Category Archives: სხვა

იცით ნიტრაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნიტრაზეპამის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების შენელება, კუნთების სისუსტე; იშვიათად თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ამნეზია, დეპრესია, მხედველობის დარღვევა. დაავადების მიმართ მიდრეკილების მქონე ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია სუიციდური მცდელობა, ჰალუცინაციები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – პირის სიმშრალე, გულისრევა, დიარეა. სუნთქვის სისტემის მხრივ: ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლეკოკლარი – LEKOKLAR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლეკოკლარი –  თუ პაციენტი არის ორსულად, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ არის ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა ორსულობის დროს ლეკოკლარის ტაბლეტების გამოყენება. ლაქტაციის პერიოდი – მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რადგან არ არის ცნობილი თუ რამდენად უსაფრთხოა ლაქტაციის პერიოდში ლეკოკლარის ტაბლეტების გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალთე 5%-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალთე 5%-ის გვერდითი მოვლენებია: არ არის აღწერილი.  პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იმპლიკორი / Implicor ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იმპლიკორი –  თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ორსულობის დროს ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ ორსულობა დასტურდება ან იგეგმება, რეკომენდებულია ალტერნატიულ პრეპარატზე რაც შეიძლება მალე გადასვლა. თუ დაორსულება შესაძლებელია, იმპლიკორი მიიღეთ მხოლოდ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდის გამოყენებისას (იხ. განყოფილება <<არ მიიიღოთ იმპლიკორი შემდეგ შემთხვევებში>>).  იმპლიკორის მიღება იკრძალება ლაქტაციის პერიოდში. გაიარეთ ექიმის კონსულტაცია თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ამას, რადგან იმპლიკორის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დინოლი / DINOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დინოლი –  დინოლის  გამოყენება  არ არის რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მასტოდინონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მასტოდინონის გვერდითი მოვლენებია: მძიმე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით, ყლაპვის გაძნელებით.  აღწერილია კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.  სიხშირე არ არის ცნობილი. მომატებული მგრძობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე  შეწყვიტეთ მასტოდინონის® ტაბლეტების მიღება. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: Vitex Agnus Castus-ის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან. ორსულობა და ლაქტაცია: მედიკამენტების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს   ექიმთან ან ფარმაცევტთან.  ორსულობისას მასტოდინონის მიღება არ არის ნაჩვენები. რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად Vitex Agnus Castus-ის ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. მასტოდინონის ტაბლეტების მიღება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს. განსაკუთრებული მითითებები: ცნობილია რომ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და მოწევა, უარყოფითად მოქმედებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობაზე. გახანგრძლივებული, გაურკვეველი და განმეორებადი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასეთი სიმპტომები შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი, რომელის დროსაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. თუ ხართ ან იყავით დაავადებული ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ იღებთ დოფამინის აგონისტებს ან ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო. ითვლება, რომ Vიტეხ Aგნუს ჩასტუს-ის ნაყოფი მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს. ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნის დროს Vitex Agnus Castus-ის ნაყოფის მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ მკურნალ ექიმს.  ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე არ არის შესწავლილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციპროს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრო გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ ციპროფლოქსაცინი ხასიათდება კარგი ამტანობით. დღეისათვის სერიოზული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევები არ აღინიშნება. იშვიათად ვლინდება შემდეგი გვერდითი მოქმედება :

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლუდიტეკი – FLUDITEC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლუდიტეკი –  ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს (ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნაროპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაროპინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები: ნაროპინზე არასასურველი რეაქციები სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიოებზე რეაქციების ანალოგიურია და სწორად გამოყენების შემთხვევაში (დოზის სწორად შეყვანის და სისხლძარღვში შეყვანის დროს) გვხვდება ძალიან იშვიათად. საჭიროა მათი გარჩევა ეპიდურულ ფონზე ნერვების ბლოკადის გამო გამოვლენილი ეფექტებისგან, მაგალითად არტერიალური წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია. დოზის სისტემური გადაჭარბების და სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის დროს შესაძლებელია სერიოზული გართულებები (იხ. „ჭარბი დოზა“) ალერგიული რეაქციები: ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი – ყველაზე მძიმე შემთხვევაში) აღინიშნება იშვიათად. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ნეიროპათია და ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა (წინა სპინალური არტერიის სინდრომი, არაქნოიდიტი,  „ცხენის კუდის“ სინდრომი)  ჩვეულებრივ დაკავშირებულია რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკაზე, და არა პრეპარატის მოქმედებაზე. მწვავე სისტემური ტოქსიკურობა: პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის ან ჭარბი დოზით შეყვანის დროს მაღალი დოზების გამოყენების ან სისხლში კონცენტრაციის სწრაფად მომატების შემთხვევაში ნაროპინმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე სისტემური ტოქსიკური რეაქციები (იხ. “ფარმაკოლოგიური თვისებები” და “ჭარბი დოზა”). ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები; ცნობილია პრეპარატით გამოწვეული სხვადასხვა გვერდითი ეფექტები, რომელთა უმრავლესობა დაკავშირებულია არა გამოყენებული საანესთეზიოს მოქმედებაზე,  არამედ რეგიონული ანესთეზიის ჩატარების ტექნიკასთან. უფრო ხშირად (> 1%) აღინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეფასებულია როგორც კლინიკური მნიშვნელობის მქონე, მიუხედავად იმისა იყო თუ არა დადგენილი საანესთეზიოს გამოყენების მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი: არტერიალური წნევის შემცირება, გულისრევა, ბრადიკარდია, ღებინება, პარესთეზია, სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შარდის შეკავება, თავბრუსხვევა, შეციება, არტერიალური წნევის აწევა, ტაქიკარდია, ჰიპოესთეზია, მოუსვენრობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლატიკორტი / LATICORT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლატიკორტი –  პრეპარატის დანიშვნა ორსული და მეძუძური დედებისათვის რეკომენდებული არ არის. გამონაკლის შემთხვევებში ფრთხილად გამოიყენეთ ხანმოკლედ და კანის შეზღუდულ მონაკვეთებზე. პრეპარატი არ წაისვათ სარძევე ჯირკვლების კანზე. ორსულობის I ტრიმესტრში არ გამოიყენოთ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი