Category Archives: სხვა

იცით ოქსიბრალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოქსიბრალის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება უცნობია – გულისრევა, გულძმარვა, დიარეა ან ყაბზობა, პირის სიმშრალე – QT ინტერვალის დაგრძელება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია <<პირუეტის>> (Torsade de Pointe) ტიპის, პარკუჭოვანი არითმია (მხოლოდ ვინკამინის ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად შეყვანისას) – ალერგიული რეაქციები კანის გამონაყრის ან ქავილის სახით – არაგამოხატული ფსიქოსომატური ეფექტები (განწყობის ლაბილობა, ქცევის დარღვევები) პოსტმარკეტინგული კვლევების მონაცემები – პაროქსიზმული ტაქიკარდია – სისხლიანი ხველა – სახის შეშუპება, ალერგიული დერმატიტი, კანის საფარველების ჰიპერემია – ცხვირის გაგუდვა – ჰალუცინაციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპროფლოქსაცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპროფლოქსაცინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, მხედველობის დარღვევა, კრისტალურია, გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ჰემატურია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტების რიცხვის შეცვლა, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეიპოგენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეიპოგენის გვერდითი მოვლენებია: ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ნეიპოგენით მკურნალობა რეკომენდებული დოზებით – ხშირად იწვევს ტკივილებს ძვლებში და კუნთებში. როგორც წესი, ტკივილები მსუბუქი ან ზომიერი სიძლიერისაა (10%), ხანდახან ძლიერი (3%) და უმეტეს შემთხვევაში კუპირებას განიცდის ჩვეულებრივი ანალგეზიური საშუალებებით. იშვიათად აღინიშნება შარდვის დარღვევა (ძირითადად, მსუბუქი და ზომიერი დიზურია). აღწერილია ცალკეული შემთხვევები არტერიული წნევის გარდამავალი შემცირების შესახებ, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს. – ხშირად აღინიშნება შექცევადი, დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ მსუბუქი და ზომიერილაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატისმიერი შარდოვანას და გამა-გლუტამიტრანსფერაზას აქტივობის მომატება. რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს დადგენილ იქნა, რომ ნეიპოგენი არ იწვევს გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ჩატარებისას. – გვერდითი მოვლენები, რომლებიც ერთნაირი სიხშირით აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ნეიპოგენი/ქიმიოთერაპია და პლაცებო/ქიმიოთერაპია, მოიცავს გულისრევას, ღებინებს, ალოპეციას, დიარეას,  მოთენთილობას, ანორექსიას, ლორწოვანი გარსების ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, გამონაყარს კანზე, ტკივილს გულმკერდში, საერთო სისუსტეს, ტკივილს ყელში, ყაბზობას და არასპეციფიკურ ტკივილებს. – ხანდახან ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია მაღალი დოზებით შემდგომში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვით, აღინიშნებოდა სისხლძარღვოვანი დარღვევები (მაგალითად, ვენო-ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევა). მათი მიზეზობრივი კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის. – აღწერილია იშვიათი შემთხვევები ისეთი სიმპტომების განვითარების, რომლებიც მიუთითებს ალერგიული ტიპის რეაქციებზე. მათი უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პირველი დოზის მიღებასთან, რაც განპირობებულია პრეპარატის ინტრავენური გამოყენებით. მკურნალობის აღდგენისას ხანდახან აღინიშნება სიმპტომების რეციდივი. – ნეიპოგენის დანიშვნა ქიმიოთერაპიის შემდეგ, რომლის სქემაში შედის ბლეომიცინი, იწვევს ინტერსტიციული პნევმონიის განვითარებას, ხანდახან ლეტალური გამოსავალით. მისი მიზეზობრივ კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის. – ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით აღინიშნება გვერდითი მოვლენების განვითარება ნეიპოგენზე, მხოლოდ ზოგიერთი პირებში ამ სიმპტომების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება. – ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნეიპოგენი არის ტკივილი ძვლებში და გენერალიზებული ტკივილები ჩონჩხის კუნთებში. – სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს ელენთის გადიდებას, რომელიც ზოგიერთ ავადმყოფებში პროგრესირებს, ასევე თრომბოციტოპენიას. აღწერილია თავის ტკივილი, დიარეა (10% ნაკლები). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ანემია, სისხლდენა ცხვირიდან. – ზოგჯერ აღინიშნება გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო შარდოვანას შრატისმიერი კონცენტრაციის, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ასევე ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გარდამავალი შემცირება. – გვერდითი მოვლენები ასევე მოიცავს ადგილობროვ რეაქციას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, თმების ცვენას, ოსტეოპოროზს, გამონაყარს კანზე. – ხანგრძლივი თერაპიის დროს 2% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ადგილი აქვს კანისმიერი ვასკულიტის განვითარებას, იშვიათად აღინიშნება – პროტეინურია და ჰემატურია. * ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ლეიკოციტოზი: 5% ნაკლებ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნეიპოგენს დოზით 0.3 მლნ სე-ზე (3 მკგ/კგ დღეში) მეტს ლეიკოციტების რიცხვი იზრდება 100000-მდე/1 კუბ.მმ და მეტი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ასეთ ლეიკოციტოზთან, აღწერილი არ არის. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას შესაძლებელი რისკი, დაკავშირებული მძიმე ლეიკოციტოზთან, რის გამოც ნეიპოგენით მკურნალობის დროს აუცილებელია ლეიკოციტების რიცხვის რეგულარული კონტროლი. – თუ იგი აღემატება 50000/კუბ.მმ-ში, ნეიპოგენი უნდა მოიხსნას. თუ ნეიპოგენს ნიშნავენ უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციის მიზნით, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოციტების რიცხვი აღემატება 100000/1 კუბ.მმ-ში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით არდუანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არდუანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ცხრილში გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი შედგენილია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10) ხშიირად (≥1/100 – <10) არც ისე ხშირად (≥1/1000 – <100) იშვიათად (≥1/10000 – <1000) ძალიან იშვიათად (<10000) არ არის ცნობილი (ან არსებული ინფორმაციით არ განისაზღვრება) არის ცნობები შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ სიხშირით ძალიან იშვიათად  ჩასასმელია ცხრილი  * – ანაფილაქსიური რეაქციები შეიძლება განვითარდეს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მიღების დროს, იმის მიუხედავად, რომ ანაფილაქსიური რეააქცია (ხველება, ბრონქოსპაზმი, სახის შეშუპება, თვალების გაწითლება და შეშუპება) არდუანის ინექციის გამოყენების დროს აღწერილია მხოლოდ ერთ შემთხვევაში (დამტკიცებულია არაერთმნიშვნელოვნად). პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა წამლების და აპარატურის მომზადება ანაფილაქსიური რეაქციის კუპირებისთვის. პრეპარატის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში სხვა მიორელაქსანტების მიმათ ალერგიული რეაქციის არსებობისას, იმის გამო, რომ არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებს შორის შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ალერგია. ჰისტამინის გამოთავისუფლება და ჰისტამინის მსგავსი რეაქციები: არდუანს ჰისტამინის გამოთავისუფლების რეაქციები არ გააჩნია. ** – პრეპარატის არდუანი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უმნიშვნელოა. დაკავშირებულია ჰიპეკურონიუმის მცირედ გამოხატულ კარდიოსელექტიურ, ვაგოლითიურ თვისებებთან. 0.10მგ/კგ დოზამდე განგლიომაბლოკირებელი და ვაზოლითიური მოქმედება აღნიშნული არ არის და აღნიშნულია მხოლოდ მცირედ გამოხატული ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (არტერიული წნევის შემცირება, ბრადიკარდია), განსაკუთრებით ნარკოზის დროს ფთოროტანთან ან ფენტანილთან ერთდროული გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აზოპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზოპტის გვერდითი მოვლენებია: მხედველობის ორგანოს მხრივ: 5–10%–ით მხედველობის დაბინდვა; 1–5% – ბლეფარიტი, კერატიტი, თვალის სიმშრალე, ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი თვალიდან, დისკომფორტი, ტკივილი, თვალის ქავილი; <1% – კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, კერატოპათია, ბლეფარიტის დასაწყისის სიმპტომები (ქუთუთოების შეწებება, ან ფუფხი ქუთუთოების კიდეებზე), ცრემლდენა, დიპლოპია, ასთენოპია. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 5–10% – მწარე, მჟავე ან უჩვეულო გემო პირში; <1% – პირის სიმშრალე, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა. სასუნთქი სისტემის მხრივ: 1–5% – რინიტი, <1% – ქოშინი, ფარინგიტი. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: <1% – გულმკერდში ტკივილი, ჰიპერტენზია. საშარდე სისტემის მხრივ: <1%– ტკივილი თირკმელებში. ალერგიული რეაქციები: <1%– ჭინჭრის ციება. სხვა: 1–5% – თვის ტკივილი, დერმატიტი; <1% – ალოპეცია, თავბრუსხვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იბუპარ ფორტე / IBUPAR FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იბუპარ ფორტე –  ორსულობა: სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა მიმართოთ ექიმს.  იბუპროფენის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.  არ არის რეკომენდირებული იბუპროფენის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში. ძუძუთი კვება: სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, საჭიროა მიმართოთ ექიმს. იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში.  ახლშობილზე სამკურნალო საშუალების არასასურველი გავლენა, რომელსაც იღებს დედა ტკივილის სინდრომის, ან ცხელებისას რეკომენდირებული დოზებით, ნაკლებად სავარაუდოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კეტანოვი – KETANOV ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეტანოვი –  კეტანოვის მიღება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისათვის სასარგებლო პოტენციალური შედეგი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. * ლაქტაციის პერიოდში კეტანოვის მიღების აუცილებლობისას უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იმოდიუმი / Imodium ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმოდიუმი –  * ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ლოპერამიდის დანიშვნა ნებადართული არ არის. ლოპერამიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მელისალი ® ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელისალი ® ფორტეს გვერდითი მოვლენებია: არ აღინიშნება. აცნობეთ ექიმს გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მაგიტუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგიტუსის გვერდითი მოვლენებია: დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის თერაპიული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუ და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.  ქლორფენამინის მალეატის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუ, ყურებში შუილი, აპათია, კოორდინაციის დარღვევა, გადაღლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ეიფორია, უძილობა და ტრემორი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს პირის სიმშრალე, შარდვის გახშირება და დიზურია, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, ხელებში სიმძიმისა და სისუსტის შეგრძნება.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები