Category Archives: სხვა

იცით ლუგოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლუგოლის გვერდითი მოვლენებია: ლორწოვანი გარსის სავარაუდო გაღიზიანება. ძალიან იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები (სურდო, ანგიონევროზული შეშუპება, ჩვეულებრივი ფერისმჭამელები, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება). თუ მედიკამენტი მიიღება დიდი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის და ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კო-ირდა – Co-Irda ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კო-ირდა –  ორსულობის კატეგორიები C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრები) არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არ ირბესარტანი დედის რძეში, თუმცა ირბესარტანი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი სეკრეტირდება მეძუძური ვირთხების რძეში დაბალი კონცენტრაციებით. ჩვილისათვის შესაძლო მავნე ზეგავლენის გამო, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების ან წამლის მოხსნის შესახებ, დედისათვის წამლის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მეთოტრექსატი-ებევე ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეთოტრექსატი-ებევეს  გვერდითი მოვლენებია: მწვავე გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და მიღების სიხშირეზე. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: წყლულოვანი სტომატიტი, ლეიკოპენია, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. სხვა ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, აუხსნელი დაღლილობა, კანკალი და ცხელება, თავბრუსხვევა და შემცირებული რეზისტენტობა დაავადებების მიმართ. ონკლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე კომბინირებული მკურნალობა და არსებული დაავადება ართულებს იმის გაგებას, არის თუ არა კონკრეტული გვერდითი ეფექტები დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან. მეთოტრექსატით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის მხრივ: გინგივიტი, ფარინგიტი, სომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ღებინეა, ფაღარათი, ჰემატემეზისი, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა და ენტერიტი. ღებინების, ფაღარათის და სტომატიტის განვითარების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეთოტრექსატით მკურნალობა უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პეპტიური წყლულის ან წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევაში. ჰემატოლოგიის მხრივ: მეთოტრექსატმა შესაძლებელია დათრგუნოს ჰემოპოეზი და გამოიწვიოს ანემია, ლეიკოპენია და/ან თრომბოციტოპენია. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰემოპოეზური სისტემის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენეა განსაკუთრეული სიფრთხილით ან საერთოდ არ ინიშნება. ფსორიაზის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შემცირდება სისხლის მაჩვენებლები. სიმსივნის მკურნალობისას მეთოტრექსატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს სერიოზული მიელოსუპრესიის განვითარების რისკს. მიელოსუპრესია ასევე შესაძლებელი განვითარდეს მეთოტრექსატის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგაც. სერიოზული გრანულოციტოპენიისა დაცხელების მქონე პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა. ჩვეულებრივ ამ დროს საჭიროა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების პარენტერული შეყვანა. ღვიძლის მხრივ: მეთოტრექსატმა შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე (ტრანსამინაზების მომატება) ან ქრონიკული (ფიბროზი და ციროზი) ჰეპატოტოქსიკურობა. ქრონიკული ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ლეტალურია. იგი ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის ქრონიკული გამოყენების (ძირითადად 2 წელი ან უფრო მეტი ხანი) შემდეგ ან, თუ მთლიანი მიღებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს. ფსორიაზიან პაციენტებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ჰეპატოტოქსიკურობას განსაზღვრავდა მთლიანი კუმულაციური დოზა. ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლიზმით, სიმსუქნით, დიაბეტით და ხანდაზმული ასაკით. პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი. ინფორმაცია დაავადების პროგრესირებისა ან შექცევადობის შესახებ არ მოიპოვება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თუ ანამნეზში აღინიშნება ღვიძლის დაავადება ანღვიძლის ფუნქციის შემცირება. ღვიძლის ფუნქციური ტესტები, მათ შორის შრატის ალბუმინის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რეგულარულად მკურნალობის დაწყებამდე. ხანდახან ტესტის შედეგები ნორმალურია ფიბროზის და ციროზის შემთხვევაში. მსგავსი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბიოფსიის საშუალებით. ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის შემთხვევებში 1,5 გ მთლიანი კუმულაციური დოზის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს ჩვეულებრივ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ცვლილებების დროს არ არის აუცილეელი მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის მიღებისას საჭიროა სფრთხილის გამოჩენა. იმუნოლოგია: მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით აქტიური ინფექციის შემთხვევებში და განსაკუთრებით უკუნაჩვენებია იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანებში. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს იმუნიზაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური. ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვაქცინის საშუალებით არ არის რეკომენდირებული. ვაქცინაციით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა ყვავილის ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმ პაციენტეში, რომლებივ მკურნალობდნენ მეთოტრექსატით. იშვიათად გამოვლინდა ჰიპოგამაგლობულინემია. ნევროლოგიის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, აფაზია, ჰემიპარეზი, პარეზი და გულყრა გამოვლინდა მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ. მეთოტრექსატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გამოვლინდა ლეიკოენცეფალოპათიის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ კრანიოსპინალური დასხივება. ქრონიკული ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ასევე ოსტეოსარკომიან პაციენტებში, რომლებშიც შეჰყავდათ მეთოტრექსატის მაღალი დოზა და კალციუმის ფოლინატი, მიუხედავად იმისა უტარდებოდათ თუ არა მათ კრანიალური დასხივება. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს მდგომარეობის სრულად გამოსწორებას. გარდამავალი მწვავე ნევროლოგიური სინდრომი გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც შეიყვანეს მეთოტრექსატის მაღალი დოზები. კლინიკურად ეს შეიძლება გამოვლინდეს უცნაური ქცევით, ადგილობრივი სენსორო-მოტორული ფენომენით და არანორმალური რეფლექსებით. ამ სიმპტომების ზუსტი მიზეზი უცნობია. მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივგამოვლენილია ტოქსიკური ეფექტები. ეფექტები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად: – ქიმიური არაქნოიდიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის თავის და ზურგის ტკივილი, კისრის რიგიდობა და ცხელება. – პარეზი, ჩვეულებრივ გარდამავალი, პარაპლეგია, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ სპინალური ნერვების ფესვებს. – ლეიკოენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაბნეულობა, აჟიტირება, ძილიანობა, ატაქსია, დემენცია და ზოგჯერ სერიოზული გულყრები. ფილტვის მხრივ გამოვლინდა ინტერსტიციული პნევმონიტის მიერ გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები და ასევე ქრონიკული ინტერსტიციული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების შემთხვევები. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს გამოვლენილი პულმონარული სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი არაპროდუქციული ხველა) ან არასპეციფიურმა პნევმონიტი შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურად საშიშ დაზიანებაზე, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და საფუძვლიან გამოკვლევას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ულტრაკაინი D-S ფორტე / ULTRACAIN D-S FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ულტრაკაინი D-S ფორტე –  ორსულობისას ადგილობრივი ანესთეზია წარმოადგენს არასტრესულ მეთოდს ქირურგიული ოპერაციებისას ანალგეზიის ან ანესთეზიის მისაღწევად. არტიკაინი პლაცენტურ ბარიერს გაივლის ნაკლები რაოდენობით ვიდრე სხვა საანესთეზიო საშუალებები. ადვილად დაშლისა და კარგი გამოყოფის გამო არტიკაინი დედის რძეში მნიშვნელოვანი კონცენტრაციით არ გამოვლინდება, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ინგლისური მარილი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინგლისური მარილის  გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მეგესტროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მეგესტროლის გვერდითი მოვლენებია: სხეულის წონაში მომატება, იშვიათად – თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ალოპეცია, გულისრევა და ღებინება, შეშუპებები, საშვილოსნოდან პროფუზული სისხლდენები, ქოშინი, სიმსივნის ადგილას ჰიპერემია, ჰიპერგლიკემია, გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კამელინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამელინის გვერდითი მოვლენებია: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

უნიკრეონი D / UNICREON D ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

უნიკრეონი D –  მონაცემები რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფის განვითარებაზე ტოქსიკური მოქმედების შესახებ არ არსებობს. თუმცა, ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად შესწავლილი არ არის, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა მისი დანიშვნისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დებიტუმი-სანოველი / Debitum – sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დებიტუმი-სანოველი –  ორსულობის C კატეგორია. ორსულ ქალებზე ჩატარებული საკონტროლო კვლევების რაოდენობა არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. რამდენადაც არ არსებობს მონაცემები სერტრალინის და მისი მეტაბოლიტების დედის რძეში გადასვლის შესახებ, ლაქტაციის პერიოდში სერტრალინის მიღება არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გლიბეტიკი – GLIBETIC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიბეტიკი –  პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გლიბეტიკი ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ორსულობის დროს საჭიროა ინსულინის გამოყენება. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან. სამკურნალო პრეპარატი გლიბეტიკი ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი