Category Archives: სხვა

გლიფორი 1000 მგ / GLIFOR 1000 mg ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლიფორი 1000 მგ –  B კატეგორიის პრეპარატი  ადექვატური გამოკვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მეტფორმინის გამოყენების უსაფრთხოებაზე არ არსებობს. ამდენად, მისი გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაზიქსი / LASIX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაზიქსი –  ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რივანოლის ფხვნილი 0,1 გრ. / Rivanolum ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რივანოლი – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს უკუჩვენება არა აქვს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ინდაფონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდაფონის გვერდითი მოვლენებია:  კნტ-ის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, მადის დაქვეითება, დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში. ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტონია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია. შესაძლებელია ალერგიული გენეზის კანის გამონაყარი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ინობეკი რეტარდი / INOBEC RETARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ინობეკი რეტარდი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.  ორსულობის დროს ინობეკი რეტარდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნაკლოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაკლოფენის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, კუჭის კოლიკა*, პანკრეატიტი, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, ეროზიული ეზოფაგიტი, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილების დაზიანება, მათ შორის არასპეციფიური ჰემორაგიული კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების რეციდივი ან გამწვავება.  ცნს-ს მხრივ: სწრაფი დაღლილობა, აღქმის დარღვევა, პარესთეზიები, მეხსიერების დაქვეითება, ორიენტაციის გრძნობის დაკარგვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დიპლოპია, სმენის შემცირება, ხმაური ყურებში, კრუნჩხვები, განგაში, კოშმარული სიზმრები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები, გემოვნების შეცვლა. ცვლილებები თირკმელების მხრივ:* იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია. ცალკეულ შემთხვევებში: ინტერსტიციური ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმლის დვრილების ნეკროზი ან პროტეინურია. ცვლილებები ღვიძლის მხრივ იშვიათად: ქოლესტაზი, სიყვითლე, უსიმპტომო ჰეპატიტი (მწვავე და ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი), ჰეპატოცელულური ნეკროზი. ცალკეულ შემთხვევებში: ფულმინანტური (მყისიერი) ჰეპატიტი*. ცვლილებები კანის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალოპეცია, ერითროდერმია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსის სინდრომი), ტოქსიური  ეპიდერმული  ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ალერგიული პურპურა*. ცალკეულ შემთხვევებში: ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რექციები (ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი). ცვლილებები სისხლმბადი სისტემის მხრივ ცალკეულ შემთხვევებში: ჰემოლიზური და აპლასტური ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. სხვა: პოტენციის დაქვეითება, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, არტერიული წნევის მომატება. სანთლების გამოყენებისას, შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს გვერდითი ეფექტების ან მათი მსგავსი მოვლენების განვითარების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ამინოვენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინოვენის გვერდითი მოვლენებია: გგვერდითი   ეფექტები:სწორი გამოყანებისას არ არის ცნობილი. ჭარბი დოზირებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, ჩვულებრივ, შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პერიფერიულ ვენაში ნებისმიერ ინფუზიას შეუძლია სისხლძარღვის კედლის გაღიზიანება და თრომბოფლებიტის გამოწვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვირუ-მერცი / Viru-Merz ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვირუ-მერცი –  კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მაგნევისტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნევისტის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამოკიდებულია მაგნევისტის გამოყენებასთან, ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად ან საშუალო ხარისხით და თავისი ხასიათით გარდამავალია. არსებობს შეტყობინება მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გამოვლენის შესახებ. გვერდითი ეფექტების  შედარებითი სიხშირის გამოვლენის მიზნით ტექსტში გამოყენებულია განსაზღვრებები: „ხშირად“, „საშუალო სიხშირით“, „იშვიათად“. ხშირი – სიხშირე >1:100; საშუალო სიხშირით – სიხშირე <1:100, მაგრამ >1:1000; იშვიათად – სიხშირედ <1:1000. ზოგადი რეაქციები შეყვანის ადშილას: საშუალო სიხშირის – სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი; იშვიათი – ტკივილი ზურგში, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის წასვლა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ლოკალური ტკივილი შეყვანის ადგილის ირგვლივ და შესაძლებელია ქსოვილების ანთება და ნეკროზი, სიცივის შეგრძნება, სითბოს შეგრძნება და შეშუპება, ფლებიტი და თრომბოფლებიტი. ანაფილაქსიური რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათი – სისხლძარღვოვანი შეშუპება, კონიუქტივიტი, ხველა, რინიტი, ბრონქოსპაზმი, ხორხის: ხახის საყლაპვის სპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია, შოკი, კანის რეაქციები: იხ. კანი და კანქვეშა ქსოვილები. ნერვული სისტემა: საშუალო სიხშირის – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზიები; იშვიათი – აგზნება (აჟიტირება), ცნობიერების არევა, მხედველობის, ყნოსვის, სმენის ან მეტყველების დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი, ტკივილი ყურებში, ასთენია, კომა, ძილიანობა. მხედველობის ორგანოები: იშვიათი – ცრემლდენა, თვალების ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: იშვიათი – არტერიული წნევის დაქვეითება, არითმია და გულის გაჩერება. სისხლძარღვოვანი რეაქციები, თანდართული პერიფერიული ვაზოდილატაციით, შემდგომი არტერიული ჰიპოტენზიით და სინკოპეთი, რეფლექტორული ტაქიკარდიით, ქოშინით, ციანოზით, ფილტვების შეშუპებით. სასუნთქი სისტემა: იშვიათი – ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ხველა, სუნთქვის გაჩერება. კუჭ-ნაწლავის სისტემა: საშუალო სიხშირის – გულისრევა, ღებინება, იშვიათი – ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გემოვნების გაუკუღმართება, პირის სიმშრალე, ჰიპერსალივაცია. ჰეპატო-ბილიარული სისტემა: იშვიათი – ღვიძლის ფერმენტების დონის ტრანზიტორული მატება. კანი და კანქვეშა ქსოვილი: იშვიათი – კანის გაწითლება (ვაზოდილატაცია), შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი. თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემა: იშვიათი – შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის ხშირი სურვილი, თირკმლის არსებული პათოლოგიის დროს კრეატინინის რაოდენობის მატება და თირკმლის მწვავე უკმარისობა. სისხლი: იშვიათი – რკინის და ბილირუბინის რაოდენობის ტრანზიტორული მატება შრატში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ცეფუროქსიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ცეფუროქსიმის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი  მოვლენები გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა; იშვიათად ­ ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის გარდამავალი მატება; ძალიან იშვიათად ­ ფსევდომემბრანული კოლიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად – ჰემოლიზური ანემია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი; ინტერსტიციალური ნეფრიტი; იშვიათად ­ ანაფილაქსიური რეაქცია. ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციის ადგილას; ვენაში ინექციისას ­ იშვიათად ფლებიტი. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლოა კანდიდური ინფექციის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები