იცით ლივ 52-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
ლივ 52-ის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, დისპეფსია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლივ 52-ის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, დისპეფსია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ამლონორის გვერდითი მოვლენებია: ამლონორმა, სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ამლოდიპინი ჩვეულებრივ კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. არასასურველი ეფექტების გამოვლენის სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი სახით: ხშირად: 100 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში; არც ისე ხშირად: 1000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 100-ზე ნაკლებში; იშვიათად: 10000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 1000-ზე ნაკლებში; ძალიან იშვიათად, მათ შორის სპორადიულად დაკვირვებული: გვხვდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. ხშირად: პალპიტაცია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კანის სიწითლე, შეშუპება. არც ისე ხშირად: გულის რითმის დარღვევა, პარკუჭისებრი ტაქიკარდიის და წინაგულის ციმციმის ჩათვლით, ბრადიკარდია, მკერდუკანა ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა, ტაქიკარდია, პოზიციური თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), პერიფერიული ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია, მგრძნობელობის დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპერესთეზია, ტრემორი, პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, მომატებული ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ღამის კოშმარები, შფოთვა, პიროვნების დარღვევა, სექსუალური დარღვევები მამაკაცებში და ქალებში, მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი, დიპლოპია, თვალის კაკლის ტკივილი, ხმაური ყურებში, უმადობა, ყაბზობა, დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა), ფაღარათი, მეტეორიზმი, ღებინება, ღრძილების ჰიპერტროფია, ართრალგია, ართროზი, კუნთების სპაზმი და მიალგია, ზურგის ტკივილი, რიგიდულობა, ხუთვა, ცხვირიდან სისხლდენა, პოლაკიურია, შარდვის დარღვევა, შარდის შეუკავებლობა ღამით, ქავილი, გამონაყარი, ერიმატოზული გამონაყარი, ლაქისებრი-პაპულოზური გამონაყარი, ჰიპერგლიკემია, პოლიდიპსია, ალერგიული რეაქციები, სხეულის წონის გაზრდა, ცხელება, დაღლილობა. იშვიათად: აპათია, აღგზნებადობა, მომატებული მადა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, არარეგულარული პულსი, ექსტრასისტოლია, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), გემოვნების მოშლა, ყნოსვის დარღვევა, შაკიკი, ამნეზია, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფთალმია (თვალის სიმშრალის სინდრომი), გასტრიტი, თხევადი განავალი, კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი, ტონუსის მომატება, ხველა, რინიტი, დიზურია (მტკივნეული და გართულებული შარდვა), პოლიურია (პოლაკიურია), კანის დეპიგმენტაცია, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, დერმატიტი, ცივი და წებოვანი კანი. ძალიან იშვიათად: ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება (ღვიძლის ფერმენტების), სიყვითლე, ძირითადად ქოლესტაზური, გინეკომასტია. ზოგიერთ პაციენტში სამკურნალო პრეპარატი ამლონორის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ფლუტანი – ორსულობა, ძუძუთი კვება ნუ მიიღებთ ამ მედიკამენტს, თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან თუ ბავშვის გაჩენას გეგმავთ;დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის, სანამ ამ პრეპარატს მიიღებდეთ. ფლუტანით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის დაგეგმვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
ფერსინოლ გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია. ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნება, დეპრესია. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემური მოვლენები, ჭინჭრის ციება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
რითმოკარდი – რითმოკარდის გამოყენება კვების პროდუქტებთან და სასმელებთან: თუ რითმოკარდს იყენებთ, თავი შეიკავეთ გრეიფრუტის წვენის მოხმარებისაგან. მან შეიძლება გაზარდოს პროპაფენონის პლაზმური დონე. ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს ან ფარმაცევტს. პროპაფენონი პლაცენტარულ ბარიერს არღვევს, ამიტომ ორსულობის პერიოდში ამ სამკურნალო პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის ზიანის მიყენების პოტენციურ რისკს. პროპაფენონი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ მეძუძური დედის ამ პრეპარატით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთ კვება უნდა შეწყდეს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
როტარიტმილი – ამიოდარონი ორსულებში მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში ინიშნება, ვინაიდან პრეპარატი ზემოქმედებს ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
დეტრა – ჰუმანითი – ორსულობა: ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი გინეკოლოგია და მეანობა“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დიოსმინით და ჰესპერიდინით ბუასილის მოკლევადიანი მკურნალობა ორსულობის დროს უსაფრთხო, მისაღები და ეფექტურია. კვლევის განმავლობაში მკურნალობა არ ზემოქმედებს ორსულობაზე, ნაყოფის განვითარებაზე, ნაყოფის წონაზე, ზრდაზე და კვებაზე. ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული გამოყენება უსაფრთხოების მიზნით.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
ფამვირი – გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორსულობა მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ აჩვენეს ფამვირისა ან პენციკლოვირის რაიმე ემბრიოტოქსიკური ან ტერატოგენული ეფექტის არსებობა, ფამციკლოვირის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დასაბუთებული არ არის. ფამციკლოვირის გამოყენება რეკომენდირებული არ არის ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი შედეგი, დედის მკურნალობის დროს, ჩვილისთვის შესაძლო რისკებს აღემატება. ლაქტაცია ცხოველებზე ჩატარებული კვლევისას გამოვლინდა ის, რომ პენციკლოვირი გამოიყოფა დედის რძეში. არ არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, გამოიყოფა თუ არა პენციკლოვირი ადამიანის ძუძუს რძეში. ფამციკლოვირი არ გამოიყენება მეძუძურე დედების მიერ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისთვის მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი
ლომპასარის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
მაალოქსის გვერდითი მოვლენებია: დაკავშირებულია ალუმინის ჰიდროჟანგთან: მაალოქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფოსფორის მარაგის მკვეთრი შემცირება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები