Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ფლიქსონაზი?

ფლიქსონაზის გამოყენების ჩვენებებია: ფლურტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეი ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის მათ შორის, თივის ცხელების და გახანგრძლივებული რჰინიტის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის. პაციენტებში ალერგიული რინიტით ფლურტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეი ასევე ნაჩვენებია სინუსების  ტკივილთან და წნევასთან ასოცირებული მდგომარეობებუს სამკურნალოდ. ფლურტიკაზონის პროპიონატს აქვს პოტენციური ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, მაგრამ ცხვირის ლორწოვანზე ადგილობრივი გამოყენების დროს მას არ ახასიათებს სისტემური მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სოლუ-მედროლი?

სოლუ-მედროლის გამოყენების ჩვენებებია: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის პირველადი, მეორადი და მწვავე უკმარისობა; თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია; ჰიპერკალციემია (სიმსივნური დაავადების გამო); არაჩირქოვანი თირეოდიტი; ადრენოგენიტალური სინდრომი; რევმატიული დაავადებების გამწვავების დროს კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, რევმატიული კარდიტი, ოსტეოართროზი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ტენდოსინოვიტი, პოდაგრული მწვავე ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილიზირებელი სპონდილიტი; კოლაგენური დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცაა: სისტემური წითული მგლურა, სისტემური დერმატომიოზიტი, ან ამ დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპიისათვის; კანის მძიმე ფორმის დაავადებები, როგორიცაა მაგალითად: მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, მძიმე ფორმის სებორეული დერმატიტი და ფსორიაზი; მძიმე ფორმის ალერგიული დაავადებები, რომლებიც არ ექევემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, მათ შორის: ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმის კონტაქტური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება; მძიმე ფორმის ალერგიული და ანთებითი დაავადებები თვალის დაზიანებით, მათ შორის ირიტები, ირიდოციკლიტები, ქორიორეტინიტები, დიფუზური უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, კერატიტი, რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები; წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონული ენტერიტის გამწვავების ფაზაში გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი; სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის: სიმპტომური სარკოიდოზი, ფილტვების დისემინირებული ან კეროვანი ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში), ლეფლერის სინდრომი (რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობის სხვა ფორმას); ჰემატოლოგიური დაავადებები: შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია, მოზრდილებში მეორადი თრომბოციტოპენია, ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია), თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია, ლიმფომებისა და ლეიკოზის დროს პალიატიური თერაპიის სახით; მოზრდილებში ლეიკოზები და ლიმფომები; ბავშვების მწვავე ლეიკოზი; რეგიონული ენტერიტი; გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში; ორგანოს ტრანსპლანტაციის შედეგად გამოწვეული შენელებული ტიპის რეაქციის პროფილაქტიკა; ნეფროზული სინდრომი; ტვინის შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ტვინის სიმსივნით; ტუბერკულოზური მენინგიტი, რომელიც გამოწვეულია სუბარაქნოიდული ბლოკით ან ბლოკის საშიშროებით ანტიტუბეკულოზურ თერაპიასთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სომნოპოლი?

სომნოპოლის გამოყენების ჩვენებებია: • ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია და შენარჩუნება; • სედაციური ეფექტის უზრუნველყოფა ავადმყოფებში, რომლებიც საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას ან იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე; • ქირურგიული ან სადიაგნოსტიკო პროცედურების დროს სედაციური ეფექტის უზრუნველყოფა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტაქსოტერი?

ტაქსოტერის გამოყენების ჩვენებებია: ტაქსოტერი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: – ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს, როგორც პირველადი ქიმიოთერაპიული მკურნალობა (პირველი რიგი) ან  წინამორბედი მკურნალობის არაეფექტურობის გამო (მეორე რიგის თერაპია); – ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს პირველი და მეორე რიგის თერაპიის სახით; – საკვერცხეების მეტასტაზირებული სიმსივნე წინამორბედი მკურნალობის არაეფექტურობის გამო (მეორე რიგის თერაპია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სელეზინ ACE?

სელეზინ ACE გამოყენების ჩვენებებია: *ვეგეტოასთენია, სტრესი, დეპრესია,  *ხშირი ავადობა, ხანშიშესული პაციენტები,  *ნებისმიერი გენეზის ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია,  *მხედველობის ორგანოს დაავადებები: კატარაქტა, მაკულოდისტროფია, ჰემერალოპია, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მანქანის ტარება, კონტაქტური ლინზების გამოყენება, *სმენის დაქვეითება, ჰიპოოსმია, აგევზია, დისგევზია,  *სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, *შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა,  *ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი,  *ინფანტილიზმი, ფიზიკური და სქესობრივი ზრდა-განვითარების შეფერხება, სტერილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც,  *სისტემური დაავადებები,  *კანისა და მისი დანამატების ტროფიკის მოშლა,  *ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლემოქსინ სოლუტაბი?

ფლემოქსინ სოლუტაბის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – სუნთქვის ორგანოების ინფექციები; – შარდ-სასქესო სისტემის ორგანოები; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სინდრანოლი?

სინდრანოლის გამოყენების ჩვენებებია: სინდრანოლი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატის სინდრანოლი მოქმედი ნივთიერებაა როპინიროლი, რომელიც მიეკუთვნება დოფამინის აგონისტების ჯგუფს. დოფამინის აგონისტები ტვინზე ბუნებრივი დოფამინების მსგავს გავლენას ახდენენ. პარკინსონის დაავადების დროს, ტვინის ზოგიერთ ნაწილში დოფამინის დონე ქვეითდება. როპინიროლი ბუნებრივი დოფამინის ანალოგიურ ეფექტს ახდენს, და ამგვარად ხელს უწყობს პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტორვიტინი?

ტორვიტინის გამოყენების ჩვენებებია: – პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია) დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; – შერეული ჰიპერლიპიდემია, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში; – სისხლის შრატში ტრიგლიცერიდების მატება და დისბეტალიპოპროტეინემია (დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში); – მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია (დიეტასთან ერთად); – მეორადი პროფილაქტიკისათვის მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით და/ან დისლიპიდემიით დაავადებულებში განმეორებითი სტენოკარდიის რისკის შემცირების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტერბონილი (ტაბლეტები)?

ტერბონილი (ტაბლეტები) გამოყენების ჩვენებებია: სოკოვანი ინფექციები: ონიკომიკოზები; Tinea capitis; Tinea pedis (ტერფის დერმატოფიტია, ათლეტის ტერფი); Tinea corporis (სხეულის დერმატოფიტია, გლუვი კანის მიკოზი); Tinea cruris (საზარდულის ეპიდერმოფიტია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტიზერცინი?

ტიზერცინის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებითა და გამოხატული შფოთვით; შიზოფრენიის მწვავე შეტევა; სხვა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები. ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს; ქრონიკული შიზოფრენია; ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი