Category Archives: სხვა

იტასპორი – ITASPOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იტასპორი –  ორსულობის დროს იტასპორი  გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. * ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რეოფარი / REOFAR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეოფარი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნონდეპრესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონდეპრესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია მკურნალობისას გამოვლენილი საერთო მონაცემებიდან ფარდობითი პროცენტით. საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (12%); შედარებით იშვიათად – ყაბზობა დიარეა, მადის დაქვეითება; იშვიათად – ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება; ერთეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციათა მძიმე დარღვევა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პაროქსეტინის მიღებასა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობას შორის დადგენილი არ არის, მაგრამ ღვიძლის ფუნქციათა დარღვევისას რეკომენდებულია პაროქსეტინის მიღების შეწყვეტა. ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (9%); ტრემორი (8%); საერთო სისუსტე და დაღლილობა (7%); უძილობა (6%); ერთეულ შემთხვევებში – თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, პარესთეზიები, სომნამბულიზმი, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები, ოროფარინგეალური დისტონია. ექსტრაპირამიდული დარღვევები ვლინდება ნეიროლეპტიური საშუალებებით ინტენსიური თერაპიის შემდგომ. იშვიათად აღინიშნა ეპილეფსიის მსგავსი გულყრები (რაც დამახასიათებელია სხვა ანტიდეპრესანტებისთვისაც); ქალასშიდა წნევის მომატება. ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ოფლის გამოყოფის მატება (9%), პირის სიმშრალე (7%). მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა, მიდრიაზი; იშვიათად – გლაუკომის მწვავე შეტევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში – ტაქიკარდია, ცვლილებები ეკგ-ზე, არტერიული წნევის ლაბილობა, გულისწასვლა. სასქესო სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევები (13%), ერთეულ შემთხვევებში – ლიბიდოს ცვლილება. საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად – შარდვის გაძნელება წყალ-მარილოვანი ცვლის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ჰიპონატრემია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, ცნობიერების დაბინდვით ან ეპილეფსიის მსგავსი სიმპტომებით. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ნატრიუმის დონე სისხლში ნორმალიზდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა განვითარდა ანტიდიურეზული ჰორმონის ჰიპერპროდუქციის შედეგად. ასეთი შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც პაროქსეტინის გარდა იღებდნენ შარდმდენ და სხვა საშუალებებს. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანის ჰიპერემია, კანქვეშა სისხლჩაქცევები, სახისა და კიდურების შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები (ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება), ქავილი. სხვა: ერთეულ შემთხვევებში – მიოპათია, მიალგია, მიასთენია, მიოკლონია, ჰიპერგლიკემია; იშვიათად – ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, ჰიპოგლიკემია, ტემპერატურის მომატება და გრიპოზული სიმპტომების განვითარება, გემოვნების შეცვლა. დაფიქსირებულია თრომბოციტოპენიის განვითარება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან დადგენილი არ არის). პაროქსეტინის მიღებას შესაზლოა თან ახლდეს სხეულის მასის მომატება ან დაკლება. აღწერილია სისხლდენის განვითარების რამდენიმე შემთხვევა. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, პაროქსეტინი იშვიათად იწვევს პირის სიმშრალეს, ყაბზობასა და ძილიანობას. პრეპარატის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევა (მაგ. პარესთეზიები), შიში, ძილის დარღვევა, აჟიტაცია, ტრემორი, გულისრევა, ოფლის გამოყოფის მატება და ცნობიერების დაბინდვა, ამიტომ თერაპიის შეწყვეტა აუცილებელია თანდათანობით (მიზანშეწონილია დოზის შემცირება ყოველ მეორე დღეს). გვერდითი მოვლენების ინტენსივობა და გამოვლენის სიხშირე მცირდება თერაპიის გაგრძელებისას, ამიტომ უმეტესობის გამოვლენისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ არის საჭირო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნავობანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნავობანის გვერდითი მოვლენებია: ნავობანის გამოყენებისას რეკომენდებულ დოზებში გვერდითი ეფექტები გარდამავალი ხასიათისაა. 2 მგ-იანი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი, ხოლო 5 მგ-იანი დოზით პრეპარატის გამოყენებისას ადგილი აქვს თავბრუსხვევას, გადაღლილობას და ცვლილებებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – მუცლის ტკივილს და დიარეას. ისევე როგორც 5-HT3 რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების გამოყენების დროს, იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (“I ტიპის რეაქცია”), რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: სახის ჰიპერემია და/ან გენერალიზებული ურტიკარია, მკერდის ძვლის არეში სიმძიმის შეგრძნება, ქოშინი, სწრაფად მიმდინარე ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია. იშვიათ შემთხვევებში: კოლაფსი, გულის წასვლა ან გულის გაჩერება, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას თანმხლები თერაპიით ან ძირითადი დაავადებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როზამეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზამეტის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად გარდამავალი სიწითლე, კანის უმნიშვნელო სიმშრალე, ქავილი და დაჭიმულობის შეგრძნება ადგილობრივად. სისტემური გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კუპლატონი / Cuplaton ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კუპლატონი –  დიმეთიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, არ გადის პლაცენტის ბარიერს და არ გადადის დედის რძეში. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც ორსულობის დროს, ასევე ლაქტაციის პერიოდში. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფერმენტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერმენტინის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივად დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვიტაპრიმი C / VITAPRIM C ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტაპრიმი C –  პრეპარატის დანიშვნის მიზანშეწონილობა უნდა გადაწყდეს ექიმის მიერ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნორვასკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორვასკის გვერდითი მოვლენებია: ნორვასკი ხასიათდება კარგი ამტანობით. კლინიკური პლაცებო კონტროლირებადი კვლევის დროს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ არტერიული ჰიპერტენზიით და სტენოკარდიით შეპყრობილი პაციენტები, შედარებით ხშირად აღინიშნებოდი შემდეგი გვერდითი მოვლენები:თავის ტკივილი, შეშუპება, გადაღლილობა, ძილიანობა, მუცლის არეში ტკივილი, სახის ჰიპერემია, გულისცემის გახშირება და თავბრუხვევა. შედარებით იშვიათად – კანის ქავილი, გამონაყარი, ქოშინი, ასთენია, კუნთების კრუნჩხვები, დისპეფსია, ღრძილების ჰიპერპლაზია და იშვიათად მრავალფორმიანი ერითემა. როგორც სხვა კალციუმის ანტაგონისტების გამოყენებისას, აღწერილია გვერდითი მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რომელთა განსხვავება შეუძლებელია ძირითადი დაავადებების ბუნებრივი მიმდინარეობებისაგან, როგორიცაა მიოკარდის ინფარქტი, არითმია (პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ციმციმის ჩათვლით) და ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ძალიან იშვიათად აღინიშნება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დონის მომატება (რომელიც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ქოლესტაზით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გესტალი DHA / Gestalys DHA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გესტალი DHA –  Gestalys DHA ასევე აუცილებელია ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი