Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება კასტაგნუსი?

კასტაგნუსის გამოყენების ჩვენებებია: – მენსტრუალური ციკლის დარღვევა B (ყვითელი სხეულის დროებითი ან მუდმივი ჰიპოფუნქციით გამოწვეული მენსტრუაცია და მენსტრუალური ციკლი, რაც ვლინდება ჭარბი სისხლდენით ან ციკლის პერიოდში ხშირი დამატებითი სისხლდენით). – პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება უშუალოდ მენსტრუაციის წინ: მტკივნეულობით და მკერდის შებერილობის შეგრძნებით (მასტოდინია), ემოციური წონასწორობის დარღვევით, შაკიკისებური თავის ტკივილით, სახის, ხელებისა და ტერფის მიდამოს შეშუპებით). 2. პრეპარატი კასტაგნუსის გამოყენებამდე პრეპარატი კასტაგნუსი არ გამოიყენება ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნაროპინი?

ნაროპინის გამოყენების ჩვენებებია: ანესთეზია ქირურგიული ჩარევების დროს: ეპიდურული ბლოკადა ქირურგიული ჩარევების დროს, საკეისრო კვეთის ჩათვლით; მსხვილი ნერვების და ნერვული წნულის ბლოკადა; ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაციული ანესთეზია. მწვავე ტკივილის სინდრომის კუპირება: გახანგრძლივებული ეპიდურული ინფუზია ან პერიოდული ბოლუსური შეყვანა, მაგალითად, ოპერაციის შემდგომი ტკივილის გაყუჩება ან მშობიარობის გაუტკივარება; ცალკეული ნერვების ბლოკადა და ინფილტრაცია; პერიფერიული ნერვების გახანგრძლივებული ბლოკადა; სახსარშიდა ინექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პეფსალი?

პეფსალის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი განკუთვნილია ბრონქული ასთმის რეგულარული მკურნალობისთვის, თუკი ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია ხანგრძლივი მოქმედების β2-ადრენომიმეტიკისა და საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდის გამოყენებით: – პაციენტებში, რომლებშიც არასაკმარისად ხერხდება დაავადების კონტროლი საინჰა-ლაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მუდმივი მონოთერაპიის ფონზე ხანმოკლე მოქმედების β2-ადრენომიმეტიკის პერიოდული გამოყენების შედეგად.  – პაციენტებში, რომლებშიც ადექვატურია დაავადების კონტროლი საინჰალაციო გლუ-კოკორტიკოსტეროიდითა და პროლონგირებული β2-ადრენომიმეტიკით მკურნალობის ფონზე.  – საწყისი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით პერსისტირებადი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლუკოკორტიკოსტეროიდების  დანიშვნის ჩვენება დაა-ვადების კონტროლის მიზნით.  პრეპარატი განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისათვის პაციენტებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, რომელთაც აღენიშნებათ ფორსირებული ამო-სუნთქვის მოცულობის (ფამ 1) მაჩვენებელი < 60%  საჭიროსთან შედარებით (ბრონქოდი-ლატატორის ინჰალაციამდე) და განმეორებითი გამწვავებები ანამნეზში, დაავადების გამოხატული სიმპტომები კი უნარჩუნდებათ ბრონქოდილატატორით რეგულარული თერ-აპიის მიუხედავად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვიტავიჟენი ფორტე?

ვიტავიჟენი ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: დიაბეტური რეტინოპათია, კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მიოპია,შეძენილი ჰემერლოპია (ქათმის სიბრმავე),თვალის გადაღლა, ბადურისა და ყვითელი ხალის დისტროფია, მშრალი თვალის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნევროსტიმი®?

ნევროსტიმის გამოყენების ჩვენებებია: გამოყენებისათვის: ნევროზი, მომატებული ვეგეტატიური აღგზნებადობა, კლიმაქტერული ნევროზი, ხშირი გაღიზიანებადობა, მღელვარებისა და ფიზიკური ძალების კლება, უძილობა, უმადობა. კუჭ–ნაწლავის მომაწესრიგებელი, სპაზმური ტკივილების, შებერვის მოსახსნელი, გაზგამყვანი და დამამშვიდებელი საშუალება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რისპერიდონი-APO?

რისპერიდონი-APO გამოყენების ჩვენებებია: რისპერიდონი APO ინიშნება მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით: – შიზოფრენიის მწვავე და ქრონიკული ფორმის ან პროდუქტიული და ნეგატიური სიმპტომატიკის გამოვლინებით მიმდინარე სხვა ფსიქოზური მოშლილობების დროს; – სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს; – დემენციით დაავადებულ პაციენტებში ქცევითი მოშლილობების დროს აგრესიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (გაცხარება, ფიზიკური ძალადობა), ქცევითი დარღვევების (აგზნება, ბოდვა) ან ფსიქოზური სიმპტომების დროს; – დაქვეითებული ინტელექტით ან გონებრივი განვითარების შეფერხებით 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილ პაციენტებში ქცევითი მოშლილობების დროს, როცა დესტრუქციული ქცევები (აგრესიულობა, იმპულსურობა, აუტოაგრესია) დაავადების კლინიკური სურათის წამყვანი სიმპტომებია; – დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით – როგორც ხასიათის სტაბილიზატორი, მანიის სამკურნალოდ ბიპოლარული მოშლილობების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დერმაკომბინი?

დერმაკომბინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ანთებითი სოკოვანი ინფექციების და ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნაზივინი?

ნაზივინის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე რინიტი (მათ შორის ალერგიული); ვაზომოტორული რინიტი; პარანაზალური სინუსიტი; ევსტაქიიტი; შუა ყურის ანთება; ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნა სადიაგნოზო მიზნით (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კორექტინი?

კორექტინის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტონია და გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პრენესა?

პრენესას გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები • არტერიული ჰიპერტენზია • გულის ქრონიკული უკმარისობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი