Category Archives: სხვა

იცით კეტოროლაკს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტოროლაკის უკუჩვენებებია: • აქტიური პეპტიური წყლული, ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაციის მქონე პაციენტები, აგრეთვე ანამნეზში პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მქონე პაციენტები.  • პროგრესირებადი თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტები.  • მშობიარობის დროს, ვინაიდან პროსტაგლანდინის სინტეზის ინჰიბიციის გამო, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და გაიზარდოს საშვილოსნოსმიერი ჰემორაგიები.  • მეძუძურ დედებში ახალშობილებზე პროსტაგლანდინ-მაინჰიბირეელი არასასურველი მოქმედების გამო. • ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის მიმართ ან ალერგიული რეაქციები სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.  • ოპერაციის წინ პროფილაქტიური ანალგეტიკის სახით, აგრეთვე ინტრაოპერაციულად, სისხლდენის მომატებული რისკის გამო. • კეტოროლაკი აინჰიბირებს თრომბოციტულ ფუნქციას და ამიტომ, უკუნაჩვენებია ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ჰემორაგიული დიათეზის, არასრული ჰემოსტაზის და სისხლდენის რისკის მქონე პაციენტებში.  • აცეტილსალიცილის მჟავასთან ან/და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, არასასურველი მოვლენების კუმულაციის გამო.  • პრობენეციდთან ერთდროული გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნასენი / Nasen ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნასენი –  ორსულობა: ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, მოერიდეთ ზოლპიდემის და სხვა საძილე საშუალებების მიღებას. ორსულობის განმავლობაში ბენზოდიაზეპინების ან მათი მსგავსი პრეპარატების მუდმივი მიღების შედეგად, ბავშვს შეიძლება ფიზიკური დამოკიდებულება განუვითარდეს, რასაც შედეგად პოსტნატალურ პერიოდში აბსტინენციის სიმპტომების გაჩენა მოყვება. ორსულობის გვიან ფაზაში ან მშობიარობისას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით ზოლპიდემის გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ფარმაკოლოგიურმა ზემოქმედებამ ნეონატალურად შეიძლება ჰიპოთერმია, ჰიპოტონია და საშუალო ხარისხის სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. ლაქტაცია: ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ზოლპიდემი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ინსუვიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინსუვიტის გვერდითი მოვლენებია: : შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოკონაზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტოკონაზოლის უკუჩვენებებია: * მკვეთრი გადახრები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებში; * ორსულობა, ლაქტაცია; * ჭარბი მგრძნობელობა კეტოკონაზოლისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კეტონალს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტონალის უკუჩვენებებია: * კნტს-ის დაავადებები გამწვავების ფაზაში; * ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები; * თირკმლის ფუნქცის გამოხატული დარღვევები; * დარღვევები სისხლის მხრივ (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სისხლის შედედების სისტემის დარღვევები); * ორსულობის III ტრიმესტრი; * ლაქტაცია; * ჰემოროი და პროქტიტი (სუპოზიტორიები); * 14 წლამდე ასაკის ბავშვები; * კეტოპროფენის, აცეტილსალცილმჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ანამნეზში ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის გამონაყარი ან რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავას მიღებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კეტოლონგს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტოლონგის უკუჩვენებებია: * კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში ან ანამნეზში, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შრატის კრეატინინი 442 მკმ/ლ-ზე მეტი), * ჰიპოვოლემია. დეჰიდრატაცია, * ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი, * სისხლის შედედების დარღვევა, ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი სისხლდენის რისკი, კუჭ-ნაწლავიდან და/ან ქალატვინიდან სისხლდენა და ჰემოსტაზის დარღვევა, * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. * პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია 16 წლამდე ასაკის მოზარდებში, აგრეთვე კეტოლონგისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ტორადოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ტორადოლის უკუჩვენებებია: * კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია (მათ შორის ანამნეზში); * თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა. თირკმლის უკმარისობის რისკი ჰიპოვოლემიისას და დეჰიდრატაციისას; * ორსულობა და მშობიარობა; * მომატებული მგრძნობელობა ტორადოლისადმი და სხვა ასას-დმი; * ალერგიული რეაქციები ასპირინზე და პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბტორებზე (ასეთ ავადმყოფებში აღინიშნა მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები); * პროფილაქტური გაუტკივარება ოპერაციის წინ და ინტრაოპერაციული გამოყენება (არსებობს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა და სისხლდენის რისკი); * ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის ან არასრული ჰემოსტაზის მდგომარეობები; * აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა ასას, პენტოქსიფილინის ერთდროული მიღება. ტორადოლის შეყვანა ეპი – ან სუბდურალურად დაუშვებელია, რადგან ხსნარი შეიცავს სპირტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კეტო-გელს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტო-გელის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვან-ეროზიული დაზიანება გამწვავების სტადიაში; • ქრონიკული დისპეფსია (დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში); • ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; • სისხლდენებისადმი მიდრეკილება; • ანამნეზში ასთმური შეტევები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ; • კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, ღია და ინფიცირებული ჭრილობები; • ბავშვთა ასაკი 15 წლამდე; • ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ინსტენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინსტენონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია (დროებითი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტილეპტს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტილეპტის უკუჩვენებებია: • ადრე არსებული ალერგიული რეაქციები კვეტიაპინზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე; • ერთდროულად მიიღება ან ცოტახნის წინ (14 დღეზე ნაკლები ხნის წინ) მიიღებოდა მაო-ს ინჰიბიტორების კლასის ანტიდეპრესიულები; • კეტილეპტის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ შეიძლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები