Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება კლოვეიტი?

კლოვეიტის გამოყენების ჩვენებებია: კლოვეიტი გამოიყენება კანის დაავადებების მკურნალობისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას, ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადებების გართულებების გარდა.  კლოვეიტი გამოიყენება კანის შემდეგი ანთებითი დაავადებების დროს: – ატოპიური ეგზემა; – ცხიმიანი, აქერცვლადი ელემენტების გამოვლენა (სებორეული დერმატიტი); – ძლიერი ქავილი (წითელი ბრტყელი ლიქენი); – ფსორიაზი; – ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი); – ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა); – კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარებით (მრავალფორმული ერითემა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დენტოკინდი?

დენტოკინდის გამოყენების ჩვენებებია: კბილების ამოჭრით გამოწვეულ ტკივილი ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე ოტალგია (ყურის ტკივილი), შფოთვა, გაღიზიანებულობა, ღრძილების მტკივნეული მგრძნობელობა, ციებცხელება და დიარეა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კულმუხოს ფესვები და ფესურები?

კულმუხოს ფესვები და ფესურების გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება. გამოიყენება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების — ტრაქეიტების და ბრონქიტების მკურნალობისას, რომელთაც თან ერთვის დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ეფექტურია გასტროენტერიტების და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ქალის სასქესო ორგანოების და ღვიძლის დაავადებების, ბუასილის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვალაციკლოვირი?

ვალაციკლოვირის გამოყენების ჩვენებებია: შემომსალტველი ჰერპესის მკურნალობა; მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებათა მკურნალობა, მათ შორის პირველად გამოვლენილი და რეციდიული გენიტალური ჰერპესი; მარტივი ჰერპესი ვირუსით გამოწვეული რეციდიული დაავადებების პროფილაქტიკა; იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ციტომეგალოვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა (შიდსით ინფიცირებისას, ორგანოების და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ონკოლოგიური დაავადების ქიმიოთერაპია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვანკომიცინი?

ვანკომიცინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (პენიცილინის და ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების არაეფექტურობის ან აუტანლობის შემთხვევაში): სეფსისი, ენდოკარდიტი, პნევმონია, ფილტვების აბსცესი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, Clostridium difficile – ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გონალ-F?

გონალ-F გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება უნაყოფობის დროს, რომელიც განპირობებულია ანოვულაციის შედეგად ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური დარღვევებით, რომელთა თანმხლებია როგორც ოლიგომენორეა, ასევე ამენორეა (მათ შორის საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს). პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ოვულაციის სტიმულაციისათვის, როდესაც გამოყენებულია ჩასახვის დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი: in vitro განაყოფიერება, გამეტას ან ზიგოტას გადანერგვა ფალოპის მილში (მრავლობითი ფოლიკულების ზრდის სტიმულაცია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქემ მულტი+?

ქემ მულტი+ გამოყენების ჩვენებებია: შეიცავს ვიტამინების გაზრდილ დოზებს, რაც ხელს უწყობს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შესუსტებას*. ანტიოქსიდანტების დაბალი შემცველობის მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფს ოპტიმალურ კვებით მხარდაჭერას*. უზრუნველყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროცესის შენარჩუნებას, აძლიერებს ბუნებრივ იმუნორეაქციებს.  სხვა ინგრედიენტები – მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელიზა, წითელი კომბოსტო, ნატურალური ბოსტნეული ლურჯი კარმინი, გლიცერინი,ტიტანის დიოქსიდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოვესტინი?

ოვესტინის გამოყენების ჩვენებებია: ჩანაცვლებითი თერაპია, საკვერცხეების ჰიპოფუნქცია (პირვალადი და მეორეული ამენორეა, ჰიპომენორეა, დისმენორეა), უნაყოფობა, დაკავშირებული ცერვიკალურ ფაქტორებთან, ვაგინიტი (გოგონებში და ხანდაზმულებში), ჰიპოგენიტალიზმი, სასქესო ინფანტილიზმი, ხანდაზმულებში კოლპიტი, კლიმაქტერული სინდრომი („ალები“ სხეულის ზედა ნაწილში, მომატებული ოფლიანობა, ძილის დარღვევა, გაღიზიანებულობა, დეპრესია, გულმავიწყობა, კანისა და ლორწოვანი გარსისი დეგენერაციული ცვლილება – ფრჩხილების მტვრევადობა, კანის განლევა, ნაოჭების წარმოქმნა, შარდსასქესო გზების ლორწოვანის სიმშრალე, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, ატროფიული ცისტიტი, ვულვის ქავილი, საშოსმიერი წყლულები, საშოსმიერი ნაწოლები, ვულვის კრაუროზი; ენურეზი (დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით), წინა– და ოპერაციის შემდგომი თერაპია პოსტმენოპაუზურ პერიოდში საშოს მხრივი მიდგომისას ოპერაციული ჩარევის დროს; საშოსა და საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეფექტი ჩაი?

ეფექტი ჩაის გამოყენების ჩვენებებია: ეფექტი ჩაი გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ანთებითი ინფექციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ციებ-ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ცემინება, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ცხვირის წიაღების არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გრიპფერონი?

გრიპფერონის გამოყენების ჩვენებებია: გრიპის  და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი