Category Archives: სხვა

იმირანი ტაბლეტი 10მგ – IMIRAH tab.10mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმირანი ტაბლეტი 10მგ –  არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფებროფიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფებროფიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ეგზანთემა, პურპურა. ყველა თანამდევი (უჩვეულო) ეფექტის წარმოშობის შესახებ, მათ შორის რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აგაპურინ რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აგაპურინ რეტარდის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა; კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მხრივ: სახის კანის ჰიპერემია, სისხლის მოწოლა სახესა და გულმკერდის ზედა ნაწილში, შეშუპება, ფრჩხილების მტვრევადობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, უმადობა, ნაწლავთა ატონია, ქოლეცისტიტის გამწვავება, ქოლესტაზური ჰეპატიტი; გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, კარდალგია, სტენოკარდია, ჰიპოტონია; სისხლმბადი ორგანოებისა და ჰემოსტაზის სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, სისხლდენა კანის სისხლძარღვებიდან, ლორწოვანი გარსებიდან, კუჭიდან, ნაწლავიდან; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაველბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაველბინის გვერდითი მოვლენებია: გრანულოციტოპენია, ანემია, ძვალმყესოვანი რეფლექსები დაქვეითებულია, პარესთეზია, ქვედა კიდურებში სისუსტე, ყბების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პარეზი ან ნაწლავების პარალიტური გაუვალობა, გაძნელებული სუნთქვა, ბრონქოსპაზმი, ალოპეცია, ფლებიტი შეყვანის ადგილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ხეჭრელის ქერქს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ხეჭრელის ქერქის გვერდითი მოვლენებია: ხეჭრელის ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია მუცლის არეში ჭვალის მსგავსი ტკივილი და დისკომფორტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით გლუკოფაგს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლუკოფაგის გვერდითი მოვლენებია: გასტროინტესტინური ჩივილები (ღებინება, გულისრევა, ფაღარათი). აღნიშნული სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქ ხასიათს ატარებს, გრძელდება პირველი 10 დღის განმავლობაში და მცირდება პრეპარატის საჭმელთან ერთად მიღების შემთხვევაში. 10 დღის შემდეგ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პარაზიმინი / Parazimin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პარაზიმინი –  პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტურბომიკრონ G / ტურბომიკრონ G ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტურბომიკრონ G – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  არ არსებობს მონაცემები ადამიანებში მედიკამენტის მავნე გავლენის შესახებ. ორსულობის  პერიოდში დიოსმინის დანიშვნისას უნდა მოხდეს რისკი-სარგებლის ზედმიწევნით შეფასება.  არ არსებობს ინფორმაცია მედიკამენტის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ.  არ არის რეკომენდებული ტურბომიკრონ G-ს მიღება ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როზუვინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როზუვინის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად, როზუვინმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ისეთ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან როზუვინში შემავალი ნივთიერებების მიმართ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის გვერდითი მოვლენებია. ეს გვერდითი მოვლენებია ძირითადად საშუალო სიმძიმის და ქრება მოკლე ხანში. შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო დახმარების პუნქტის, შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში: – სუნთქვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე; – სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რომლის შედეგადაც რთულდება ყლაპვის უნარი; – კანის ძლიერი ქავილი. შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ კუნთების უჩვეულო ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კუნთებში უსიამოვნო ეფექტების განვითარების რამოდენიმე შემთხვევას და იშვიათად მათი გამწვავება ხდებოდა კუნთების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ დაზიანებამდე, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი. მიმართეთ ექიმს შემდეგი ტიპის გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია. გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ძლიან ხშირი: შეინიშნება 10-დან 1 პაციენტში. ხშირი: შეინიშნება 10-დან 1-ში, მაგრამ >1/1000. იშვიათი: შეინიშნება 1000-დან 1-ში, მაგრამ არაუმეტეს 10000-დან 1-ში. ძალიან იშვიათი: შეინიშნება <1/10000. ხშირი გვერდითი მოვლენები:  მიმართეთ ექიმს ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში: – თავის ტკივილი; – მუცლის ტკივილი; – ყაბზობა; – შეუძლოდ ყოფნა; – კუნთების ტკივილი; – სისუსტე; – თავბრსუხვევა; – შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 40 მგ-სთვის); – დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმალურთან შედარებით მომატებულია. არახშირი გვერდითი მოვლენები:  – გამონაყარი, ქავილი ან სხვა სახის რეაქციები კანზე; – შარდში ცილების რაოდენობის მომატება – იგი უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს თავისთავად და არ საჭიროებს როზუვინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტას (მხოლოდ როზუვინის 5 მგ, 10 მგ და 20 მგ). იშვიათი: – მწვავე ალერგიული რეაქციები – სახის, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ; – კუნთების დაზიანების დროს – სიფრთხილის გამო შეწყვიტეთ როზუვინის მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ იგრძნობთ უჩვეულო ხანგრძლივ ტკივილს კუნთებში; – მუცლის მწვავე ტკივილი (ანთებითი პანკრეასი); – სისხლში ღვიძლის ენზიმების მომატება. ძალიან იშვიათი: – სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება); – ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება); – სისხლიანი შარდი; – ფეხის და მკლავების ნერვის დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება); – სახსრების ტკივილი; – მეხსიერების დაკარგვა. უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:  – დიარეა; – სტივენ-ჯონსონის სინდრომი (კანზე, პირზე და თვალებზე, ასევე გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა); – ხველა; – სუნთქვის გაძნელება; – ედემა (შეშუპება); – ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები; – სექსუალური გართულებები; – დეპრესია; – სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის დათრგუნვა ან ცხელება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანავენოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანავენოლის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის ალერგიული რეაქციები, იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, მეტროდა მენორაგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები