Category Archives: სხვა

ნაროპინი – NAROPIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაროპინი – ფეხმძიმობა და ლაქტაცია: ფეხმძიმობა როპივაკაინის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და აგრეთვე მისი ტერატოგენული ეფექტი არ არის გამოვლენილი. ქალებში ნაყოფის განვითარებაზე როპივაკაინის შესაძლებელი მოქმედების შეფასების მიზნით კვლევები ჩატარებული არ არის. ფეხმძიმობის დროს ნაროპინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია კლინიკური სიტუაციით (მეანობაში ანესთეზიისათვის ან ანალგეზიისათვის პრეპარატის გამოყენება კარგად არის დასაბუთებული). კვლევები პრეპარატის მოქმედების შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე ჩატარდა ცხოველებზე. ვირთაგვებზე კვლევის დროს როპივაკაინმა არ გამოავლინა გავლენა რეპროდუქციაზე ორ თაობაში. ფეხმძიმე ვირთაგვებში პრეპარატის მაქსიმალური დოზის შეყვანის დროს აღინიშნებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის გაზრდა მშობიარობის შემდეგ პირველ სამ დღეში, რაც შესაძლოა აიხსნას დედაზე როპივაკაინის ტოქსიკური ეფექტით, რაც იწვევს დედობრივი ინსტინქტის დარღვევას. ბოცვრებზე და ვირთაგვებზე ტერატოგენურობის კვლევამ არ გამოავლინა ორგანოგენეზსა ან ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზე როპივაკაინის გვერდითი ეფექტები. აგრეთვე, პრეპარატის მაქსიმალურად ამტანი დოზის მიღების დროს ვირთაგვებზე პერინატალური და პოსტნატალური კვლევების მსვლელობაში გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარების ბოლო სტადიაზე, სამშობიარო ქმედებაზე, ლაქტაციაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე ან შთამომავლობის ზრდაზე არ აღინიშნა. როპივაკაინის ბუპივაკაინთან პერინატალური და პოსტნატალური შედარებითი კვლევების მსვლელობაში ნაჩვენებია, რომ როპივაკაინისგან განსხვავებით ბუპივაკაინის ტოქსიკური გავლენა აღინიშნა პრეპარატის მნიშვნელოვნად დაბალი დოზების დროს და სისხლში შეუკავშირებელი ბუპივაკაინის უფრო დაბალი კონცენტრაციის დროს. ლაქტაცია დედის რძეში როპივაკაინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შესწავლილი არ არის. ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებენ ახალშობილები შეადგენს დედისთვის შესაყვანი დოზის დაახლოებით 4% (რძეში პრეპარატის კონცენტრაცია/პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია). როპივაკაინის საერთო დოზა, რომელიც მოქმედებს ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში, მნიშვნელოვნად დაბალია დოზაზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს ნაყოფში მშობიარობის დროს დედისთვის მისი შეყვანის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დედისათვის პოტენციური სარგებლობის და ჩვილისათვის შესაძლო რისკის შეფარდების განსაზღვრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კეტანოვს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტანოვის უკუჩვენებებია: * კუჭისადა 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების დროს; * კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენა; * ბრონქიალური ასთმა; * გამოხატული ცერებრო-ვასკულარული დარღვევები; * თირკმლის ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევები, თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი; * ანამნეზში სისხლის შედედების დარღვევა; * ჰემორაგიული დიათეზი; * სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროული მიღება; * ორსულობა; * მშობიარობა; * ლაქტაცია (ძუძუთი კვება); * ბავშვები და მოზარდული ასაკი 16 წლამდე; * კეტოროლაკისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ინომექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინომექსის გვერდითი მოვლენებია:  გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნანო მელატონინი / Nano Melatonin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნანო მელატონინი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ინოკლიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინოკლიმის გვერდითი მოვლენებია:  არ არის გამოვლენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტამოს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტამოს უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, “ასპირინული’’ასთმა, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლული, ჰიპოკოაგულაცია (მათ შორის ჰემოფილია), თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობა, ჰემორაგიული ინსულტი, ერთდროული გამოყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკი (მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი), ორსულობა და მშობიარობა, ლაქტაციის პერიოდი, 16 წლამდე ასაკი.  კეტამოს გამოყენება სამეანო პრაქტიკაში, ტკივილის კუპირებისთვის არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კეტამინს რა უკუჩვენებები აქვს?

კეტამინის უკუჩვენებებია: * არტერიული ჰიპერტენზია; * ეკლამფსია, ეპილეფსია; * მაღალი თვალშიდა და ცერებროსპინალური სითხის წნევა; * ჰალუცინაციები ანამნეზში; * გარდამავალი ფსიქიური მოვლენები (იშვიათად ბავშვებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კესტინს რა უკუჩვენებები აქვს?

კესტინის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ – ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი – სიფრთხილით ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობისას

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კერნოსანი “ნერვენგაისტი”-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კერნოსანი “ნერვენგაისტი”-ის უკუჩვენებებია: არ არის ცნობილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კენალოგს რა უკუჩვენებები აქვს?

კენალოგის უკუჩვენებებია: * პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * 6 წლამდე ბავშვთა ასაკი; * ორსულობა და ლაქტაცია; * კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება; * ძვლის დაავადებები; * მძიმე ტრავმის შემდგომი პერიოდი, ოპერაციული ჩარევა; * გლაუკომა; * შაქრიანი დიაბეტი; * მომატებული მიდრეკილება თრობის წარმოქმნისადმი და სისხლდენისადმი, მათ შორის ანტიკოაგულანტების მიღების შემდეგაც; * იცენკო–კუშინგის სინდრომი;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები