Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ორკბილას ბალახი?

ორკბილას ბალახის გამოყენების ჩვენებებია: დიათეზის, კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. მცენარეს ახასიათებს ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით. ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში. ეფექტურია რაქიტის, ნეკრესის ქარის, ღვიძლის დაავადებების დროს, ახასითებს სუსტი დამამშვიდებელი მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ორანჯ-C?

ორანჯ-C-ს გამოყენების ჩვენებებია: სურავანდის სამკურნალოდ, C ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის, შარდის მჟავიანობისათვის, C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიისათვის, ანტიოქსიდანტის სახით სხვადასხვა საკვების ბუნებრივი ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად. კბილებზე კარიეისის განვითარების პროფილაქტისათვის, კაპილარების სიმყარისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აიმაფიქსი?

აიმაფიქსის გამოყენების ჩვენებებია: სისხლდენის მკურნალობა და პროფილქტიკა IX ფაქტორის მემკვიდრული (ჰემოფილია ბ) და შეძენილი დეფიციტის დროს;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ომეპრაზოლი EM?

ომეპრაზოლი EM-ის გამოყენების ჩვენებებია: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; რეფლუქს-ეზოფაგიტი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან; სტრესული წყლულები; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული Helicobacter pylori-სთან (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); ზოლინგერ ედისონის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კარდიაკოლი?

კარდიაკოლის გამოყენების ჩვენებებია: გააჩნია გულის კუნთზე მატონიზირებელი მოქმედება, აგრეთვე მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზულ მდგომარეობასთან დაკავშირებული კარდიონევროზებისა და არითმიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლივიფლორი?

ლივიფლორის გამოყენების ჩვენებებია: • დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში • საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი  • ციტოსტატიკებით, ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა  • მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები და კოლიტები  • დიარეა ბავშვებში, რომელიც გამოწვეულია კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის შეცვლით  • ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლინდინეტი?

ლინდინეტის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები პერორალური კონტრაცეფციისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლოსარ-დენკი 100?

ლოსარ-დენკი 100-ის გამოყენების ჩვენებებია: ლოსარტანი მიეკუთვნება პრეპარატის კლასს, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების სახელით. ნივთიერება ანგიოტენზინ II წარმოიქმნება ადამიანის სხეულში, უერთდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და ავიწროვებს მათ. ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოსარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინის II-ის მიერთებას თავიანთ რეცეპტორებზე, შესაბამისად ეს იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას და არტერიული წნევის დაწევას. ლოსარტანი აფერხებს თირკმლის დაზიანებას იმ პაციენტებში, ვისაც აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა და მე-2 ტიპის დიაბეტი. ლოსარ-დენკი 100 გამოიყენება: – მაღალი არტერიული წნევის მქონე (ჰიპერტონია) პაციენტების სამკურნალოდ; – თირკმელების დაცვის მიზნით მაღალი არტერიული წნევის და მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ სისხლს ანალიზით დადასტურებული თირკმლის ფუნქციის დარღვევა, და შარდში ცილის რაოდენობა ³0.5 გ/დღეში (აღნიშნული დაავადებისას აღინიშნება ცილის რაოდენობის პათოლოგიური მომატება შარდში); – გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც მკურნალ ექიმს სჯერა, რომ აგფ ინჰიბიტორებით (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი, რაც არის არტერიული წნევის დასაწევი საშუალება) მკურნალობა არ არის ეფექტური. არ შეიძლება პაციენტის გადაყვანა ლოსარტანით მკურნალობაზე, თუ გულის უკმარისობა სტაბილურად კონტროლდება აგფ ინჰიბიტორებით.  – მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში, ვისაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის კედლის გასქელება. ლოსარ-დენკი 100 ამცირებს ინსულტის რისკს (ე.წ. “სასიცოცხლო ჩვენება”).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლუვიტანი?

ლუვიტანის გამოყენების ჩვენებებია: _ სხვადასხვა წარმოშობის ასთენიური მდგომარეობები, დაქვეითებული იმუნური სტატუსი; _ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გადაღლა და სხვა);  _ გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების (მათ შორის, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, სპეციფიკური ინფექციები და სხვა), ქირურგიული ჩარევების შემდგომ;  _ გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა; _ დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება; _ მავნე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოფლოჰექსალი?

ოფლოჰექსალის გამოყენების ჩვენებებია: ოფლოჰექსალი ინიშნება ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. – სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია და ბრონქოპნევმონია, პლევრიტი, ფილტვების ემპიემა, ბრონქოექტაზიური დაავადებებისას ინფიცირება, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვის აბსცესები; – ყელის, ცხვირის და ყურის ქრონიკული და მორეციდივე ინფექციები, ოტიტის, სინუსიტის ჩათვლით (გარდა მწვავე ტონზილიტისა); – შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, ეპიდიდიმიტი, საშარდე გზების ქირურგიული ინფექციები, შარდ-გამომყოფი გზების გართულებული ან მორეციდივე ინფექციები; – რბილი ქსოვილების და კანის ინფექციები; – მუცლის ღრუს ინფექციები, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების ჩათვლით, ბაქტერიული დიარეა; – ურეთრის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინისადმი მდგრადი გონოკოკებით, ქლამიდიით და სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარეა ოფლოქსაცინისადმი; – სხვა ინფექციური დაავადებები: მუცლის ტიფი, სალმონელოზი, შიგელოზი, სანაღვლე გზების ინფექციები, ოსტეომიელიტი; – ინფექციების პროფილაქტიკა (კერძოდ სელექტიური ნაწლავური დეზინფიცირება) პაციენტებში ნეიტროპენიით. შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სეპტიცემიის, ენდოკარდიტის, ოსტეომიელიტის, მიკრობაქტერიული ინფექციების, კეთრის სამკურნალოდ, ოპერაციის წინა პროფილაქტიკისათვის ან ოპერაციის შემდგომი ინფექციების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი