Category Archives: სხვა

იცით არტოქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არტოქსანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი), ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, სტომატიტი, ანორექსია; მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი გართულებები. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაიელის სინდრომები. სხვა: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, პლაზმაში კრეატინინის, აზოტის, შარდოვანას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფლორანსი – ჰუმანითი / Florance – Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფლორანსი ჰუმანითი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ჩვენების მიხედვით შასაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. სიფრთხილით ინიშნება ორსულობის І ტრიმესტრში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სისტემური აბსორბციის შემთხვევაში კორტიკოსტეროიდი გადადის დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლაციდოფილ®-WM – LACIDOFIL® – WM ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაციდოფილ®-WM –  პრეპარატი 3-ჯერ ამცირებს პირობითად პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით Candidas ტიპის სოკოების რაოდენობას, ხელს უშლის ამ ფლორის მიერ საშვილოსნოს წყლების და ახალშობილის კნტ-ს კოლონიზაციას. ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ანალერგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანალერგინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელი: – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; – პირის ღრუს სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხივ (მათ შორის ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა); – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი (იშვიათ შემთხვევებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პანტოპრა / PANTOPRA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პანტოპრა – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი პანტოპრას მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. პანტოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, შესაბამისად ამ პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლიზობაქტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიზობაქტის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა მედილამენტებს ლიზობაქტი® ორიბლეტსაც გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები. თუმცა მედიკამენტი გადაიტანება ადვილად და იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნაპრიუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაპრიუსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავი: ყველაზე ხშირად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები. შესაძლოა გამოიწვიოს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან  სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური შედეგით, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში (ნახეთ გამოყენების წესები). კუჭ-ნაწლავის გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად ვლინდება: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, დისპეფსია, შეკრულობა, დიარეა, სტომატიტი. შესაძლებელია გამოვლინდეს გასრტოინტესტინალური სისხლდენა, პეპტიკური წყლული და კოლიტი. რაც შეეხება ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ვლინდება თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა და  კონცენტრაციის უნარის დარღვევა. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თავს იჩენს ინსტრუქციაში მითითებული ან მიუთითებელი რომელიმე გვერდითი მოვლენა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

პეპსანი / PEPSANE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პეპსანი –  ნორმალურ პირობებში გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იოდბალანსი – JODBALANCE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

იოდბალანსი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით უნდა ხდებოდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლორობენი სპრეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლორობენი სპრეის გვერდითი მოვლენებია: ლორობენის ორალური სპრეი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები, გამოწვეული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდით, სპრეის ფორმით: ადგილობრივი: არასასურველი რეაქციები რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება მკურნალობის დროს: პირის ღრუში –  დაბუჟება (2.6%), იშვიათად – წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %). ძალიან იშვიათად აღინიშნება სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%), სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა (0.1%). ზოგადი: გვხვდება იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, დისპეპსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%). გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოყენებით: კბილების ქვების წარმოქმნა, გემოვნების შეცვლა; ექსპერიმენტული კვლევებით სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები