსი?

დექსაპოსის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები: – თვალის წინა მონაკვეთის ანთება (კონიუქტივიტი, სკლერიტი, ღრმა კერატიტი ეპითელის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი); – თვალის უკანა მონაკვეთის ანთება (ქორიოიდიტი, ქორიოერეტინიტი); – სიმპათიური ოფტალმია. თვალის ალერგიული დაავადებები: – ალერგიული კონიუქტივიტი და კერატოკონიუქტივიტი; – გაზაფხულის კატარი. ანთებითი მოვლენების მკურნალობა და პროფილაქტიკა ოპერაციის და ტრავმის შემდგომ პერიოდებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კეტოლონგი?

კეტოლონგის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ტრავმების და ოპერაციის შემდგომი ზომიერი და ძლიერი ფორმით გამოხატული ტკივილის დროს. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ტკივილის ქრონიკული სინდრომის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება INF-α – ინტერფერონ ალფა, ლეიკოციტური (ნატუროფატი)?

INF-α – ინტერფერონ ალფა, ლეიკოციტური (ნატუროფატი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი