Category Archives: სხვა

კლომეზოლი ვაგინალური სუპოზიტორია – CLOMEZOL Vaginal suppositories ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლომეზოლი ვაგინალური სუპოზიტორია –  სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იოდინოლი / IODINOLUM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იოდინოლი –  პრეპარატი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ცისპლატინი ებევეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცისპლატინი ებევეს გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა კუმულაციური ხასიათისაა და იგი ძირითადი ტოქსიკური ფაქტორია, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დიზას. თირკმელების დაზიანებები, რომლებსაც თან ახლავს თირკმლის მილაკების დაზიანება, თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს დოზის შეყვანიდანმეორე კვირას და სისხლის შრატში კრეატინინის, შარდოვანას, შარდმჟავას მომატებით და/ან კრეატინინის კლირენსის შემცირებით. თირკმლის ტოქსიკურობა, როგორც წესი, უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატულია და ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზებისას შექცევადი ხასიათი გააჩნია. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპომაგნემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია და ჰიპოფოსფატემია. ჰიპომაგნიემია და/ან ჰიპოკალციემია შეიძლება გამოვლინდეს კუნთების კლინიკურად მომატებული მგრძნობელობით ან კრუნჩხვებით, ტრემორით, კარპოპედული სპაზმით (მტევნებისა და ტერფების კრუნჩხვები) და/ან ტეტანიით. ჰიპონატრიემია ჩვეულებრივ განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური პროდუქციის სინდრომით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება და გულისრევა, რომელიც ჩვეულებრივ იწყება თერაპიის პირველი საათის განმავლობაში და 24 საათის განმავლობაში და მეტი ხნით გრძელდება, თითქმის ყველა ავადმყოფს უვითარდება. ეს გვერდითი ეფექტები მხოლოდ ნაწილობრივ აღმოიფხვრება გულისრევის საწინააღმდეგო სტანდარტული პრეპარატების მიღებისას. ამ სიმპტომების სიმძიმის შემცირება შეიძლება თერაპიის ციკლზე გათვლილი საერთო დოზის უფრო მცირე დოზებად  გაყოფით, რომელიც შეყავთ დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სხვა არასასურველი მოვლენებიდან აღინიშნება მუცლის ტკივილი, დიარეა და ყაბზობა. სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: ცისპლატინით თერაპიის ფონზე ხშირად ვითარდება მიელოსუპრესია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი გამოხატულია უმნიშვნელოდ ან ზომიერად, და ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას შექცევადი ხასიათი აქვს. ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების ყველაზე დაბალი დონე, როგორც წესი, აღინიშნება შეყვანიდან მე-18-დან 23-ე დღემდე; პაციენტების უმეტესობას ეს მაჩვენებლები აღუდგება 39-ე დღისათვის. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ანემია. სმენის სისტემის მხრივ: ცალმხრივი ან ორმხრივი შუილი ყურებში, სმენის დაკარგვით ან დაკარგვის გარეშე, აღენიშნებათ დაახლოებით ცისპლატინის მიმღებ პაციენტთა 10%, ჩვეულებრივ ეს გვერდითი ეფექტი შექცევადი ხასიათისაა. დადგენილია, რომ სმენის ორგანოს დაზიანება დოზადამოკიდებული და კუმულაციური ხასიათისაა, და ეს გვერდითი ეფექტი ხშირად აღენიშნებათ ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ პაციენტებს. არსებობს შეტყობინებები ვესტიბულარულ აპარატზე პრეპარატის ტოქსიკური მოქმედების შესახებ. ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პერიპერიული ნეიროპათიები ხშირად არ ვითარდება. ჩვეულებრივ ისინი სენსორული ხასიათისაა (მაგალითად, პარესთეზიები, ზედა და ქვედა კიდურების პარესთეზიები), მაგრამ ასევე შესაძლოა განვითარდეს მოტორული დარღვევები (რეფლექსების დაქვეითება და სისუსტე ქვედა კიდურებში). ასევე შეიძლება აღინიშნოს ვეგეტატიური ნეიროპათია, კრუნჩხვები, გაუგებარი მეტყველება, გემოს შეგრძნება და მეხსიერების დაკარგვა. არსებობს ცნობები ლერმიტის  სიმპტომის, ხერხემლის ბოძის მიელოპათიისა და ავტონომიური ნეიროპათიის განვითარების შესახებ. ამ სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას პრეპარატი უნდა მოიხსნას. ჰიპერმგრძნობელობა: ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის გაწითლებისა და შეშუპების, ფილტვებში სტვენითი ხიხინების, ტახიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის სახით. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცისპლატინის შეყვანის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება და ლაქოვან – პაპულოზური გამონაყარი კანზე. მხედველობის სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის ნერვის თავის შეშუპება, ქერქოვანი სიბრმავე. ასევე შეიძ;ება აღინიშნოს ფერის აღქმის ცვლილება, განსაკუთრებით სპექტრის ყვითელ-ცისფერ ნაწილში. თვალის ფსკერის ერთადერთი ცვლილება შეიძლება იყოს ყვითელი ლაქის არეში ბადურას არარეგულარული პიგმენტაცია. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა და პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ასტ-ს, ალტ-სა და სისხლის პლაზმაში ბილირუბინის დოზის უმნიშვნელო ტრანზიტული მომატება. სხვა გვერდითი   ეფექტები:დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ(გულის იშემიური დაავადება, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თრომბოზული მიკროანგიოპათია, ცერებრული ართერიითები), ჰიპერურიკემია, სისხლის პლაზმაში ამილაზას დონის მომატება, უმნიშვნელო ალოპეცია, მიალგია, ცხელება, სლოკინი და პლატინის ხაზი ღრძილზე. კანქვეშ პრეპარატის მოხვედრისას შესაძლებელია ფლებიტის, ცელულიტისა და კანის ნეკროზის განვითარება. აღნიშნულია სპერმატოგენეზისა და აზოოსპერმიის დარღვევის შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით იზოსორბიდის დინიტრატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იზოსორბიდის დინიტრატის გვერდითი მოვლენებია:  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, რომლებიც პრეპარატის დოზის შემცირებით მალევე გაივლის. ნიტროსორბიდის ხანგრძლივად მიღების დროს ვითარდება ტოლერანტობა, მისი თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია პრეპარატით 3-6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, შესვენების გაკეთება 3-5 დღით და ნიტროსორბიდის შეცვლა სხვა ანტიანგინალური პრეპარატით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მედულაკ-WM-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მედულაკ-WM-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პერინი / PERIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პერინი –   აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ტერატოგენული მოქმედება ნაყოფზე. გამოიყოფა დედის რძესთან, რაც ზრდის სისხლდენის რისკს ბავშვებში თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის შედეგად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გულყვითელას ნაყენი / Tinctura calendulae ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გულყვითელას ნაყენი –  შესაძლებელია მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნო-პეინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნო-პეინის გვერდითი მოვლენებია: კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება, უძილობა, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, ეიფორია, გამონაყარი, ღებინება და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი მგრძნობიარე პირებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნასენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნასენის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, ნასენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ზოლპიდემისთვის დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, კარდიალური არითმია. სისხლი და ლიმფური სისტემა: სისხლის სურათის ცვლილებები, როგორიცაა ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების მნიშვნელოვანი შემცირება ან არარსებობა). ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა დღის განმავლობაში, ანტეროგრადული ამნეზია, აპათია, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა, გემოს შეგრძნების შეცვლა, ატაქსია (კოორდინაციის დარღვევა), მერყევი სიარული. ფსიქიატრიული დარღვევები: კოშმარული სიზმრები, მოუსვენარი ძილი. თვალები: აღქმის დარღვევები ან დიპლოპია. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხველება, ასთმა. კუჭ-ნაწლავის სისტემა: ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა. ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილი: კუნთების სპაზმი. ენდოკრინული სისტემა: დისმენორეა. რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლები: დაქვეითებული ლიბიდო. მეტაბოლიზმი და კვება: მადის ცვლილება, წყურვილის გაზრდა, წონის შეცვლა. იმუნური სისტემა: ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მელოფლამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელოფლამის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მელოფლამსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ვლინდება არა ყველა პაციენტში. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლენილ იქნა კლინიკური გამოცდისას. ყველაზე ხშირია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი მოშლა, გულძმარვა, საყლაპავის ლორწოვანის ანთება, კუჭის ან/და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ფარული ან მაკროსკოპული სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან. სისხლის სისტემის მხრივ: სისხლდენებისადმი მიდრეკილება, სისხლის უჯრედოვანი ფორმულის ცვლილება (მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. კანი: ქავილი, გამონაყარი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჭინჭრის ციება. ცენტრალური ნერვული სისტემა: სუსტი ან ძლიერი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ძილიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება, სისხლსავსეობა. შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებები. ძალიან იშვიათად გვხვდება: ანგიონევროზული შეშუპება და დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი, მონელების დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ბულოზური ცვლილებები (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი), ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ხასიათის ცვლილება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ასთმის შეტევები, კონიუქტივიტი, მხედველობის მოშლა (მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება). მძიმე გვერდითი ეფექტების არსებობისას ან ისეთი მოვლენების გამოჩენა, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ჩარევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები