Category Archives: სხვა

კარვედიგამა / Carvedigamma ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კარვედიგამა –  ორსულობის პერიოდი: ორსულობის პერიოდში პრეპარატ კარვედიგამას გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი კარვედიგამა ორსულ ქალზე და ნაყოფზე და ამიტომ პრეპარატ კარვედიგამას 12,5 მგ – ტაბლეტების გამოყენება ორსული ქალების მიერ შესაძლებელია, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. მკურნალობა უნდა დასრულდეს მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე. თუ ეს არ არის შესაძლებელი, ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდვივი მეთვალყურეობის ქვეშ მშობიარობის შემდგომ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. ლაქტაცია პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ პერიოდში არ არის სასურველი, რადგანაც კარვედიგამა გამოიყოფა დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალზეპილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალზეპილის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ალზეპილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.  ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.  ძალიან ხშირი (10-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი. ხშირი (100-დან 1-10პაციენტში): გაციება, ანორექსია (მადის დაკარგვა), ჰალუცინაციები, აგზნებადობა, აგრესიული ქცევა (ჰალუცინაციები, აგზნებადობა და აგრესიული ქცევა ქრება დოზის შემცირების ან დონეპეზილის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ), გულისწასვლა, თავბრუსხვევა, უძილობა (გართულებული დაძინება), გულისრევა, აშლილობები კუჭის მხრიდან, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების სპაზმი, შარდის შეუკავებლობა, გადაღლა, ტკივილი, უბედური შემთხვევა. არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კრუნჩხვითი გულყრა, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება (სისხლის პლაზმაში კუნთოვანი კრეატინკინაზის მცირე მომატება). იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, სახის, ენის ან კიდურების უნებლიე მოძრაობა ან შებოჭვა), სინო-ატრიული ბლოკადა, გულის არითმია (გულის ბლოკადა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციური დაზიანება). მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპროდექსი 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპროდექსი 500-ის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ  პრეპარატი  კარგი  ამტანობით  ხასიათდება.   ხანდახან  შესაძლებელია  დიარეა, ღებინება, ტკივილი  მუცლის  არეში, თავის  ტკივილი, გულის  წასვლა, კრუნჩხვები,  კანის გამონაყარი,  ფოტოდერმატოზები; იშვიათად  ართრალგია,   შრატის  ტრანსამინაზების აქტივობის  მომატება, გულისცემის  გახშირება,  არტერიული  ჰიპერტონია., ტკივილი გულმკერდის  არეში, მხედველობის  დარღვევა, ანაფილაქსიური  რეაქციები,  იშვიათად –  თირკმლის მწვავე  უკმარისობა  და  ფსევდომემბრანული   კოლიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

დერმასეპტი – DERMASEPT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დერმასეპტი –  მონაცემები არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალკა-ზელტცერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალკა-ზელტცერის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები); ძალიან იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სისხლდენები, თრთომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში (თრომბიოციტოპენია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ზინერიტი / ZINERYT® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზინერიტი –  დღეისათვის დადგენილია, რომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში ჩვენებით და რეკომენდებული დოზებით ნებადართულია. ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება გამოვლენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნანო ომეგა 3-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნანო ომეგა 3-ის გვერდითი მოვლენებია: როგორც წესი, გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება რეკომენდირებული დოზის გამოყენების შემთხვევაში.იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდე დიარეა მსუბუქი ხასიათის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

როზულიპი / Rosulip ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როზულიპი –  ნუ მიიღებთ პრეპარატ როზულიპს, თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ თქვენ გაიგეთ ორსულობის შესახებ პრეპარატ როზულიპით თერაპიის დროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენ მკურნალ ექიმს. ქალებმა, რომლებიც ღებულობენ როზულიპს, თავი უნდა დაიზღვიონ ორსულობისაგან და გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო საშუალებები (მაგ., პრეზერვატივი, საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ან ჰორმონალური კონტრაცეპტივები). ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როსტალეპტი-როტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როსტალეპტი-როტას გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემისა (ცნს) და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა ან ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა, დაღლილობა, ყურადღების დარღვევა, მოუსვენრობა, შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (რიგიდობა, ჰიპოკინეზია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, მწვავე დისტონია), გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, თერმორეგულაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ინსულტი (მიდრეკილების მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ბუნდოვანი მხედველობა.  გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექტორული ტაქიკარდია, ნეიტრო – და თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენური პურპურა.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, ტკივილები მუცლის არეში, შეკრულობა. ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: დისმენორეა, ამენორეა, იმპოტენცია, ერექციის და ეიაკულაციის დარღვევები, ანორგაზმია, ლიბიდოს დაქვეითება, პრიაპიზმი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, შეშუპებები.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.  სხვა: რინიტი, გალაქტორეა, გინეკომასტია, სხეულის მასის მომატება, ჰიპერვოლემია (პოლიდიფსიის ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომის შედეგად), ჰიპერგლიკემია (შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალციუმი +ვიტამინი D3 ვიტრუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციუმი +ვიტამინი D3 ვიტრუმის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი). პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის შემცველობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები