Category Archives: სხვა

პაროქსეტინი / PAROXETINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პაროქსეტინი –  ორსულობის და ლაქტაციის დროს პაროქსეტინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ციტოფლავინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტოფლავინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია რეაქციები გარდამავალი თავის ტკივილის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარდოგრელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარდოგრელი® გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა წამლის მსგავსად, კარდოგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ: – ცხელება, ინფექციის ან გამოხატული დაღლილობის ნიშნები. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის იშვიათ შემცირებასთან. – ღვიძლის დაზიანების ნიშნები, როგორებიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, იზოლირებულად ან კომბინაციაში კანქვეშა სისხლჩაქცევებით წითელი წერტილების სახით, და/ან გონების დაბინდვით (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). სხვა გვერდითი მოვლენები: შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში): – სისხლდენები, მაგალითად, სისხლჩაქცევა, ჰემატომა (უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში, სისხლდენები კუჭში ან ნაწლავებში. ზოგჯერ აღინიშნებოდა სისხლჩაქცევები თვალში, თავში, ფილტვში ან სახსარში. შემდეგი გვერდითი მოვლენები ხშირია (ვლინდება 10 პაციენტიდან > 1-ში): – ფაღარათი, ტკივილი მუცელში, კუჭ-ნაწლავის აშლილობა ან გულძმარვა. შემდეგი გვერდითი მოვლენები არახშირია (ვლინდება 100 პაციენტიდან < 1-ში): – თავის ტკივილი, თავბრუ, ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევა; – კუჭის წყლული, გულისრევა, ღებინება. შეკრულობა, გაზების ჭარბი წარმოქმნა კუჭში და ნაწლავებში; – კანზე გამონაყარი და ქავილი. შემდეგი გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1000 პაციენტიდან < 1-ში): – თავბრუ; შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10000 პაციენტიდან < 1-ში): – არტერიული წნევის დაქვეითება; – გემოს დარღვევა; – სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ხველასთან დაკავშირებული; – ანთება პირის ღრუში (სტომატიტი); – ტკივილი სახსრებში ან კუნთების ტკივილი; – ცხელება; – გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის ღრუს შეშუპება, ბუშტუკები კანზე ან კანის ალერგია; – სიყვითლე ან ძლიერი ტკივილი მუცელში წელის ტკივილებით ან გარეშე; – გონების დაბინდვა ან ჰალუცინაციები. გარდა ამისა, ექიმმა შეიძლება გამოავლინოს ცვლილებები სისხლის ან შარდის ანალიზებში. კარდოგრელის მიღების ფონზე ხანგრძლივი სისხლდენის არსებობისას. ტრავმის ან სხეულის დაზიანების შემდეგ სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა რაიმე ეჭვის არსებობისას, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). კარდოგრელის ტაბლეტების მიღების დროს – უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის (მათ შორის სტომატოლოგიური) შესახებ; – მდგომარეობის განვითარებისას, რომელსაც თან ახლავს ცხელება ან კანის ქვეშ სისხლჩაქცევების განვითარება წითელი წერტილების სახით, გაურკვეველი გამოხატული დაღლილობით, ცნობიერების დაბინდვით, კანის ან თვალების სიყვითლით ან მათ გარეშე. ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს (“იხ. გვერდითი მოვლენები”). – თუ გაიჭრით ან დაარტყამთ რამეს, სისხლდენა შეიძლება ჩვეულზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ეს თქვენი წამლის მოქმედებასთან არის დაკავშირებული. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებებისას (მაგალითად პარსვისას) ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. თუმცა, რაიმე ეჭვის არსებობისას, მაშინათვე დაუკავშირდით ექიმს (იხ. “გვერდითი მოვლენები”). – ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება. – ისეთი მოვლენების შემჩნევისას, რომელიც აღწერილია “გვერდით მოვლენებში” ან რომელიმე გვერდითი მოვლენის დამძიმებისას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. კარდოგრელი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასპარაგინაზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპარაგინაზას გვერდითი მოვლენებია: ღებინება, გულისრევა, გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, რომელსაც ახლავს შეციების შეგრძნება, ალერგიული რეაქციები გართულებების კუპირება ხდება ჩვეულებრივ სიმპტომატური საშუალების მიღებით (ანტიჰისტამინური საშუალებები, კალციუმის ქლორიდი). პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ღვიძლისა და თირკმელების, აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლში ბილირუბინის, ქოლესტერინის, საერთო ცილის, ცილების ფრაქციის, აგრეთვე ტრანსამინაზების, დიასტაზას აქტივობის და სხვა ფერმენტების, პერიფერიული სისხლის სურათის, სისხლის შედედების სისხლმბადი ორგანოების მონიტორინგი. ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მწვავე და პროგრესირებადი ცვლილებისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობის დაწყება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორმატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორმატინის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, ცრემლდენა, სინათლის შიში, ეპითელიუმის შეშუპება და რქოვანას ჰიპერემია. სისტემური რეაქციები: იშვიათად ვლინდება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ფილტვების უკმარისობა. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ეგზემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნორკოლუტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორკოლუტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გვერითი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება პრეპარატ ნორკოლუტის გამოყენების დაწყებიდან პირველი თვეების განმავლობაში და გადის მკურნალობის გაგრძელების ფონზე. გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე დაფუძნებულია პოსტმარკეტინგული კვლევებისა და ლიტერატურული წყაროების მონაცემებზე. ჩასასმელია ცხრილი *”ენდომეტრიოზის” ჩვენებით დანიშვნისას

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კამაგრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამაგრას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად – თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიკაცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიკაცინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა,  ჰიპერბილირუბინემია); სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია;  ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნეიროტოქსიკური მოქმედება (კუნთების ტრემორი, პარესთეზია, ეპილეფსიური კრუნჩხვები), ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება); გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – სმენის დაქვეითება, ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) და ლაბირინთული დარღვევები, შეუქცევადი სიყრუე; ცალკეულ შემთხვევებში ამიკაცინის თვალის მინისებრ სხეულში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ბადურაზე ყვითელი ხალის მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება,  კვინკეს შეშუპება; სხვა: ჰიპოტენზია, ართრალგია, ჰიპომაგნემია. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი განსაკუთრებით დიდია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფარკლობენტი კრემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარკლობენტი კრემის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი გვერდითი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შმთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვიტალ მიქს FOS – VITAL MIX FOS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტალ მიქს FOS –  არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი