Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ბიფიკოლი?

ბიფიკოლის გამოყენების ჩვენებებია: დიარეის (ფაღარათის), დისბაქტერიოზების, სხვადასხვა ეთიოლოგიის ქრონიკული კოლიტების დროს, რეკონვალესცენტებში მწვავე ნაწლავური ინფექციების გადატანის შემდეგ და ნაწლავური დისფუნქციის არსებობის დროს. პრეპარატი მიიღება 6 თვის ასაკიდან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამოქსიცილინი?

ამოქსიცილინის გამოყენების ჩვენებებია: მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციები: სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (სინუსტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე შუა ოტიტი; ბრონქიტი, პნევმონია), შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, გონორეა, ენდომეტრიტი, ცერვიციტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (პერიტონიტი, ენტეროკოლიტი, მუცლის ტიფი, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი ინფიცირებული დერმატოზები), ლეპტოსპიროზი, ლისტეროზი, ლაიმის დაავადება (ბორელიოზი), დიზენტერია, სალმონელოზი, სალმონელმტარებლობა, მენინგიტი, ენდოკარდიტი (პროფილაქტიკა), სეფსისი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბანეოცინი?

ბანეოცინის გამოყენების ჩვენებებია: გამოყენების ჩვენება ბანეოცინი      ინიშნება      ნეომიცინის      ან/და      ბაციტრაცინის      მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს. შეზღუდული გავრცელების კანის ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა: წყლულოვანი კონტაგიოზური იმპეტიგო, ქვედა კიდურების ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ეგზემა, ბაქტერიული დერმატიტი გამოწვეული სახვევით, ჩვეულებრივი და მწვავე ჰერპესის დროს ბაქტერიული გართულებები, ჩუტყვავილა. ახალშობილებში ჭიპლარის დაინფეცირების პროფილაქტიკა. ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგული (დერმატოლოგიური) ჩარევების შემდეგ: ბანეოცინის ფხვნილის გამოყენება შესაძლებელია პოსტოპერაციულ პერიოდში დამატებითი მკურნალობის სახით (მოკვეთის, კაუტერიზაციის შემდეგ, კანზე ბზარების, ეპიზიოტომიის, სველი ჭრილობების და ნაკერების სამკურნალოდ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბრიაკონელი?

ბრიაკონელის გამოყენების ჩვენებებია: ნევრალგიები, მათ შორის რევმატიული წარმოშობისა; გრიპოზული ინფექციები. პრეპარატი ინიშნება ასევე პნევმონიების, გაციებით გამოწვეული მწვავე დაავადებების (რასაც თან ახლავს ხველა), ბრონქიტის, ლარინგიტის, მწვავე და ქრონიკული პლევრიტისა. ოსტეოქონდროზით გამოწვეული მტევნების და ტერფების პარესთეზიის, პირველადი ქრონიკული პოლიართრიტის -განსაკუთრებით ზემო კიდურებში ტკივილების დროს. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების, სეროზული გარსების ანთების დროს. სხვადასხვა ხასიათის ანთების დროს იგი ზემოქმედებას ახდენს შემაერთებელ ქსოვილსა და ლორწოვან გარსზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ატუსანი?

ატუსანის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენება ნებისმიერი წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობა

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მეგიონი?

მეგიონის გამოყენების ჩვენებებია: ცეფტრიაქსონისადმი მგრძნობიარე მიკრობებით გამოწვეული ინფექციების დროს: სეფსისი; მენინგიტი; მუცლის ღრუს ინფექციები; ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების ინფექცია; პერიოპერაციული ინფექციის პროფილაქტიკა; იმუნოდეფიციტიან პაციენტებში ინფექციის დროს; თირკმელების და საშარდე გზების ინფექციის დროს; პნევმონიის, ოტიტის, ფარინგიტის დროს; გენიტალური ორგანოების ინფექციები; ლაიმას დაავადების მეორე სტადიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აქტინაკი?

აქტინაკის გამოყენების ჩვენებებია: აქტინაკი ნაჩვენებია ოსტეოპოროზის, რევმატოიდული ართრიტის და მანკილოზებელი სპონდილოზების დროს ტკივილის და ანთებითი პროცესების მოსახსნელად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბილობილი?

ბილობილის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ენიშნებათ პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს: – ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა,  – ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, – შფოთვის, შიშის შეგრძნება, – თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა. ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამოქსიკლავი?

ამოქსიკლავის გამოყენების ჩვენებებია: ამოქსიკლავი ნაჩვენებია მოზრდილებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: • მძიმე ოტოლარინგოლოგიური ინფექციები (ისეთები, როგორებიცაა მასტოიდიტი, პერიტონზილური აბსცესი, ეპიგლოტიტი, სინუსიტი დაავადებების სისტემური გამოვლინებების მძიმე ნიშნების არსებობისას);  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადო წესით დიაგნოსტირებული);  • საავადმყოფოს გარე პნევმონია; • ცისტიტი; • პიელონეფრიტი; • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის ანთება, ჭრილობების ცხოველების ნაკბენებისგან, კბილის მძიმე აბსცესები გავრცელებული ფლეგმონით; • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი; • ინტრააბდომინალური ინფექციები;  • ქალებში სასქესო ორგანოების ინფექციები. მოზრდილ პირებში ფართო ქირურგიულ ჩარევებთან დაკავშირებული ინფექციების პროფილაქტიკა, შემდეგ მიდამოებში ოპერაციების ჩათვლით: • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი; • მენჯის ღრუ; • თავი და კისერი; • სანაღვლე გზები. საჭიროა ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების ოფიციალური სახელმძღვანელოების გათვალისწინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მარ პლუსი?

მარ პლუსის გამოყენების ჩვენებებია: აჩქარებს ცხვირის გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანი გარსის მოშუშებას. ატენიანებს, წმენდს და იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, მაგალითად, სურდოს ან გაჭედილი ცხვირის შემთხვევაში. ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უხდება ბავშვებსა და ჩვილებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი