Category Archives: სხვა

იცით ამბრობენეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბრობენე გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, თავის ტკივილი, პირის და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეკზანთემა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ტემპერატურული რეაქციები შემცივნებასთან ერთად). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ხოლო ერთ შემთხვევაში განვითარდა ანაფილაქსიური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოვოლაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოვოლაქსის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში: დიარეა, რომელიც დოზა დამოკიდებულია (დოზის შემცირებისას სიმპტომი ქრება), გულისრევა, მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება, სლოკინი და აბდომინალური სპაზმი. ეს გვერდითი მოვლენები ქრება მედიკამენტის მიმართ ადაპტაციის შემდგომ. თუ აღნიშნული მოვლენები შენარჩუნდა ან გაუარესდა, საჭიროა ექიმის ინფორმირება. გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას: იშვიათად: ანალური ქავილი, ღებინება, ელექტროლიტების დეფიციტის ნიშნები (უჩვეულოდ გამოხატული ადვილად დაღლა ან საერთო სისუსტე), მომატებული გულისცემის სიხშირე, გონების დაბინდვა (იშვიათად) თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ წყდება პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ჯუნგლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჯუნგლის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიპოფუნდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიპოფუნდინის გვერდითი მოვლენებია: – იშვიათად ადგილი აქვს მწვავე რეაქციებს, ქოშინის, ციანოზის, ალერგიული რეაქციების, ჰიპერლიპიდემიის სახით. შესაძლებელია აგრეთვე, – ჰიპერგლიკემია, ჰიპერკოაგულაცია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გაძლიერებული ოფლდენა, შემცივნება, ძილიანობა, ლიპიდების ინფუზიის დროს შესაძლებელია ტკივილი მკერდის ძვლის და წელის არეში. ამ დროს აუცილებელია ინფუზიის შეწყვეტა და აღნიშნული სიმპტომების გაქრობის და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ, შესაძლებელია ინფუზიის გაგრძელება ნაკლები სიჩქარით და/ან შედარებით ნაკლები დოზით. აღნიშნულ სიტუაციებში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური მონიტორინგის ჩატარება, განსაკუთრებით საწყის სტადიაში და შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის კონტროლი. პაციენტებში ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვის დროს, ჰიპერლიპიდემიის გამორიცხვის მიზნით (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), საჭიროა შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოზე. პაციენტებში ჰიპერლიპიდემიის არსებობისას უზმოზე, ცხიმოვანი ემულსიების დანიშვნა ნებადართული არ არის. ჰიპერლიპიდემია (შრატისმიერი ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია მოზრდილებში 3 მმოლ/ლ-ზე მეტი და ბავშვებში 1.7 მმოლ/ლ-ზე მეტი), ლიპიდების ინფუზიიდან 12 სთ-ის შემდეგ, მეტყველებს ცხიმოვანი მეტაბოლიზმის დარღვევის პროცესზე. შენიშვნა: პრეპარატის შეყვანით გამოწვეული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რადოფენი – RADOFEN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რადოფენი –  ორსულობა არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის და აგრეთვე სხვა (აასპ), ორსულობის ბოლო ვადებში მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინარის დახურვა ნაადრევად. ლაქტაცია ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის. ყოველ 8 საათში 50 მგ დოზის მიღებისას, აქტიური ნაწილაკები აღწევენ დედის რძეში, მაგრამ მცირე კონცენტრაციით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აზარანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზარანის გვერდითი მოვლენებია: ცნს მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ოლიგურია, გულუკოზურია, ჰემატურია, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას შემცველობის მატება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გემოვნების დარღვევა, მეტეორიზმი, სტომატიტი, გლოსიტი, დიარეა, ფსევდომემბრანლი ენტეროკოლიტი, ფსევდოქოლელითიაზი, დისბაქტერიოზი, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ტრანსამინაზასა და ტუტე ფოსფატაზას მომატება, ჰიპერბილირუბინემია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენი, ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ბაზოფილია, ჰემოლიზური ანემი. სისხლის შემამადედებელი სისტემის მხრივ: ცხვირიდან სისხლდენა, გამონაყარი, ქავილი, ექსუდაციური ერითემა, ცხლება, შეშუპება, ეოზინოფილია, ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, ბრონქოსპაზმი. სხვადსხვა: სუპერინფექცია (მათ შორის კანდიდოზი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპდროპსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპდროპსის გვერდითი მოვლენებია: – კონიუნქტივიტი; – მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; – თვალების სიმშრალე; – კერატიტი; – დისკომფორტი, თვალების ზომიერი ტკივილი; – ჰიპერემია, ქავილი; – სუბკონიუნქტივიალური სისხლჩაქცევა; – ცრემლდენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კორტოპი – CORTOP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კორტოპი –  ორსულობის პერიოდში კარვედილოლი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის მოსალოდნელი შედეგი აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი გავლენის რისკს; * რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში კარვედილოლის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რეტინოლი – RETINOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რეტინოლი –  დოზის მიღების ვადების დადგენისას საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში. არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატი დოზით 6000 IU იწვევს ნაყოფის დაზიანებას (საშარდე ტრაქტის ანომალია, ზრდის შენელება). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გადადის დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ციანოკობალამინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციანოკობალამინის გვერდითი მოვლენებია: ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები (აკნე და პრეპარატის მიერ გამოწვეული ეკზემა და ურტიკარია) და ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური და/ან ანაფილაქსიური რეაქციები). თუ გამოვლინდა სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, ასეთ შემთხევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები