Category Archives: სხვა

იცით ოქსივინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსივინის გვერდითი მოვლენებია: რეკომენდებული დოზით ვინკამინის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის. ერთეულ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლენა ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ქავილის, პაპულოზური გამონაყარის, ასევე – თავის ტკივილის და თავბრუსხვევის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოკოიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოკოიდის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: * კანის ატროფია (ეპიდერმისის გამოფიტვა, ტელანგიოექტაზიები, სტრიები, პურპურა); * პერიორალური დერმატიტი და როზაცეა; * ჭრილობის შეხორცების შენელება; * დეპიგმენტაცია; * ჰიპერტრიქოზი; * კონტაქტური დერმატიტი; * "რიკოშეტის" სინდრომი, რომელიც აძნელებს კორტიკოსტეროიდის მოხსნას. * თვალშიდა წნევის მომატება და კატარაქტის განვითარების რისკი (კონიუნქტივაზე სისტემატური მოხვედრისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

თიორიდაზინი – THIORIDAZINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

თიორიდაზინი –  ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თიორიდაზინით მკურნალობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნიტრომინტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტრომინტის გვერდითი მოვლენებია: მკურნალობის დაწყებისას შესაძლოა თავის ტკივილი სისხლძარღვების გაფართოვების შედეგად. პრეპარატის პირველი მიღების ან დოზის გაზრდის დროს შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან ორთოსტატული ჰიპოტენზია გახშირებული გულისცემით, თავბრსუხვევით და სისუსტით. შესაძლებელია, ასევე, წვის ხანმოკლე, მსუბუქი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ღებინება, სახის სიწითლე, კანის ალერგიული რეაქციები და, ასევე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. წნევის მკვეთრად გამოხატულმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდში ტკივილის გაძლიერება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კოლაფსი არარეგულარული გულის რითმით და გონების დაკარგვით. იშვიათ შემთხვევებში – ძირითადად გადაჭარბებული დოზირების დროს – შესაძლებელია ციანოზი (სახის კანის შეფერვა ნაცრისფრად ან ლურჯად), სისხლის მაჩვენებლების შეცვლა (მეტჰემოგლობინემია), ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ადაპტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადაპტოლის გვერდითი მოვლენებია: ადაპტოლი-ავერსი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იბუპრენი / Ibupren ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იბუპრენი –  არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტორადოლი – TORADOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტორადოლი –  ორსულობისას ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი გადაწონის ნაყოფისთვის არსებულ შესაძლო რისკს. მშობიარობის პირველი და მეორე პერიოდში ტორადოლი უკუნაჩვენებია, ვინაიდან პროსტაგლანდინების ინჰიბიციით მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეასუსტოს საშვილოსნოს კუმშვადობა, რაც ზრდის საშვილოსნოდან სისხლდენების რისკს. ძუძუთი კვებისას ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი გადაწონის ნაყოფისთვის არსებულ შესაძლო რისკს. ბოცვრებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით, როდესაც კეტოროლაკ ტრომეტამინის გამოყენებული დოზები ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენდნენ დედლებზე, პრეპარატის ტერატოგენობის ნიშნები არ გამოვლენილა. ვირთხებში აღინიშნა ორსულობის პერიოდის გახანგრძლივება და გვიანი მშობიარობა. კეტოროლაკის დაახლოებით 10% გადის პლაცენტარულ ბარიერს. მცირე კონცენტრაციებში იგი აღმოჩენილია დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფოლიმონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფოლიმონის გვერდითი მოვლენებია: საკვერცხის ჰიპერსტიმულაცია, საკვერცხის ზომიერად გადიდება, საკვერცხის კისტა, მუცლის ტკივილი, ჰიპერმგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, ინექციის ადგილას ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, გამონაყარი, შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, დერმატოლოგიური სიმპტომები. ასევე შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა, თანდაყოლილი ანომალიები, პულმონარული და სისხლძარღვოვანი დარღვევები, ასციტთან დაკავშირებული სისხლდენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მატერნას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მატერნას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამბროსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბროსანის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ურტიკარიის და ანგიონევროზული შეშუპების სახით აღენიშნებათ ავადმყოფთა არა უმეტეს 1%-ს. პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიკურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალიან დიდია, ამიტომ მისი ჭარბი დოზირების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები