Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ნაზონექსი?

ნაზონექსის გამოყენების ჩვენებებია: ნაზონექსის აეროზოლი განკუთვნილი სეზონური ან წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტების მკურნალობისათვის მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან; იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით მოზრდილებში გამწვავებული სინუსიტების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ანტიბიოტიკებით მკურნალობისას (მათ შორის ხანდაზმულებშიც), ისევე როგორც მოზარდებში 12 წლის ასაკიდან. ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე ფორმის მქონე ავადმყოფებში რეკომენდებულია ნაზონექსის აეროზოლის პროფილაქტიკური გამოყენება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე. ნაზონექსი გამოიყენება აგრეთვე ნაზალური პოლიპების და მათთან დაკავშირებული ცხვირის გაჭედვის და ყნოსვის დაკარგვის სიმპტომების სამკურნალოდ. ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აგაპურინ რეტარდი?

აგაპურინ რეტარდის გამოყენების ჩვენებებია: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა დიაბეტური და ანთებითი პროცესების (ათეროსკლეროზი, დიაბეტური ანგიოპათია, მაობლიტირებელი ენდარტერიიტით გამოწვეული ხანგამოშვებითი კოჭლობა) ფონზე; ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური ხასიათის დარღვევა; ათეროსკლეროზული და დისცირკულატორული ენცეფალოპათიები, ანგიოპათიები (პარესთეზიები და რეინოს დაავადება); ქსოვილოვანი ტროფიკული დაზიანებები, განპირობებული არტერიული და ვენური მიკროცირკულაციის დარღვევა (ტროფიკული წყლულები, პოსტტრომბოფლებიტური სინდრომი, განგრენა, მოყინვა); მაობლიტირებელი ენდარტერიიტი; თვალში სისხლის მიმოქცევის დარღვევა; შუა ყურის ფუნქციის სისხლძარღვოვანი ბუნების დარღვევები (სმენის დაქვეითებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დექსტროზა?

დექსტროზას გამოყენების ჩვენებებია: დექსტროზას ხსნარებს ხშირად იყენებენ მედიცინაში ჰიპოგლიკემიის, ინფექციური დაავადებების, ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტები, ღვიძლის დისტროფია და ატროფია) დროს; გულის დეკომპენსაციის; ფილტვების შეშუპების; ჰემორაგიული დიათეზის; ტოქსიკოინფექციების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების (ნარკოტიკებით ნახშირორჟანგით, ციანწყალბადმჟავათი და მისი მარილებით, ანილინით, დარიშხანით, ფოსგენით ან სხვა ნივთიერებებით მოწამვლა) და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ორგანიზმში ნახშირწყლების ნაკლებობით, ღებინების, ფაღარათის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციის, ოპერაციისშემდგომ პერიოდში. იყენებენ შოკისა და კოლაფსის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს სხვადასხვა სისხლის შემცველელებისა და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტს. პრეპარატს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა საშუალებების განზავებისათვის მათი ვენაში შეყვანის დროს. პრეპარატის ხსნარს მეთილენის ლურჯთან ერთად იყენებენ ციანწყალბადმჟავით მოწამვლის დროს. ხშირად პრეპარატი ინიშნება ასკორბინის მჟავასთან ერთად. დექსტროზას 40%-იანი ამპულირებული ხსნარი, რომელიც შეიცავს 5% მაგნიუმის ასკორბინატს, ზოგჯერ გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების დროს, რომელთან თან ახლავს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის მოშლა (ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, დიურეზულებთან ერთად და სხვა), ასევე ვეგეტატური ნევროზების, ძილის მოშლის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფტორაფური?

ფტორაფურის გამოყენების ჩვენებებია: მსხვილი და სწორი ნაწლავის, კუჭის, სარძევე ჯირკვლის კიბო; დიფუზური ნეიროდერმიტი, კანის ლიმფომები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნეურალგო-რეუმ-ინელი?

ნეურალგო-რეუმ-ინელის გამოყენების ჩვენებებია: ნევრალგიები (ლუმბაგო, იშიაზი, ოსტეოქონდროზი, ინტერკოსტალური ნევრალგია, პოლიართრიტი, კოქსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი). რბილი ქსოვილების რევმატიზმი, ართრიტები და ხერხემლის მალთაშუა დისკის დაზიანებები; პერიოსტიტი, შემომსალტველი ლიქენი და გრიპი კიდურების ტკივილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კორდიცეფსი?

კორდიცეფსის გამოყენების ჩვენებებია: • ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, ვირუსული დაავადებები (გრიპი, ადენოვირუსი, ჰერპესი, აივ-ინფექცია); •  სასუნთქი სისტემის დაავადებები: ბრონქიტი, პნევმონია, ტრაქეიტი; • ფილტვის ემფიზემა, ტუბერკულოზი; • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ცისტიტი; •  სექსუალური ლტოლვის შესუსტება; •  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სტენოკარდია, კორონაროსკლეროზი) პროფილაქტიკა; • ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტები, ციროზის პროფილაქტიკა),  • ათეროსკლეროზული დაავადება, დაქვეითებული იმუნიტეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დორიტრიცინი?

დორიტრიცინის გამოყენების ჩვენებებია: ყელის ტკივილი, სტომატიტი (პირის ღრუს ანთება), ფარინგიტი (ყელის ნთება), ლარინგიტი, გინგივიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პაპაზოლი-დარნიცა?

პაპაზოლი-დარნიცას გამოყენების ჩვენებებია: პაპაზოლი-დარნიცა გამოიყენება დამოუკიდებლად ან ჰიპერტონიული დაავადების კომბინირებული ფარმაკოთერაპიის შემადგენლობაში, პერიფერიული სისხლძარღვების, ტვინის სისხლძარღვების, ზომიერად გამოხატული სპაზმებისას, პილოროსპაზმის, სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, შარდსადენი გზების სპაზმების, მონო- და პოლინევრიტების, გადატანილი პოლიომყელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პარალიჩის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნიგერსან ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი)?

ნიგერსან ატოქს D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: დრენაჟისათვის, NIGERSAN-ის მიღების შემდეგ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნოვასანი?

ნოვასანის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიღება რეკომენდებულია: · ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. აგრეთვე მდგომარეობების დროს, როდესაც გაზრდილია ორგანიზმის მოთხოვნა ვიტამინებზე, მინერალებსა დამიკროელემენტებზე. · ავიტამინოზებისა და ჰიპოვიტამინოზების საპროფილაქტიკოდ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის დროს. აგრეთვე რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სავარაუდო ორსულობამდე. · სასქესო სისტემის ფუნქციის დაქვეითება. უნაყოფობა. · იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სომატური და ინფექციური დაავადებების გადატანის, ქირურგიული ჩარევების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. · მხედველობის ორგანოს დაავადებები. · გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. · ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. სტრესის, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების პროფილაქტიკა. სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგია. · სხვადასხვა გენეზის დერმატიტები და დერმატოზები. · ონკოლოგიური დაავადებების აქტიური პროფილაქტიკა ქიმიო და სხივური თერაპიის კურსების დროს. · სახსრების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს. · ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად. · სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი