Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება კარმინატივუმი ბებინოსი?

კარმინატივუმი ბებინოსის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში ყაბზობით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და მეტეორიზმის დროს. იგი მიიღება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეფექტი ფლუ?

ეფექტი ფლუ გამოყენების ჩვენებებია: • გაცივებისა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი) სიმპტომური მკურნალობა; • ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია); • ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინიტი, რინორეა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეთანოლი სამედიცინო 95%?

ეთანოლი სამედიცინო 95% გამოყენების ჩვენებებია: სამედიცინო პრაქტიკაში ეთანოლი (ეთილის სპირტი) ძირითადად გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და გარეგანი გამაღიზიანებელი საშუალება კანში შესაზელად, კომპრესებისათვის და სხვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ადვანტანი?

ადვანტანის გამოყენების ჩვენებებია: მალამო, კრემი, ცხიმიანი მალამო: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში კანის დაავადებები (მათ შორის – ქრონიკულიც), რომლებიც ექვემდებარება გარეგანი მოხმარების გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას: ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი; ჭეშმარიტი ეგზემა; კონტაქტური დერმატიტი; დისჰიდროზული ეგზემა; მიკრობული ეგზემა; დეგენერაციული ეგზემა. გარეგანი მოხმარების ემულსია: ზრდასრულებსა და 4 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში – კანის მწვავე დაავადებები: ატოპიური ტერმატიტი, ნეიროდერმატიტი; კონტაქტური დერმატიტი; ჭეშმარიტი ეგზემა; სებორეული ეგზემა; დისჰიდროზული ეგზემა; დეგენერაციული ეგზემა; მზისმიერი დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პაქსელადინი?

პაქსელადინის გამოყენების ჩვენებებია: მშრალი ხველა: რინოფარინგიტი; ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი; გრიპი; პნევმონია; ყივანახველა; წითურა; ალერგიული ხველა; „მწეველების“ ხველა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლატენსინ D4 კაფსულები (ნატუროპათი)?

ლატენსინ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ყველა ქვემწვავე და ქრონიკული დაავადება: – სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტები, ბრონქიტი, ასთმური ბრონქიტი – რევმატიული ხასიათის სიმპტომები და სახსრების ქრონიკული დაავადებები – კანის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული დერმატიტი, ეგზემა, ნეიროდერმიტი – ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კოლიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევა – ბაზედოვის დაავადება

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ენტენორმი?

ენტენორმის გამოყენების ჩვენებებია: ენტენორმი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზის (ძირითადად გამოწვეული ანტიბიოტიკების და ქიმიოპრეპარატების მიღებით) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში; მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის და კოლიტის, დიარეის, მეტეორიზმის დროს; ანტიბიოტიკო-, ქიმიო – და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ; ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეთამზილატი?

ეთამზილატის გამოყენების ჩვენებებია: კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების დროს და მის შემდეგ: ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობა (ვერლგოფის დაავადება, ვილებრანდ-იურგენსის დაავადება, თრომბოპათია), სისხლის სისტემური დაავადების თანმხლები ჰემორაგიული სინდრომით, რომელიც განპირობებულია ჰემოსტაზის სისხლძარღვოვანი ფაქტორით; მეტრო-მენორაგიების მკურნალობა (ფუნქციური, ფიბრომიომა); დიაბეტური მიკროანგიოპათიების დროს (განსაკუთრებით დიაბეტური რეტინოპათიის ჰემორაგიული ფორმა, განმეორებითი სისხლჩაქცევა ბადურაში და ჰემოფტალმი); შინაგანი სისხლდენების, მათ შორის ტრავმული სისხლდენების დროს, გადაუდებელ თერაპიაში სხვა საშუალებებთან კომბინაციაში. ოტორინოლარინგოლოგიაში (პრეპარატით პრემედიკაცია უზრუნველყოფს კარგ ჰემოსტაზს ტონზილექტომიის, ადენოტომიის, ყურის მიკროქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ვინაიდან აჩერებს სპონტანურ სისხლდენებს, ასევე დროებით სისხლდენებს ოპერაციული ჩარევის შემდეგ); ოფთალმოლოგიაში (კერატოპლასტიკის დროს მცირდება არასასურველი გამოსავალი სისხლდენის გამო. ოპერაცია კატარაქტის გამო, ბადურას ჩამოფცქვნა, გლაუკომის შემთხვევაში ოპერაციების დროს იძლევა კარგ პრეოპერაციულ ჰემოსტაზს და ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების ხარისხს. აგრეთვე ხელს უწყობს დიაბეტური და პოსტკონტუზიური რეტინული და ვიტრეული სისხლდენების გაჩერებას); სტომატოლოგიაში (აჩერებს სისხლდენებს პირის ღრუში ოპერაციების დროს, მაგალითად, კისტის გრანულომის რეზექცია და კბილების ექსტრაქციის შემდეგ); უროლოგიაში (ამცირებს პოსტოპერაციული ჰემორაგიების მოცულობას და ხანგრძლივობას პროსტატექტომიის შემდეგ, თირკმელების სიმსივნის სრული და ნაწილობრივი ამოკვეთის შემდეგ); ქირურგიაში (ხანგრძლივი და სათუთი ჩარევა ძლიერ ვასკულარიზებულ ქსოვილებზე); გინეკოლოგიაში და მეანობაში (პოსტოპერაციული ჰემორაგიების პროფილაქტიკა ჰისტერექტომიის, უტეროტომიის, სიმსივნის ამოკვეთის, ორსულობის შეწყვეტის დროს; ასევე დასაშვებია ეთამზილატის გამოყენება, როგორც დამხმარე საშუალების მოსალოდნელი აბორტის დროს, მშობიარობის შემდგომი და პოსტაბორტული სისხლდენის, მეტრორაგიების დროს და სხვა); კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან სისხლდენის დროს; წამლისმიერი ჰემორაგიები, თუ ისინი არ არის გამოწვეული ანტიკოაგულაციური საშუალებების მიღებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კვადრიცა?

კვადრიცას გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური); გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგნელობაში); მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში). დიაბეტური ნეფროპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კუნელის ნაყოფი?

კუნელის ნაყოფის გამოყენების ჩვენებებია: გულის მუშაობის ფუნქციონალური დარღვევის, ჰიპერტონული დაავადების, ანგიონევროზების, მოციმციმე არითმიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზის და კლიმაქტერული ნევროზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი