Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ნისტატინი?

ნისტატინის გამოყენების ჩვენებებია: საშოს კანდიდოზი. ადგილობრივი ანტიმიკრობული თერაპიის სოკოვანი გართულებების პროფილაქტიკა. ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აბაქტალი?

აბაქტალის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები; თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექცია; მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია (მათ შორის – ადნექსიტი, პროსტატიტი); ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია; ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (მათ შორის – ქრონიკული სინუსიტი, მძიმედ მიმდინარე გარეთა ოტიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის – სალმონელოზი, მუცლის ტიფი); ღვიძლისა და სანაღვლე გზების ინფექციები; მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები (ინტრააბდომინალური აბსცესი, პერიტონიტი); ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების ინფექცია (მათ შორის ოსტეომიელიტი); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (მათ შორის პენიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკით გამოწვეული); მენინგეალური ინფექცია; სეფსისი; ბაქტერიული ენდოკარდიტი; გონორეა.

პრეპარატი გამოიყენება როგორც მონოთერაპიისთვის, ისე სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაშიც. ეფექტურია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ინფექციის პროფილაქტიკის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პანტო-დენკი 40?

პანტო-დენკი 40 გამოყენების ჩვენებებია: გამოიყენება: – თორმეტგოჯა ნაქლავის წყლულის სამკურნალოდ; – კუჭის წყლულის სამკურნალოდ; – ზომიერი სიმძიმის რეფლუქს-დაავადებების (საყლაპავის დაავადება) სამკურნალოდ.  – კუჭის წვენის მჟავას გამოყოფასთან დაკავშირებული სირთულეების ხანგრძლივი მკურნალობისთვის (მაგ. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი). – იმ ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლის გამომწვევია ჰელიკობაქტერია პილორი. ეს არის ბაქტერული ინფექცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის ანთება. ასევე მას შეუძლია გამოიწვიოს წყლული კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლევეტირაცეტამი?

ლევეტირაცეტამის გამოყენების ჩვენებებია: მონოთერაპიის სახით: მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციალური გულყრების (კრუნჩხვების) დროს მოზრდილებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის დროს. კომბინირებული თერაპიის სახით: პარციალური გულყრების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე ეპილეფსიით დაავდებულ მოზრდილებსა და ბავშვებში. კომბინირებული თერაპიის სახით: მიოკლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ. პირველადად გენერალიზებული გულყრისას მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში იდიოპათიური გენერალიზებილი ეპილეფსიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პრესტარიუმი კომბი?

პრესტარიუმი კომბის გამოყენების ჩვენებებია: ესენციური არტერიული ჰიპერტენზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოქსიფორი?

ოქსიფორის გამოყენების ჩვენებებია: ეს არის ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება, რომელიც გამოიყენება როგორც სიმპტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს: – ვეგეტო-ვასკულარული დისტონია; – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; – საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, მათ შორის სტომატიტების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი მოვლენების დროს; – ორსულთა ტოქსიკოზი; – ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კორიპრენი?

კორიპრენის გამოყენების ჩვენებებია: საშუალო და ზომიერი სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზია.  ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც არ ხერხდება არტერიული წნევის კორეგირება მხოლოდ ენარაპრილით, რომელიც ავადმყოფს ეძლევა დოზით 10-მგ. შესაძლებელია მონო თერაპია ლერკანიდიპინი 20 მგ-ით და ფიქსირებული კომბინაციით კორიპრენი 10/10 ან 10/20. არ ღირს პრეპარატის მიღება არტერიალური ჰიპერტენზიის საწყისი ეტაპის თერაპიისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცაცხვის ყვავილი?

ცაცხვის ყვავილის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოპლიზური საშუალება. გამოიყენება გინგივიტების, ანგინის, ბრონქიტების, მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს, აგრეთვე საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირების პროცესებში. რეკომენდირებულია ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის შემთხვევაში. ეფექტურია თირკმელების, ღვიძლის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. იყენებენ დამწვრობის, წყლულების, ბუასილის და რევმატიზმების შემთხვევაში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეორუბინი (კაფსულები)?

ნეორუბინის (კაფსულები) გამოყენების ჩვენებებია: თირკმელ-კენჭოვანი დაავადება; ნაღველ-კენჭოვანი დაავადება; პოდაგრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროლაქტინი (ნატუროპათი)?

პროლაქტინი (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ჰორმონის ჰიპოპროდუქცია. მამოგენეზის, ლაქტაციის დარღვევა. სასქესო ჰორმონების სინთეზის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი