Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ბიო-დრაი?

ბიო-დრაის გამოყენების ჩვენებებია: • პირველადი ჰიპერჰიდროზი (ადგილობრივი და ზოგადი) • მეორადი ჰიპერჰიდროზი პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში (ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური დაავადებების დროს და კლიმაქტერულ პერიოდში)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მედინოსტი?

მედინოსტის გამოყენების ჩვენებებია: • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, კვანძოვანი პერიარტერიიტი, სკლეროდერმია); • რევმატული დაავადებები (მწვავე რევმატული ცხელება, რევმატული მიოკარდიტი და პერიკარდიტი, ქრონიკული ართრიტის მწვავე, ექსუდაციური სტადია); • სახსრების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პოდაგრული და ფსორიაზული ართრიტი, ოსტეოართროზი, პოლიართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), იუვენილური ართრიტი); • ალერგიული დაავადებები (ბრონქული ასთმა, პოლინოზი, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, წამლისმიერი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული კონიუნქტივიტი); • ფილტვის დაავადებები (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ფიბროზი, სარკოიდოზი); • ტუბერკულოზი (ტუბერკულოზური მენინგიტი, ფილტვის ტუბერკულოზი, ექსუდაციური პლევრიტი); • გულის დაავადებები (მიოკარდიტი, ექსუდაციური პერიკარდიტი, პოსტინფარქტული სინდრომი პერიკარდიტით);  • სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები (ჰემოლიზური ანემია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომური დაავადება, მწვავე ლიმფოლეიკოზი და მიელოიდური ლეიკოზი); • ღვიძლის დაავადებები (ალკოჰოლური ჰეპატიტი ენცეფალოპათიით, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ღვიძლშიდა ქოლესტაზი); • კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, გრანულომატოზური ენტერიტი (კრონის დაავადება), ლოკალური ენტერიტი); • თირკმლის დაავადებები (ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში, უროგენიტალური ტუბერკულოზი, ურეთრის სტრიქტურა); • ნერვული სისტემის დაავადებები (ბაქტერიული მენინგიტი, ტოქსიკური ნეიროპათია, პოლინევრიტი და რადიკულიტი (ალერგიული ეტიოლოგიის), გაფანტული სკლეროზი); • ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი; ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია); თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა); • კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, დიფუზური ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ტოქსიდერმია, სებორეული დერმატიტი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)); • თვალის დაავადებები (სიმპათიკური ოფთალმია, მძიმედ მიმდინარე წინა და უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი); • ტრანსპლანტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ანდროკური?

ანდროკურის გამოყენების ჩვენებებია: მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზირებული ან არაოპერაბილური კიბო (ორქიექტომიამდე ან მის შემდეგ), ჰიპერსექსუალობა. ქალებში – ანდროგენიზაცია (მათ შორის მძიმე ჰირსუტიზმი, მძიმე ანდროგენოდამოკიდებული ალოპეცია, აკნეს და სებორეას მძიმე ფორმა). ბავშვებში – იდიოპათიური ადრეული სქესობრივი მომწიფება. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის სიმსივნე (თუ აღნიშნულები გამოწვეული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის მეტასტაზებით), დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები (მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია). დეპრესია (მძიმე ფორმა), თრომბოემბოლია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. სიფრთხილით: შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებით, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თრომბოემბოლია (ანამნეზში), მოზარდთა ასაკი (მომწიფების პერიოდის დამთავრებამდე), ორსულთა ჰერპესი (ანამნეზში), ორსულებში იდიოპათიური სიყვითლე (ანამნეზში), კახექსია (თუ ის დაკავშირებული არ არის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნესთან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბიკომპლექსი?

ბიკომპლექსის გამოყენების ჩვენებებია: • B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვება და დიეტა • B ჯგუფის ვიტამინებისადმი გაზრდილი მოთხოვნა  პედიატრია:  ანემიური მდგომარეობის დროს, განსაკუთრებით თუ ანემია გამოწვეულია ანორექსიითა და გადაჭარბებული სიმაღლეში ზრდით. ბიკომპლექსი უზრუნველყოფს ბავშვის სწორ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ზრდას.  ნევროლოგია: • სტრესული, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები • “ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი” • ‘მენეჯერის სინდრომი’ (მუდმივი გონებრივი გადაძაბვა) • ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), • ოსტეოქონდროზის ნევროლოგიური გამოვლინები: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია • სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი; ნევრიტი, განგლიონიტი, ნევრალგია, მიალგია   ინფექციური დაავადებები: • დამატებითი თერაპია ტოქსიკო-ინფექციურ მდგომარეობის დროს • ანტიბიოტიკოთერაპიით განპირიბებული ჰიპოვიტამინოზი • ჰეპატიტი და ღვიძლის ფუნქციური უკამარისობა • სომატური და ინფექციური დაავადებების შემდგომი, გამოჯანმრთელების პერიოდი  გინეკოლოგია:  ორსულობის პერიოდი, მშობიარობის შემდგომი და ლაქტაციის პერიოდი.  დერმატოლოგია:  სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები და დერმატოზები  სტომატოლოგია:  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ომეზოლი?

ომეზოლის გამოყენების ჩვენებებია: • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; • გასტროეზოფაგური რეფლუქსი (მათ შორის, რეფრაქტერული H2 – ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ); • რეფლუქს-ეზოფაგიტი (მათ შორის, ეროზიული და წყლულოვანი); • პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, პოლიენდოკრინული ადენომატოზი, სისტემური მასტოციტოზი და სხვ.); • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება; • ფუნქციური (არაწყლულოვანი) დისპეფსია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამრადიპინი?

ამრადიპინის გამოყენების ჩვენებებია: – არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ); – გულის იშემიური დაავადება: სტაბილური დაძაბვის სტენოკარდია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ პერინდოპრილითა და ამლოდიპინით თერაპია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ატროვენტი N?

ატროვენტი N გამოყენების ჩვენებებია: ჩვენება – ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი თანმხლები ფილტვების ემფიზემით ან მის გარეშე; – ბრონქული ასთმა (განსაკუთრებით თანმხლები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით და წინააღმდეგჩვენებით ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალებების და მეთილქსანტინების გამოყენებისათვის).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბიფლორაკი?

ბიფლორაკის გამოყენების ჩვენებებია: • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები; • სხვადასხვა ეთიოლოგიის დისბიოზი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; • ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების მიღების ფონზე განვითარებული ან მიკრობული გენეზისის ნაწლავთა ფუნქციის დარღვევები; • მწვავე ნაწლავური დაავადებები რეკონვალესცენციის პერიოდში, ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის ასამაღლებლად. • ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, როგორც მოსალოდნელი დისბიოზის საპროფილაქტიკო საშუალება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამრა?

ამრას გამოყენების ჩვენებებია: ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბიფიდუმბაქტერინი მშრალი?

ბიფიდუმბაქტერინი მშრალის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება იმ ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც დაავადებულნი არიან დაუდგენელი ეტიოლოგიის ხანგრძლივი ნაწლავური დისფუნქციით, აგრეთვე ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ინფექციების და ახალშობილებში სეფსისის კომპლექსური მკურნალობის დროს; მსხვილი და წვრილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული ანთების (კოლიტები, ენტეროკოლიტები) შემთხვევაში, რომლებიც მიმდინაერობს დარღვეული მიკროფლორის ფონზე, ასევე ნაწლავების დისბაქტერიოზის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება ანტიბაქტიერული, ჰორმონული, სხივური და სხვა თერაპიის შედეგად. პრეპარატი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, როდესაც ისინი ადრეულ პერიოდში გადაყავთ ხელოვნურ ან დონორის რძით კვებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი