Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ბიცილინი-3?

ბიცილინი-3 გამოყენების ჩვენებებია: ბიცილინი-3 გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე როდესაც აუცილებელია სისხლში პრეპარატის მუდმივი კონცენტრაციის ხანგრძლივად შენარჩუნება: სტრეპტოკოკური ფარინგიტებისა და ტონზილიტების, წითელი ქარის, ათაშანგის სამკურნალოდ; აგრეთვე გართულებული რევმატული დაავადებების გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ასკორბინის მჟავა?

ასკორბინის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ყველა იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინი C-ს დამატებით შეყვანას:  სურავანდის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ჰემორაგიული დიათეზის, ცხვირიდან, ფილტვიდან, ღვიძლიდან და სხვა სისხლდენების, სხივური დაავადებით და ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული სისხლდენების, ინფექციური დაავადებებისა და ღვიძლის ინტოქსიკაციების, ადისონის დაავადების, ჭრილობების ძნელად შეხორცების, ძვლების მოტეხილობების, დისტროფიებისა და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს. პრეპარატი ინიშნება აგრეთვე გაძლიერებული ფიზიკური შრომის, გონებრივი დაძაბულობის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე ათეროსკლეროზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბიოტუმი?

ბიოტუმის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებადი დაავადებები: სასუნთი გზების მძიმე ინფექციები, მათ შორის პნევმონია, გამოწვეული: Pseudomonas spp., Pseudomonas aeruginosa-ს ჩათვლით; Haemophilus influenza (ამპიცილინ-გამძლე შტამების ჩათვლით); Klebsiella spp., Entrobacter spp., Proteus mirabilis; Escherichia coli; Serratia spp., Citrobacter spp. სასუნთქი გზების ინფექციები ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული: Pseudomonas aeruginosa; Klebsiella spp., Escherichia coli; Proteus spp (Proteus mirabilis-ის ჩათვლით და Proteus-ის ინდოლ-დადებითი შტამები); Enterobacter spp.; Serratia spp. საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, მათ შორის პროსტატიტი, გამოწვეული: Pseudomonas aeruginisa; Enterobacter spp.; Proteus spp. (Proteus mirabilis-ის ჩათვლით და Proteus – ის ინდოლ-დადებითი შტამები); Klebsiella spp. და Escherichia coli. სეფსისი, გამოწვეული: Pseudomonas aeruginisa; Klebsiella spp; Haemophilus influenzae; Escherichia coli; Serratia spp. ძვლისა და სახსრების ინფექციები, გამოწვეული: Pseudomonas aeruginisa; Klebsiella spp; Enterobacter spp. გინეკოლოგიური ინფექციები, მათ შორის ენდომეტრიტი, მენჯის ცელულიტი და ქალის სასქესო ორგანოების სხვა ინფექციები, გამოწვეული; Escherichia coli – ით. მუცლის ღრუს ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, გამოწვეული:  Escheruchia coli; Klebsiella spp.   და აერობული და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული შერეული ინფექციები, აგრეთვე Bacteroides spp. (Bacteriodes fragilis-ის გარდა). ცნს-ის ინფექციები, მათ შორის მენინგიტი, გამოწვეული; Haemophilus influenzae; Neisseria meningitidis და Pseudomonas aeruginosa-თი. ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, აგრეთვე ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, რომელიც შედარებით ხშირად გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa – თი, ინფექციები შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში. უცნობი ეტიოლოგიის ცხელება ავადმყოფებში ნეიტროპენის დროს. ინფიცირებული ჭრილობები (მათ შორის ინფიცირებული დამწვრობები). შენიშვნა: ცეფტაზიდიმი არაეფექტურია გრამუარყოფითი მიკროორგანიმზების შტამების მიმართ, რომლებიც გამოიმუშავებენ ფართო სპექტრის β-ლაქტამაზებს (ESBL) ცეფტაზიდიმი, სხვა ცეფალოსპორინებისაგან განსხვავებით ხასიათდება დაბალი აქტივობით სტრეპტოკოკებისა და ენტეროკოკების მიმართ. მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს, აგრეთვე იმუნოდეფიციტის შემთხვევაში, ცეფტაზიდიმის გამოყენება შესაძლებელია სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აქტიფერინი?

აქტიფერინის გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიები; რკინის ლატენტური უკმარისობა ორგანიზმში (ანემიის გარეშე), გამოწვეული რკინის ჭარბი დაკარგვით (სისხლდენები, მათ შორის საშვილოსნოდან, მუდმივი დონორობა), ან მომატებული მოთხოვნილება რკინაზე (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, აქტიური ზრდის პროცესი, არასრულფასოვანი კვება, B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მკურნალობის სხვადასხვა სტადიები, ქრონიკული გასტრიტი სეკრეტორული უკმარისობით კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში დღენაკლულ ჩვილებში, ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითება. მოზრდილებში და ბავშვებში ინფექციური დაავადებით და სიმსივნით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მასიჟენი ენერგია?

მასიჟენი ენერგიის გამოყენების ჩვენებებია: • ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან;  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;  • კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;  • პოტენციის დაქვეითება ან იმპოტენცია მამაკაცებში; • სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;  • სხვადასხვა წარმოშობის ანემიები; • მკაცრი დიეტის პერიოდი, დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება; • სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილება; • გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;  • ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში;  • სტრესის შედეგების პროფილაქტიკისთვის;  • ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი პათოლოგიების, თვალის, კანის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას;  • ეპიდემიებისა და პანდემიების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ანგინოვაგი?

ანგინოვაგის გამოყენების ჩვენებებია: კომბინირებულად ოროფარინგიალური პათოლოგიის: ამიგდალიტის, ფარინგიტი,ს ლარინგიტის, სტომატიტის, აფტოზური წყლულებისა და გლოსიტების როგორც პრევენციის ასევე მკურნალობისათვის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბეტოპტიკი?

ბეტოპტიკის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენება: ბეტოპტიკი გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ქრონიკული ღიაკუთხოვანი გლაუკომისა და თვალშიდა ჰიპერტენზიის დროს მონოთერაპიის სახით, ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ბეტაქსოლოლი არ მოქმედებს გულის ზომებზე და ამიტომ დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში იგი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მიოზურ საშუალებებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ასკილის ნაყოფი?

ასკილის ნაყოფის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება. გამოიყენება C და P ავიტამინოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ათეროსკლეროზის, ენტეროკოლიტის, სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მაქსიდექსი?

მაქსიდექსის გამოყენების ჩვენებებია: კონიუქტივის, რქოვანას, თვალის კაკლის ანთებითი პროცესები, ასევე ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, ციკლიტი. თვალის ზოგიერთი დაავადებები: არაჩირქოვანი კონიუქტივიტი მათ შორის სეზონურ-ალერგიული, კატარალური; თერმული და ქიმიური დამწვრობა. ანთებითი რეაქციის დასათრგუნად პოსტოპერაციულ პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბიმაქსი?

ბიმაქსის გამოყენების ჩვენებებია: ცეფიქსიმი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, სინუსიტი, მწვავე პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი. საშარდე ტრაქტის ინფექციები: მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი. ცეფიქსიმი ეფექტურია შემდეგი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: Streptococcus pneumonia, Streptococcus pyogenes, E. coli, P. mirabilis, H. influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), B. catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი). ცეფიქსიმს გააჩნია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი ხარისხი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი