Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ცაიტოტეკი?

ცაიტოტეკის გამოყენების ჩვენებებია: გამოყენება ჩვენებები ცაიტოტეკი ნაჩვენებია დუოდენალური წყლულის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ, მათ შორის იმ წყლულების, რომლებიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ართრიტის რისკის ქვეშ, სანამ გრძელდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა. გარდა ამისა ცაიტოტეკის გამოყენება შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეო პეკეს სუერო +?

ნეო პეკეს სუერო + გამოყენების ჩვენებებია: • წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს • აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს • ტემპერატურული რეაქცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოვარიუმ კომპოზიტუმი ?

ოვარიუმ კომპოზიტუმის  გამოყენების ჩვენებებია: დაცვითი მექანიზმების, ჯირკვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის სტიმულაცია დისმენორეის, პარამეტრიტის, მიომეტრიტის, ენდომეტრიტის, ენურეზის და პროგრესირებადი დისტროფიისას (გოგონებში); კლიმაქსის; დაუცხრომელი პირღებინების; ჰიპოფიზის წინა წილის უკმარისობისას ქალებში; ვულვის კრაუროზის; მასტოდინიის; ოსტეომალაციის; მენორაგიისას, აგრეთვე, მეტაბოლიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს ხანდაზმულობისას არსებული ჩივილების ჩათვლით; პრეპარატი ეფექტურია გერიატრიაში გამოსაყენებლად; აგრეთვე, როგორც დამხმარე საშუალება, გარკვეული ცხელებით მიმდინარე დაავადებების, ფრიგიდულობის და ფსიქიური მოშლილობისას, პრეკანცეროზზე ეჭვის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აგაპურინ რეტარდი?

აგაპურინ რეტარდის გამოყენების ჩვენებებია: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა დიაბეტური და ანთებითი პროცესების (ათეროსკლეროზი, დიაბეტური  ანგიოპათია, მაობლიტირებელი ენდარტერიიტით გამოწვეული ხანგამოშვებითი კოჭლობა) ფონზე; ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ხასიათის დარღვევა; ათეროსკლეროზული და დისცირკულატორული ენცეფალოპათიები, ანგიოპათიები (პარესთეზიები და რეინოს დაავადება); ქსოვილოვანი ტროფიკული დაზიანებები, განპირობებული არტერიული და ვენური მიკროცირკულაციის დარღვევა (ტროფიკული წყლულები, პოსტტრომბოფლებიტური სინდრომი, განგრენა, მოყინვა); მაობლიტირებელი ენდარტერიიტი; თვალში სისხლის მიმოქცევის დარღვევა; შუა ყურის ფუნქციის სისხლძარღვოვანი ბუნების დარღვევები (სმენის დაქვეითებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ა. ტ.10?

ა. ტ.10-ის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპოპარათირეოზი (იდიოპათიური და ოპერაციის შემდგომი) ფსევდოჰიპოპარათირეოზი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლნარი-სანოველი ?

კოლნარი-სანოველი  გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა მოზრდილები, მოზარდები და ბავშვები 10 წლის ზევით პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (IIბ ტიპი) დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის მასის შემცირება) საკმარისი არ არის; – ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე და ქოლესტერინის შემამცირებელ სხვა თერაპიაზე დამატების სახით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თერაპია პაციენტისთვის არაეფექტურია. გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების პრევენცია – გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების პრევენცია მისი განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლიმადინონი?

კლიმადინონის გამოყენების ჩვენებებია: მცენარეული პრეპარატი მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ჩივილების შესამსუბუქებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ენოზიდი-HL?

ენოზიდი-HL-ის გამოყენების ჩვენებებია: • ნებისმიერი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია; • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პეროქსიგელი 3%?

პეროქსიგელი 3% გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება ჭრილობის, კანის ნაკაწრისა და ექსკორიაციის დეზინფექციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დერმაზინი?

დერმაზინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი უმთავრესად განკუთვნილია: •              დამწვრობის ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის; •              ნაწოლების, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას წყლულების, დაბეჟილობების, მცირე განაჭრების და ჭრილობების, ნასერი ჭრილობების და სხვა სუფთა ჭრილობების, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე კანის გადანერგვისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი