Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ენფინ ფორტე?

ენფინ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა (ცისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი), ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე და სხვ.); საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებები (გასტრიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი); მალდიგესტიით და დისპეფსიით განპირობებული სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა); კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევა; საკვების სწრაფი ფუნქციური პასაჟით მიმდინარე მდგომარეობები (ნევროზი, ნაწლავური ინფექციები და სხვ.); არასწორი კვება, ცხიმიანი და ძნელად მონელებადი საკვების მიღება; გასტროკარდიული სინდრომი (რემჰელდის სინდრომი); ჰეპატო-ბილიარული სისტემის ქრონიკული დარღვევები (ჰეპატოგენური პანკრეასული უკმარისობა, ციროზი, ქოლესტაზური დაავადებები, ჰიპომოტორული ნაღვლის ბუშტი, ქოლეცისტექტომია და სხვ.); წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია; წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა; საჭმლის მონელების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, ასევე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან; მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინ, მეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიპირიდამოლი?

დიპირიდამოლის გამოყენების ჩვენებებია: თავის ტვინში იშემიური ტიპის სისხლმიმოქცევის დარღვევის მკურნალობა და პროფილაქტიკა; დისცირკულატორული ენცეფალოპათია; გულის იშემიური დაავადების პირველადი და მეორადი პროფილაქტიკა (განსაკუთრებით აცეტილსალიცილის მჟავას აუტანლობის შემთხვევაში); არტერიული და ვენოზური თრომბოზებს მკურნალობა და მათი პროფილაქტიკა; გულის სარქვლოვან აპარატზე ოპერაციის დროს თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკა; პლაცენტური უკმარისობის პროფილაქტიკა გართულებული ორსულობის პერიოდში; მიკროცირკულაციის ყველა სახის დარღვევის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დამამშვიდებელი წვეთები?

დამამშვიდებელი წვეთების გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება. იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას ცნს-ის აგზნების დროს, გამოიყენება ნერვული აგზნებადობის, აგრეთვე გულისცემის სიხშირის მომატების, გულის არითმიის, ნევროზულ მდგომარეობით გამოწვეულ მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5?

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5 გამოყენების ჩვენებებია: ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. ეს არის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის და შარდმდენის (თიაზიდური) კომბინაცია. ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 გამოიყენება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება ადეკვატურად მხოლოდ ენალაპრილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნიამარინი?

ნიამარინის გამოყენების ჩვენებებია: – ყოველდღიური ჰიგიენა და ცხვირის ღრუს გამოსუფთავება; – ცხვირის გამომშრალი ლორწოვანის დატენიანება; – რინიტის, სინუსიტის, თივის ცხელების(ალერგიის) დროს; – ინფექციებისა და ალერგიების დროს გაღიზიანებული ცხვირის ლორწოვანის დამშვიდება; – ცხვირის ლორწოვანის სქელი და ბლანტი გამონადენის გათხელება და გამოდევნა ცხვირის ღრუდან, განსაკუთრებით ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ელიდელი?

ელიდელის გამოყენების ჩვენებებია: ატოპიური დერმატიტი (ეგზემა). პრეპარატი ნაჩვენებია ხანმოკლე (მწვავე პერიოდი) და ხანგრძლივი თერაპიისათვის ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) სიმპტომების დროს მოზრდილებში, აგრეთვე ბავშვებში და მოზარდებში (3 თვიდან 17 წლის ჩათვლით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კარვედიგამა?

კარვედიგამას გამოყენების ჩვენებებია: კარვედიგამა 12,5 მგ. ტაბლეტები გამოიყენება: – ჰიპერტონიისას (სისხლის წნევა ყოველგვარი ორგანული მიზეზის გარეშე) – ქრონიკული ანგინა პექტორისი (სივიწროვის შეგრძნება მკერდში) – როგორც დამატებითი თერაპია მსუბუქიდან მწვავე გულის უკმარისობისას (გულის კუნთების სისუსტე).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-ნევრალ (ნატუროპათი)?

გუნა-ნევრალ (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ნევრალგიური ტკივილი; გაურკვეველი ხასიათის ტკივილი; ნევრალგიური ტკივილი მხრის არეში, გამოწვეული ხერხემლის კისრის არეში ნერვზე ზეწოლით (GUNA-NECK-თან ერთად); ნეკნთაშუა ნევრალგია, რომელიც ხერხემლის გულმკერდის არეში ნერვზე ზეწოლითაა გამოწვეული (GUNA-THORACIC-თან ერთად); ინფექციური ნევრიტი; სახის ნერვის ატიპიური ნევრიტი (Sluder-is sindromi, Charlin-is sindromi); სამწვერა ნერვის ანთება; ტემპომანდიბულური სახსრის ტკივილი (TMJ); არნოლდის სინდრომი (GUNA-NECK-თან ერთად); ტკივილი კისრის, გულმკერდის, წელის და გავა-კუდუსუნის ლოკალიზაციის არეში ნერვულ ფესვებზე ზეწოლის გამო (შესაბამისად, GUNA-NECK, GUNA-THORACIC, GUNA-LUMBAR, GUNA-NEURAL/GUNA-ISCHIAL-თან ერთად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნო-შპალგინი?

ნო-შპალგინის გამოყენების ჩვენებებია: ნო-შპალგინის მიღება რეკომენდებულია სუსტი და ზომიერი ტკივილების მოსახსნელად: – არტერიული წნევის ცვალებადობით გამოწვეული თავის ტკივილები (როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმები); – სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილები; – დაღლილობასთან, ძლიერ სტრესთან, ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ყოველდღიური თავის ტკივილები და ა.შ.; ნო-შპალგინის მიღება რეკომენდებულია ზრდასრულებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ექსმიკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)?

ექსმიკელ D3 სანთლები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია:  – ნაწლავის მიკოზები, ვაგინალური მიკოზი – პროსტატის ჰიპერტროფია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი