Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება რუტოზიდი?

რუტოზიდის გამოყენების ჩვენებებია: – ვენების ვარიკოზული გაგანიერება ტკივილით და შეშუპებით, ზედაპირული თრომბოფლებიტი, ტროფიკული დარღვევები და წყლულები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს. – პოსტთრომბოზული სინდრომი, ვარიკოზული ვენების რეზექციის შემდგომი პერიოდი, ჰემორაგიული დიათეზი, კაპილაროტოქსიკოზი, დიაბეტური რეტინო – და ანგიოპათია, – ტროფიკული ცვლილებები სხივური თერაპიის შემდეგ. – ტკივილი და შეშუპება ტრავმის შემდეგ (გარეგანი გამოყენებისათვის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რიპომილი?

რიპომილის გამოყენების ჩვენებებია: • ნერვული აღგზნება, უძილობა, სტრესი, შფოთვა • ქალასშიდა წნევის მატება • კუნთების რიგიდულობა • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევა  • კრუნჩხვის სინდრომი (მ.შ. ფებრილური გულყრის პრევენცია)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პაკლიტაქსელი ტევა?

პაკლიტაქსელი ტევას გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები: საკვერცხის კარცინომა საკვერცხის სიმსივნის პირველი ხაზის ქიმიოთერაპიაში  პაკლიტაქსელი ტევა ინიშნება კომბინირებული ცისპლატინთან ერთად საკვერცხის პროგრესირებული კარცინომის ან საწყისი ლაპარასკოპიის შემდეგ დარჩენილი წარმონაქმნის (>1 სმ) შემთხვევაში. საკვერცხის სიმსივნის მეორე ხაზის მკურნალობის შემთხვევაში პაკლიტაქსელი ტევა ინიშნება საკვერცხის მეტასტაზური სიმსივნის სამკურნალოდ მას შემდეგ რაც სტანდარტული, პლატინის შემცველი მკურნალობა იქნება არაეფექტური. სარძევე ჯირკვლის სიმსივნე:  დამხმარე ქიმიოთერაპიის შემთხვევაში პაკლიტაქსელი ტევა ინიშნება ანთრაციკლინისა და ციკლოფოსფამიდით მკურნალობის შემდეგ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კვანძოვანი ფორმა. პაკლიტაქსელი ტევას დამხმარე ქიმიოთერაპია წარმოადგენს ციკლოფოსფამიდის ხანგრძლივი მკურნალობის ალტერნატივას. ლოკალურად პროგრესირებული სარძევე ჯირკვლის მქონე პაციენტებში პაკლიტაქსელი ტევა გამოიყენება ან საწყისი მკურნალობის სახით ანთრაციკლინთან ერთად იმ პაციენტებში, ვისთვისაც ანთრაციკლინის მკურნალობა მისაღებია ან ტრასტუზუბამთან ერთად იმ პაციენტებში, რომელთაც იმუნოჰისტოქიმიური მეთოდების მიხედვით აღენიშნებათ ეპიდერმული ზრდის ფაქტორი 2-ის რეცეპტორების (HER-2) მომატებული რაოდენობა 3+ დონეზე და მათ, ვისთვისაც ანთრაციკლინის მიღება არ არის მიზანშეწონილი (იხ. ნაწილი 4.4. და 5.1). პაკლიტაქსელი ტევა გამოიყენება მონოთერაპიის სახით მკერდის მეტასტაზური სიმსივნის მქონე პაციენტებში, რომლებშიც სტანდარტული ანთრაციკლინის შემცველი მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური ან არ წარმოადგენენ კანდიდატებს ამ მკურნალობისთვის. პროგრესირებული არა-წვრილუჯრედოვანი ფილტვის კარცინომა: პაკლიტაქსელი ტევასა და ცისპლატინის კომბინირებული მკურნალობა ინიშნება არა-წვრილუჯრედოვანი ფილტვის კარცინომას მქონე პაციენტებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ოპერაციის და/ან სხივური თერაპიის კანდიდატებს. შიდსთან ასოცირებული კაპოშის სარკომა: პაკლიტაქსელი ტევა გამოიყენება შიდსთან ასოცირებული პროგრესირებული კაპოშის სარკომას მქონე პაციენტებში, რომლებშიც ლიპოსომური ანთრაციკლინის მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური. ეფექტურობის შესახებ არსებული მწირი ინფორმაცია ადასტურებს ამ ჩვენებას, ხოლო შესაბამისი კვლევის შეჯამება ნაჩვენებია ნაწილში 5.1.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რინოქსი?

რინოქსის გამოყენების ჩვენებებია: ცხვირისა და ცხვირხახის გამორეცხვა ისეთი სიმპტომების დროს როგორიცაა: – აღდგენითი პერიოდი ცხვირის ღრუსა და სინუსებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომ, ცხვირის პლასტიკა; – ცხვირის სიმშრალის მკურნალობა (მათ შორის კლიმატური ფაქტორით და კონდენციონერით გამოწვეული); – ენდოსკოპიური კვლევა (დამხმარე თერაპია); – ატროფიული რინიტის მკურნალობა, რომელიც განვითარებულია სხვადასხვა აეროზოლების ხანგრძლივი გამოყენების  გამო ან დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როფლუზოლი?

როფლუზოლის გამოყენების ჩვენებებია: – გენიტალური კანდიდოზი; მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი. პრო-ფილაქტიკური მიზნით გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი.  – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსების ჩათვლით, საყლაპავი მილის, არაინვაზიური ბრონქ-ფილტვის ინფექციები, კანდიდურია, კან-ლორწოვანი და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი, (რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან) მათ შორის ავადმყოფებში ნორმალური ან დათრგუნული იმუნური ფუნქციით; შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა; – გენერალიზებული კანდიდოზი, მათ შორის კანდიდემია, დისემინირებული კანდი-დოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები (მ.შ. მუცლის ფარის, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების ავადმყოფებში, ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატიური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, აგრეთვე კანდიდოზის განვითარების მიმართ მიდრეკილების განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობისას.  – კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვები, კანი) ინფექციების ჩათვლით, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის, ასევე  შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში; ორგანოების გადანერგვისას რეციპიენტებში და ავადმყოფებში იმუნოდეფიციტის სხვადასხვა ფორმებით; შემანარჩუნებელი თერაპია შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური ინფექციის რეციდივების პროფილაქტიკისათვის. – სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი ინფექციების განვითარები-სადმი ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შედეგად. – კანის მიკოზები, მათ შორის ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზე-ბი, ნაირფერი პიტირიაზი,  ონიქომიკოზები და კანის კანდიდოზური ინფექციები. – ღრმა ენდემური მიკოზები ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით, კოქციდიოი-დომიკოზი, პარაკოქციდიოიდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რესპირო?

რესპიროს გამოყენების ჩვენებებია: ბრონქო-ობსტრუქციული დაავადება (პაციენტებში, რომლებიც იტარებენ შემანარჩუნებელ მკურნალობას ხანგრძლივი მოქმედების β2~ადრენორეცეპტორების აგონისტებით და საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებით; მუდმივი მკურნალობის ფონზე დაავადების სიმპტომების შენარჩუნებისას; ბრონქოდილატატორების ხანგრძლივი გამოყენებისას, როდესაც ნაჩვენებია გკს-ით მკურნალობა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლოსარ-დენკი 50/12.5?

კოლოსარ-დენკი 50/12.5 გამოყენების ჩვენებებია: კოლოსარ-დენკ 50/12.5 მგ. წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოსართანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროტაზიდი) კომბინირებულ პრეპარატს. კოლოსარ-დენკ 50/12.5 მგ გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლადერმი?

კოლადერმის გამოყენების ჩვენებებია:  • როგორც სამკურნალო და დამცავი საშულება კანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების დროს (საყოფაცხოვრებო ჭრილობები, მცირედი დამწვრობები, ნაკბენები და სხვა);  • კლინიკურ პირობებში – ფართო მასშტაბის დამწვრობებისა და მექანიკურად დაზიანებული კანის სამკურნალოდ; • ქირურგიაში _ საოპერაციო ველის დასამუშავებლად და ოპერაციის შემდეგ ჭრილობის პირველადი შეხორცების უზრუნველსაყოფად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პავულონი 4?

პავულონი 4 გამოყენების ჩვენებებია: ჩონჩხის კუნთბის რელაქსაცია (ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციისას, მათ შორის, საკეისრო კვეთისას); კრუნჩხვითი სინდრომი (მათ შორის, ტეტანუსი, კრუნჩხვები გამოწვეული სხვა სამკურნალო წამლების დოზის გადაჭარბებით ან ელექტროდენის მოქმედებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნორმატინი?

ნორმატინის გამოყენების ჩვენებებია: –           მომატებული თვალშიგა წნევა (თვალის ჰიპერტენზია); –           ღიაკუთხიანი გლაუკომა; –           მეორადი გლაუკომა (მათ შორის გლაუკომა აფაკიურ თვალზე); –           დამატებითი საშუალების სახით დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს თვალშიგა წნევის დასაწევად (მიოზურ საშუალებებთან კომბინაციაში); –           თანდაყოლილი გლაუკომა (როდესაც სხვა თერაპიული ზომები საკმარისი არ არის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი