Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ნეო პეკეს პრობიოტიკი?

ნეო პეკეს პრობიოტიკის გამოყენების ჩვენებებია: • ნაწლავური დისბიოზის  პროფილაქტიკა და მკურნალობა • მწვავე ნაწლავური ინფექციები • დისპეფსიური  სინდრომი  – დიარეა, ყაბზობა • ფსევდომემბრანოზული კოლიტი • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი • ლაქტოზის აუტანლობა • ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დოპელჰერც აქტივი A-დან Zn-მდე?

დოპელჰერც აქტივი A-დან Zn-მდე გამოყენების ჩვენებებია: • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა • მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო – და მიკროელემენტებზე (სტრესული მდგომარეობა ან გადაღლა, დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის) • ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების მომატება, კერძოდ სპორტსმენებში. • არასრული ან არაბალანსირებული კვება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოვონია საინჰალაციო წვეთები?

კოვონია საინჰალაციო წვეთების გამოყენების ჩვენებებია: კოვონია წვეთები გამოიყენება სურდოს, ჭინჭრის ციების და ცხვირის გაგუდვის სიმპტომების მოსახსნელად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პატანოლი?

პატანოლის გამოყენების ჩვენებებია: ალერგიული კონიუნქტივიტები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოქტენისეპტი?

ოქტენისეპტის გამოყენების ჩვენებებია: ანტისეპტიკური ვაგინალური ხსნარი განკუთვნილია სხვადასხვა ბაქტერიებით, სოკოებითა და საფუარებით, პროტოზოებითა და ვირუსებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების დამხმარე მკურნალობისათვის. ინფექციები: – ბაქტერიული ვაგინიტი – ბაქტერიული კოლპიტი – ბაქტერიული ფლუორვაგინალისი – შერეული ბაქტერიული ინფექციები – ვულვოვაგინალური კანდიდოზი – ტრიქომონული ვაგინიტი – სასქესო ორგანოების ჰერპესი – ვაგინალური და ტრანსვაგინალური გამოკვლევის ჩატარებამდე IUP-ის ჩადგმამდე – ვაგინალური, უროლოგიური და პროქტოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე  მიკრობიოლოგიური ეფექტურობა ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის ფართო და ბალანსირებული მიკრობიოლოგიური ეფექტურობა გამოცდილი და დადასტურებულია როგორც ლაბორატორიული გამოკვლევებით, აგრეთვე კლინიკური ცდებით. ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ: – ბაქტერიები – სოკოები – ტრიქომონოზური ვაგინიტი – სასქესო ორგანოების ჰერპესი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლოსტილბეგიტი?

კლოსტილბეგიტის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის აქტიური ნივთიერება ესტროგენების ანტაგონისტია, რომელიც ახდენს ოვულაციის სტიმულირებას. გამოიყენება ქალებში უშვილობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ და ორსულობის ინდუქციისთვის. პრეპარატი, ასევე გამოიყენება მენსტრუალური ფუნქციის დარღვევის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ. კლოსტილბეგიტი შეიძლება გამოიყენებოდეს ოლიგოსპერმიის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნასენი?

ნასენის გამოყენების ჩვენებებია: ნასენი გამოიყენება როგორც უძილობის სამკურნალო სწრაფად მოქმედი საშუალება. ბენზოდიაზეპინები და მსგავსი მოქმედების პრეპარატები გამოიყენება უძილობის მხოლოდ მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ (ნორმალური ფუნქციონირების დარღვევისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდი?

პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდის გამოყენების ჩვენებებია: დიზურია და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია I-II ხარისხის; არაინფიცირებული ქრონიკული პროსტატიტი; წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან სიმსივნეზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქლორპრომაზინი?

ქლორპრომაზინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ფსიქომოტორული აგზნების დროს: შიზოფრენიით, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზებით და სხვა ფსიქიური დაავადებებით (ფსიქოპათია, სხვადასხვა გენეზის რეაქტიულ-ნევროზული მდგომარეობები) შეპყრობილ პაციენტებში, რომელთაც თან ახლავს ჰალუცინატორულ-პარანოიდული, ჰალუცინატორულ-ბოდვითი, კატატონური სინდრომი, შიშისა და განგაშის შეგრძნება, აგზნება, უძილობა, ხასიათის დარღვევები; ეპილეფსიით და ცნს-ის ორგანული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში დისფორიის სამკურნალოდ, აჟიტირებული დეპრესია პაციენტებში პრესენილური მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზების სამკურნალოდ, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს აბსტინენციის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თერაპიულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება როგორც სედატიური, ღებინების საწინააღმდეგო და სლოკინის დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე ჰიპერტონული კრიზის კომპლექსური თერაპის დროს, რომლის თანმხლებია ფსიქომოტორული აგზნება. პრეპარატი მუდმივი უძილობისა და ტკივილების დროს გამოიყენება ანალგეზიურ სამკურნალო საშუალებებთან და ბარბიტურატებთან კომბინაციაში. აგრეთვე იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია კუნთების ტონუსის მომატება. დერმატოლოგიაში პრეპარატი ინიშნება დერმატოზების სამკურნალოდ კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომლის თანმხლებია ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რივანოლის ხსნარი 0,1%?

რივანოლის ხსნარი 0,1% გამოყენების ჩვენებებია: ანტიმიკრობული მოქმედების საშუალება, გამოიყენება ძირითადად კოკოვანი ინფექციების სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ახლადდაინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი